გართულებები
Shigella-ს მიერ განპირობებული დიარეა, ჩვეულებრივ, დაბალმოცულობითია და შესაბამისად, გაუწყლოება ხშირად პრობლემას არ წარმოადგენს. დაავადების უფრო მძიმე ფორმებში გაუწყლოება და მეტაბოლური დარღვევები (როგორიცაა აციდოზი, ელექტროლიტური დისბალანსი, და ჰიპოგლიკემია) საჭიროებს შესაბამის მკურნალობას.[16]
სიმპტომები მოიცავენ ოლიგო-ანურიას, თირკმლის უკმარისობას, შეშუპებას და ჰიპერტენზიას, არა-იმუნურად განპირობებული ჰემოლიზის შედეგად განვითარებულ ანემიას, აგრეთვე თრომბოციტოპენიას. ნევროლოგიური სიმპტომები მოიცავენ გაღიზიანებადობას, გულყრებს, აგრეთვე კონფუზიას (ცერებროვასკულური მიკროთრომბების, ჰიპერტენზიის, ელექტროლიტური დისბალანსის ან ურემიის შედეგად). იშვიათად ვლინდება ინტესტინური ნეკროზი ან პანკრეატული ჩართულობა.
შემთხვევათა ურავლესობას (70% - 90%) იწვევს ენტეროჰემორაგიული Escherichia coli O157.[27][29][30]დანარჩენი შემთხვევებიდან, მცირე ნაწილს იწვევს Shigella dysenteriae ტიპი 1. სინდრომი განპირობებულია შიგატოქსინის (ან შიგას-მაგვარი ტოქსინით ენტეროჰემორაგიული E coli-ის შემთხვევაში).
დაწყება უფრო მოსალდნელია სეფსისის კონტექსტში, ამგვარად, ადრეული მკურნალობა გამოსადეგია ჰუს-ის განვითარების პრევენციის მიზნით.
პროგნოზი უკეთესია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. უმეტესობის გამოჯანმრთელება ხდება სპონტანურად. მოზრდილებს და ხანდაზმულებს ახასიათებს უარესი მიმდინარეობის ტენდენცია, და შესაძლოა აღენიშნოს რეზიდუალური ჰიპერტენზია ან თირკმლის ქრონიკული დისფუნქცია.
იშვიათია. მუცლის მნიშვნელოვანი ტკივილი ან პერიტონიტის ნიშნები საეჭვოს ხდის ტოქსიკური მეგაკოლონის და პერფორაციის არსებობას. უაღრესად მნიშვნელოვანია ადრეული გამოვლენა და მკურნალობა.[16]
იშვიათია, და, ჩვეულებრივ, ვლინდება მცირეწლოვან ბავშვებში. პროლაფსი, როგორც წესი, ექვემდებარება მზოგავი წესით ჩასწორებას.[16]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას