პროგნოზი

განვითარებად ქვეყნებთან შედარებით შიგელოზი ნაკლებ სიკვდილობას და ავადობას იწვევს განვითრებულ ქვეყნებში. ეს ძირითადად განპირობებულია მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში გამომწვევი აგენტით Shigella sonnei, რომელიც დაკავშირებულია ნაკლებად მძიმე დაავადებასთან.[4][5]პირველადი ჯანდაცვის (და სპეციალისტის, თუ საჭიროა) გაადვილებული ხელმისაწვდომობა აგრეთვე განიხილება ხელშემწყობ ფაქტორად.

პროგნოზი

სხვა მხრივ ჯანმრთელ ზრდასრულებში, შიგელოზის უმეტესი შემთხვევა მსუბუქი და თვითგანკურნებადია. ამასთან, იშვიათია ქრონიკული მტარებლობა.[6] ანტიბიოტიკთერაპიის გარეშე ავადმყოფობის მიმდინარეობა შესაძლოა ოდნავ ხანგრძლივი იყოს, ხოლო მიკროორგანიზმების განავლით გამოყოფა გრძელდება 6 კვირამდე.[5]

დიარეით გამოწვეული სიკვდილობის მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის Shigella.[45] სიკვდილობა ყველაზე მაღალია სამხრეთ აზიაში და სუბსაჰარულ აფრიკაში.[6] ერთ-ერთმა მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ Shigella მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სიკვდილობასთან რესურსებით მწირ გარემოში, დიზენტერიისგან განსხვავებით.[46] Shigella ინფექციით დაავადებული ბავშვების იდენტიფიცირების მიზნით დიზენტერიის ამოცნობამ შეიძლება ადეკვატურად არ განსაზღვროს სიკვდილის რისკის მქონე ბავშვები.[46]

განვითარებულ ქვეყნებში, უფრო მძიმე ფორმის დაავადების შემთხვევების ჩათვლითაც სიკვდილობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და შეადგენს 0.1%-ს აშშ-ს მასშტაბით.[10]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას