ეპიდემიოლოგია

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობამ განაპირობა უფრო გახანგრძლივებული და ფართო გავრცელების ეპიდაფეთქებები. შიგელოზის წლიური ინციდენტობის შესახებ ზუსტი მონაცემების მოპოვება გაძნელებულია. მიუხედავად იმისა, რომ Shigella არის დიარეით მიმდინარე დაავადების საერთო მიზეზი, მისი იზოლაცია ადვილი არ არის, ხოლო უფრო მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები ხშირად არ მიმართავენ სამედიცინო დახმარებას და, შესაბამისად, მათ ვეღარ აფიქსირებენ.

გლობალურად, 2010 წელს, ფიქსირდება შიგელოზის დაახლოებით 188 მილიონი შემთხვევა, საიდანაც 62.3 შემთხვევა მოდის <5 წლის ასაკის ბავშვებზე.[6] 2016 წელს, დიარეის მიზეზით სიკვდილობის მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი, მსოფლიო მასშტაბით, იყო შიგელა.ეს იყო 212 000 სიკვდილის შემთხვევა.[2]სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 5 წლლამდე ასაკის ბავსვებშ და ასევე სოციო-დემოგრაფიული ინდექსის მქონე ქვეყნებში.[2]

შიგელას ინფექციის შეტყობინებების მაჩვენებელი ინგლისსა და უელსში იყო 4.9 შეტყობინება 100 000-ზე 2019 წელს, სულ 3270 ინფექცია.[7]მოზრდილებს შორის მოგზაურობისგან დამოუკიდებელი შიგელას ინფექციის შემთხვევები დიდ ბრიტანეთში შეადგენს ინფქეციის საერთო რაოდენობათა დიდ ნაწილს.[8] ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს სქესობრივი გზით გადაცემის ზრდაზე მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან.[9]

2013-2015 წლებში, შიგელას ინციდენტობა აშშ-ში გაიზარდა 7%-ით და შეადგენდა დააახლოებით 4.6-ს 100,000 მოსახლეზე.[10] 2016 წელს, Shigella sonnei შეადგენდა შემთხვევების 80.5%-ს%, S flexneri შემთხვევათა 12.6%-ს, S boydii 0.2%-ს, ხოლო S dysenteriae- 0.1%-ს.[3] აღრიცხულ შემთხვევათა უმრავლესობა გამოვლენილია 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.[3] აშშ-ში, სიკვდილობის ჯამური მაჩვენებელი ძალიან დაბალია (0.1% 2016 წელს).[10]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას