პირველადი პრევენცია

შიგელათი დაბინძურების ძრითად წყაროს წარმოადგენს ინფიცირებული პირები, რომლებიც მუშაობენ საკვების დამუშავებაზე. ამრიგად, ჰიგიენის ძირითადი ზომები, პირად ჰიგიენასთან ერთად, ხელს უწყობს შიგელოზის გავრცელების პრევენციას, განსაკუთრებით დაწესებულებებში ან ბანაკებში სტიქიური უბედურების დროს.[5][16][21]აუცილებელია უარის თქმა ისეთი საკვების ან წყლის მოხმარებაზე, რომელიც შესაძლოა დაბინძურებული იყოს. თუკი არსებობს ეჭვი შესაძლო დაბინძურებაზე აუცილებელია მხოლოდ ქლორირებული, გადადუღებული ან ბოთლის წყლის და თერმულად კარგად დამუშავებული საკვების გამოყენება.[5][16] სექსის დროს დამცავი საშუალებების გამოყენება და ჰიგიენური პირობების დაცვა ამცირებს ინფექციის ფეკალურ-ორალური გადაცემის რისკს.[22]ვაქცინები კვლავაც შემუშავების სტადიაზეა.[23]

მეორეული პრევენცია

შიგელოზი აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში, ასევე მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში შეტყობინებადი დაავადებაა. CDC: national notifiable infectious diseases surveillance system Opens in new window[16][24][26]დაავადების შეტყობინება ეხმარება ეპიდზედამხედველობის ზომების გატარებას მისი მომდევნო გავრცელების შეზღუდვის და ეპიდემიების პრევენციის მიზნით. ზოგიერთ სიტუაციაში (როგორიცაა ეპიდემიის დროს), ანტიბიოტიკები შეიძლება იყოს ნაჩვენები შიგელას ინფექციისთვის, რათა შემცირდეს გადაცემის რისკი.[37]

საბაზისო ჰიგიენის ზომები, ხელის დაბანის წესების მკაცრი დაცვით, აგრეთვე პოტენციურად დაბინძურებული საკვები პროდუქტების და წყლის ამოღება მოხმარებიდან, ეფექტურია ოჯახის წევრებს და თანამცხოვრებთა შორის რეინფექციის ან გავრცელების პრევენციისთვის.[5]​​[16][21] სექსუალური აქტივობები თავიდან უნდა იქნას აცილებული სიმპტომების დროს და სიმპტომების შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში. განავალში არსებული ორგანიზმების გამოყოფა შეიძლება გაგრძელდეს 6 კვირამდე, ამიტომ სექსის დროს ფეკალურ-ორალური კონტაქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პერიოდის განმავლობაში.[24][35]​​

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას