განხილვები პაციენტთან

დამხმარე თერაპიის გახანგრძლივება მოიცავს ადექვატური ჰიდრატაციის და კვების უზრუნველყოფას. მიკროორგანიზმების შემდგომი გავრცელების შესაზღუდავად აუცილებელია საბაზისო ჰიგიენური ზომების განხორციელება.

ინფორმაცია პირადი ჰიგიენის, კვების და წყლის მიღების შესახებ აუცილებლად უნდა მიეწოდოს ყველა პაციენტს. ამბულატორიული პაციენტები უნდა ღებულობდნენ ნათელ ინსტრუქციებს, როგორ უზრუნველყონ საკუთარი ტანსაცმელის, პირადი მოხმარების ნივთების, აგრეთვე მათი უშუალო გარემოს დეზინფექცია ადუღებული წყლის ან ქლორისშემცველი ხსნარების გამოყენებით, ასევე ტანსაცმელის გაშრობით მზის სინათლეზე.[16]

აუცილებელია პაციენტების გათვითცნობიერება სამედიცინო დახმარების საჭიროების შესახებ, თუ მათი სიმპტომები არ უმჯობესდება, ან უარესდება. ეს შესაძლოა ასახავდეს დაავადების უფრო მძიმე ფორმის, ან მისი გართულებების განვითარებას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას