მიდგომა

განვითარებულ ქვეყნებში შიგელა ჩვეულებრივ იწვევს მსუბუქ, თვითგანკურნებად დაავადებას.[1]სამედიცინო დახმარებას ყოველთვის არ მიმართავენ, თუმცა საეჭვო დიაგნოზის დადასტურება, როგორც წესი, განავლის კულტივირების საფუძველზე ხდება.[5]S flexneri იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და უფრო ენდემურია დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებში.

ანამნეზი და კლინიკური გასინჯვა

ძირითადი რისკ-ფაქტორები მოიცავს დაბინძურებულ წყალს ან საკვებს, პირდაპირი ფეკალურ-ორალური კონტაქტი, ასაკი <5 წელზე ნაკლები, არასრულფასოვანი კვება, ცუდი ჰიგიენა და დაძაბული პირობები და მოგზაურობა ენდემურ ადგილებში. [3][4][5]​​​[6][11][16][17]​​​​​​​

დიარეა იწყება კონტაქტიდან დაახლოებით 1-2 დღის შემდეგ.[1]დიარეა თავიდან შესაძლოა იყოს წყლისებური და პროფუზული, თუმცა, რადგან ინფექციის წყარო უპირატესად კოლინჯში მდებარეობს, დიარეა შესაძლოა იყოს მცირე მოცულობის.[5]განავალში შესაძლოა იყოს ხილული სისხლი.[24]აბდომინალური სპაზმი,ცხელება და ჭინთვები ასევე დაავადების სიმპტომებია. ძალიან იშვიათად მცირეწლოვან ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ კრუნჩხვები.[25]ღებინება არ არის დამახასიათბელი.[24]Shigella flexneri და S dysenteriae ხშირად იწვევს უფრო მძიმე ფორმის ავადმყოფობას ცხელებით და პროგრესირებადი სისხლიანი და ლორწოვანი დიარეით. მენინგიზმი ან შეცვლილი ნევროლოგიური სტატუსის სხვა ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს შიგელა-ინდუცირებულ ენცეფალოპათიაზე.

კლინიკური გასინჯვის შედეგად შესაძლებელია ინახოს გაუწყლოების ნიშნები არასრულფასოვანი პერორალური ჰიდრატაციის გამო; საკვების და წყლის მიღების მცდელობა ამწვავებს მუცლის სპაზმურ ტკივილს.[5] შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა მუცლის ქვედა მესამედში, აგრეთვე ნაწლავთა ნორმალური ან მომატებული ხმიანობა. შესაძლოა გამოვლინდეს მსხვილი ნაწლავის ტოქსიკური დილატაცია, რადგანაც შიგელამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ფორმის კოლიტი.

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი(HUS) ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ბავშვების შემთხვევაში აღმოჩენილი ისეთი კლინიკური ნიშნები, როგორიცაა ძილიანობა (ანემიის შედეგად) ან მშრალი საფენები (ანურიის შედეგად) ზრდის ეჭვს ამ მძიმე გართულების შესაძლებლობაზე. განავლის მიკროსკოპული გამოკვლევა და კულტივირება წარმოადგენს პირველი რიგის კვლევებს.

განავლის ტესტები

შიგელოზის დიაგნოსტირება ხდება ანამნეზის, კლინიკური ნიშნების, და განავლის კულტურის მონაცემების საფუძველზე. განავლის კულტურის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. განავლის ნიმუში ყოვნდება მაკკონის აგარზე, რათა გამოვლინდეს მიკროორგანიზმები, რომლებსაც არ აქვთ ლაქტოზის ფერმენტაციის უნარი, როგორიცაა შიგელას სახეობები.[5] შემდეგ გამოიყენება უფრო სელექტიური ნიადაგი, რომლის შემდეგაც Shigella antisera-ს სასაგნე მინაზე ჩატარებული აგლუტინაციის ტესტი ავლენს შიგელოზის არსებობის შესაძლებლობას. ბიოქიმიური სკრინინგ ტესტები ადასტურებს გარკვეული სახეობების არსებობას, თუ აღმოჩნდება ისეთი მიკროორგანიზმები, რომლებსაც არ აქვს ლაქტოზის ფერმენტაციის უნარი. ამ დროს ფიქრობენ შიგელაზე სელექტიურ ნიადაგზე კულტურებისა და სასაგნე მინაზე აგლუტინაციის ტესტის საფუძველზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ექსუდატის შემცველობა შიგელოზური ინფექციის მქონე პაციენტების განავალშიCDC [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@57a322e

შიგელა შეტყობინებადი დაავადებაა, შესაბამისად, ადგილობრივმა ლაბორატორიებმა დადასტურებული შემთხვევები უნდა აცნობონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ორგანოებს. CDC: national notifiable infectious diseases surveillance system Opens in new window[16][24][26] სეროტიპირება გამოსადეგია დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.[3][16]

სხვა ლაბორატორული კვლევა და ვიზუალიზაცია

შიგელოზი შესაძლოა იწვევდეს ლეიკოციტოზს, განსაკუთრებით უფრო მძიმე ფორმის დაავადების შემთხვევებში.[5] გაუწყლოება შესაძლოა გამოვლინდეს შრატში შარდოვანას დონის და ჰემატოკრიტის მზარდი მაჩვენებლების საფუძველზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰუს).[27] აქედან გამომდინარე, ისეთი ლაბორატორული ტესტების ჩატარება, როგორიცაა სისხლის ნაცხი (ფრაგმენტოციტების ვიზუალიზაციით), შესაძლოა აღმოჩნდეს გამოსადეგი აღნიშნული მძიმე გართულების გამოსავლენად.

მუცლის რენტგენოგრაფიის ჩატარება შესაძლოა აღმოჩნდეს გამოსადეგი ტოქსიკური დილატაციის ეჭვის არსებობისას. თუმცა, ამის საჭიროება შემთხვევათა უმრავლესობაში არ არსებობს, რადგან განვითარებულ ქვეყნებში შიგელოზი ხშირად ვლინდება, როგორც მსუბუქი, თვითგანკურნებადი დაავადება. დრეკადი სიგმოიდოსკოპიის ჩატარება, ჩვეულებრივ, არ არის საჭირო, თუ არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ნაწლავთა იდიოპათიური ანთებითი დაავადების დიფერენციული დიაგნოზის სასარგებლოდ.[28]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას