ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძლიერ რისკფაქტორებს წარმოადგენენ ექსპოზიცია დაბინძურებულ წყალთან ან საკვებთან, პირდაპირი ფეკალურ-ორალურ კონტაქტი, <5 წლის, მალნუტრიცია, არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა და ყოფითი სივიწროვე, ქრონიკული ავადმყოფობა და მოგზაურობა ენდემურ რეგიონებში.[3][4][5]​​​[6][11][16][17]​​​​​​

დიარეა

დასაწყისში წყლისებრი და პროფუზული.

შესაძლებელია ინახოს სისხლი და ლორწო.[24]შესაძლოა არ იყოს დიდი მოცულობის, რადგან წყარო უპირატესად კოლინჯშია ლოკალიზებული.[5]

Shigella flexneri და S dysenteriae ხშირად იწვევს უფრო მძიმე ფორმის ავადმყოფობას ცხელებით და პროგრესირებადი სისხლიანი და ლორწოვანი დიარეით.

მუცლის სპაზმური ტკივილი

წარმოადგენს შიგელოზის დამახასიათებელ სიმპტომს.

ცხელება

წარმოადგენს შიგელოზის დამახასიათებელ სიმპტომს. ხშირად ასოცირებულია ლეიკოციტოზთან დაავადების უკიდურესად მძიმე ფორმის დროს.[5]

ტენეზმები

წარმოადგენს შიგელოზის დამახასიათებელ სიმპტომს.

მუცლის ტკივილი ან მგრძნობელობის მომატება

შესაძლოა გამოვლინდეს გენერალიზებული მუცლის ტკივილი და მგრძნობელობის მომატება მუცლის ქვედა მესამედში.

იშვიათი

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის ნიშნები

უკავშირდება Shigella dysenteriae ტიპი 1-ს.[12]

კლინიკური ნიშნები მოიცავენ ოლიგო-ანურიას, თირკმლის უკმარისობის ნიშნებს, შეშუპებას და ჰიპერტენზიას.[29][30]

სერიოზული სისხლდენა იშვიათია. ნევროლოგიური სიმპტომები მოიცავენ გაღიზიანებადობას, გულყრებს, აგრეთვე კონფუზიას (ცერებროვასკულური მიკროთრომბების, ჰიპერტენზიის, ელექტროლიტური დისბალანსის ან ურემიის შედეგად). იშვიათად ვლინდება ინტესტინური ნეკროზი ან პანკრეატული ჩართულობა.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

გაუწყლოების ნიშნები

მსუბუქი ფორმის, თვითგანკურნებადმა შიგელოზმა აგრეთვე შესაძლებელია გამოიწვიოს გაუწყლოება. Shigella flexneri და S dysenteriae-ს უკავშირდება უფრო მძმე ფორმის გაუწყლოება.

სიმპტომები შესაძლოა მოიცავდნენ ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას, ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, ან კანის ტურგორის დაქვეითებას. ახალშობილებსა და ბავშვებში შესაძლებელია საფენების სიმშრალე.

გაძლიერებული ნაწლავთა ხმიანობა

ნაწლავთა ხმიანობა შესაძლოა იყოს ნორმალური ან გაძლიერებული.

იშვიათი

პირღებინება

დროდადრო შესაძლოა აღინიშნოს.

მენინგიალური ნიშნები ან შეცვლილი ნევროლოგიური სტატუსის სხვა ნიშნები

შეიძლება მიუთითებდეს შიგელათ გამოწვეულ ენცეფალოპათიაზე, განსაკუთრებით ბავშვებში.

ფებრილური გულყრები

განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში.

ძილიანობა

განსაკუთრებით ბავშვებში.

ძილიანობა შესაძლოა მიუთითბდეს ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის არსებობაზე, მაგრამ არ არის განმსაზღვრელი.

რისკფაქტორები

ძლიერი

ექსპოზიცია დაბინძურებულ წყალთან ან საკვებთან, ან პირდაპირი ფეკალურ-ორალური კონტაქტი

Shigella- ს სახეობებს შეუძლიათ გადარჩნენ კუჭის მჟავაში და, შესაბამისად, ინფექცია შესაძლოა გამოიწვიოს მიკროორგანიზმების ისეთმა მცირე რაოდენობამ, როგორიცაა 10-დან 100-მდე.[11] ინფიცირება შესაძლებელია მოხდეს ადვილად დაბინძრებულ წყალთან ან საკვებ პროდუქტებთან ექსპოზიციის შედეგად, ან პირდაპირი ფეკალურ-ორალური გზით.

შიგელოზის გავრცელება აგრეთვე ხდება ბუზების მიერ.[16]

5 წლამდე ასაკი

აშშ-ში და გლობალურად, შიგელოზის დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა <5 წლის ასაკის ბავშვებზე მოდის.[2][3]​​​​

მალნუტრიცია

განვითარებულ ქვეყნებში შიგელა ჩვეულებრივ იწვევს მსუბუქ, თვითგანკურნებად დაავადებას. განვითარებად ქვეყნებში, სადაც S დიზენტერია უფრო მეტად არის გავრცელებული, შიგელოზი იწვევს უფრო მძიმე ფორმის დაავადებას მის გამწვავებას ხელს უწყობს მალნუტრიციის თანაარსებობის ფაქტორი.[17] შესაძლოა ჩამოყალიბდეს გახანგრძლივებული დიარეის და გაუარესებულ მალნუტრიციასთან ასოცირებული ავადმყოფობის მანკიერი წრე.

არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა და შეზღუდული საყოფაცხოვრებო პირობები

Shigella- ს ეპიდაფეთქებები ჩვეულებრივ გვხვდება ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა ფსიქიატრიული განყოფილებები, საბავშვო ბაღები და ციხეები. მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს არადამაკმაყოფილებელ ჰიგიენურ და საყოფაცხოვრებო პირობებს, რასაც ემატება ინოკულაციისთვის საჭირო მცირე რაოდენობა.[5]

მოგზაურობა ენდემურ რეგიონებში

მოგზაურთა დიარეის მნიშვნელოვანი წილი უკავშირდება შიგელას.[13][18][19] შგელას შეძენილი სახეობები შესაძლოა განსხვავდებოდეს მოგზაურის ჩვეული საცხოვრებელი გარემოდან იზოლირებული სახეობებისგან, და გააჩნდეს ანტიბიოტიკებისადმი მეტი რეზისტენტობა, რომელიც განაპირობებს გახანგრძლივებულ და ფართომასშტაბიან ეპიდაფეთქებებს.

სუსტი

მამაკაცი, რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან

შიგელას ინფექციის სქესობრივი გზით გადაცემა სულ უფრო და უფრო მატულობს, განსაკუთრებით გეი, ბისექსუალი და სხვა მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (MSM).[9][20]​​

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას