შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

12 წლის ბიჭი უეცრად განვითარებული წყლისებური დიარეის1-კვირიანი ანამნეზით, რომელიც გამოვლინდა ბანგლადეშში, დჰაკაში, ნათესავებთან სტუმრობისას. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ მას აღენიშნა მუცლის სპაზმური ტკივილი, ცხელება და სისხლიანი დიარეა. იგი სიცხიანობს, სხეულის ტემპერატურა აღწევს 38.5°C-ს (101.2°F). ლორწოვანი გარსები მშრალია, კანის ტურგორი დაქვეითებულია; პულსის სიხშირე აღწევს 100 დარტყმას/წუთში, ხოლო არტერიული წნევა შეადგენს 110/70 მმ-ს ვწყ სვ მისი პოსტურალური ვარდნით 10 მმ-ით ვწყ სვ.

სხვა გამოვლინებები

შიგელოზი ჩვეულებრივ ვლინდება მსუბუქი, თვითგანკურნებადი ფაღარათით მიმდინარე დაავადების სახით, მაგრამ Shigella flexneri და S dysenteriae-მა ხშირად შესაძლოა გამოიწვიოს უფრო მძიმე ფორმის დაავადება ცხელებითა და პროგრესირებადი სისიხლიანი ლორწოიანი ფაღარათით. კლინიკური სურათი ხანდაზმულ, მალნუტრიციის შედეგად დასუსტებულ და იმუნოსუპრესირებული პაციენტებისთვის შესაძლოა უფრო მძიმე ფორმას ატარებდეს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას