მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

შესაძლო ან დადასტურებული შიგელოზი

Back
1-ლი რიგის – 

პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარი

შიგელას დიზენტერიის შემთხვევაში, პერორალური რეჰიდრატაციული თერაპია რეგისტრირებული პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარების (ORS) გამოყენებით ნაჩვენებია Shigella dysentery-ის დროს მსუბუქიდან საშუალო ფორმის გაუწყლოების შემთხვევაში. რეჰიდრატაციის შემდეგ, ჰიდრატაციის სტატუსის შენარჩუნების მიზნით რეკომენდებულია შემანარჩუნებელი თერაპია ორალური რეჰიდრატაციული ხსნარების გამოყენებით.[16][24]

პერორალური რეჰიდრატაციული თერაპიისთვის რეგისტრირებული ORS ხსნარების გამოყენება ბევრად უსაფრთხოა ნებისმიერ სხვა სასმელთან შედარებით, რომელიც შესაძლოა ზედმეტად კონცენტრირებული აღმოჩნდეს, ან შეიცავდეს ნახშირწყლების და ელექტროლიტების არამიზანშეწონილ კონცენტრაციებს. აგრეთვე პრობლემურია თვითნაკეთი პრეპარატების გამოყენება, რადგან არ არის დაზღვეული შეცდომებისგან.

დიარეის სამკურნალოდ ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს დაბალი ოსმოლარობის რეჰიდრატაციული ხსნარების ფორმულებს.[33]

Back
პლიუს – 

ადრეული ნუტრიციული მხარდაჭერა + განათლება ჯანმრთელობის საკითხებზე + ინფექციის კონტროლის ღონისძიებები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

არსებული მონაცემებით, ადრეული ნუტრიციული მხარდაჭერა აუმჯობესებს გამოსავალს, განსაკუთრებით მალნუტრიციის კონტექსტში. კვების გახანგრძლივებული რეჟიმი ხელს უწყობს გამოჯანმრთელების პროცესის წინსვლას. აუცილებელია უზრუნველყოფა ენერგიით და პროტეინებით მდიდარი ყოველდღიური საკვების ხშირი და მცირე ულუფებით. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილებს და ბავშვებს უნდა გაუგრძელდეს ძუძუთი კვება ისეთი სიხშირით და ხანგრძლივობით, როგორიც მათ მოთხოვნილებებს შეესაბამება.[16]

საკვების რაციონში მწვანე ბანანის დამატება ხელს უწყობს შიგელოზის სიმპტომის ხანგრძლივობის შემცირებას 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.[34] დაბალი და საშუალო შემოსავლის შემთხვევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია თუთიის დანამატების 10-დან 14-დღიანი კურსით 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე დიარეით.[16] [ Cochrane Clinical Answers logo ] ასევე რეკომენდებულია ვიტამინი A.[33]

ინფორმაცია პირადი ჰიგიენის, კვების და წყლის მიღების შესახებ აუცილებლად უნდა მიეწოდოს ყველა პაციენტს. ამბულატორიული პაციენტები ასევე უნდა ღებულობდნენ ნათელ ინსტრუქციებს, როგორ უზრუნველყონ საკუთარი ტანსაცმელის, პირადი მოხმარების ნივთების, აგრეთვე მათი უშუალო გარემოს დეზინფექცია.[16] სექსუალური აქტივობები თავიდან უნდა იქნას აცილებული სიმპტომების დროს და სიმპტომების შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში. განავალში არსებული ორგანიზმების გამოყოფა შეიძლება გაგრძელდეს 6 კვირამდე, ამიტომ სექსის დროს ფეკალურ-ორალური კონტაქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პერიოდის განმავლობაში.[24][35]

Back
განიხილე – 

ანტიბიოტიკთერაპია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ანტიბიოტიკოთერაპია ნაჩვენებია იქ, სადაც იგი კლინიკურად არის ნაჩვენები, ან როდესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები ურჩევენ მკურნალობას ეპიდემიის პირობებში ან შემცირდეს გადაცემის ალბათობა გარკვეულ პირობებში ან სიტუაციებში[37]ემპირიული ანტიბიოტიკების კლინიკური ჩვენებები მოიცავს ცხელების ყველა შემთხვევას სისხლიანი დიარეით, ბაცილარული დიზენტერიით და მუცლის კრუნჩხვით.[24]ანტიბიოტიკები ასევე რეკომენდირებულია 3 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის, რომლებსაც აქვთ შიგელა ინფექციაზე ეჭვი და ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხეულის ტემპერატურა ≥38,5°C და/ან სეფსისის ნიშნები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ იმოგზაურეს საერთაშორისო მასშტაბით.[24]ანტიბიოტიკები შეიძლება განიხილებოდეს იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ იმუნოდეფიციტი და აქვთ მძიმე დაავადება და სისხლიანი დიარეა.[24]

პირველი რიგის არჩევის პრეპარატია აზითრომიცინი,ციპროფლოქსაცინი,ან ცეფტრიაქსონი.[1][24]პრეპარატის შერჩევა დამოკიდებულია ადგილობრივად მიკრობების სენსიტიურობაზე ანტიბიოტიკების მიმართ. თუ ეს შესაძლებელია, ანტიბიოტიკებით მკურნალობამდე უნდა ჩატარდეს ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირება.[1]პრობლემას წარმოადგენს სრაფად მზარდი რეზიტენტობის განვითარება ინდოეთსა და ჩინეთში.[16][38][39][40]შესაბამისად, ის პაციენტები, რომელთა ანამნეზი მოიცავს მგზავრობას აზიის ქვეყნებში, იმყოფებიან ფთორქინოლონების მიმართ რეზისტენტული ინფექციის მომატებული რისკის ქვეშ.[41]თუ მგრძნობელობა გამოვლინდა, ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი ან ამპიცილინი ალტერნატიული ვარიანტებია.[24][25]

ინფექციის დადასტურების შემდეგ, ანტიბიოტიკები დაუყოვნებლივ უნდა იყოს მორგებული მგრძნობელობაზე რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად. თუ ანტიბიოტიკები თავიდანვე კორექტულადაა შერჩეული, მაგრამ მიუხედავად ამისა, პაციენტი მკურნალობას არ ექვემდებარება, სხვა პათოგენის არსებობის გამოსარიცხად აუცილებელია ხელახალი კულტურის მიღება, აგრეთვე გასათვალისწინებელია ალტერნატიული დიაგნოზის შესაძლებლობაც.

პირველადი პარამეტრები

ციპროფლოქსაცინი: ბავშვები: 15 მგ/კგ პერორალურად ორჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში, მაქსიმალური 500 მგ/დოზა; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად ორჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში

ან

ცეფტრიაქსონი: ბავშვები: 50-100 მგ/კგ ინტრამუსკულურად/ინტრავენურად ყოველ 24 საათში 2-5 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 2 გ/დოზა; მოზრდილები: 1-2 გ ინტრამუსკულურად/ინტრავენურად ყოველ 24 საათში 2-5 დღის განმავლობაში

ან

აზიტრომიცინი: ბავშვები: 6-20 მგ/კგ პერორალურად დღეში ერთხელ 1-5 დღის განმავლობაში; ზრდასრულები: 1000-1500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 1-5 დღის განმავლობაში

მეორეული ვარიანტები

ტრიმეთოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი: ბავშვები ≥2 თვის ასაკიდან: 8-10 მგ/კგ/დღეში პერორალურად მიცემული 2 გაყოფილი დოზით 3-5 დღის განმავლობაში, მაქსიმალური 160 მგ/დოზა; მოზრდილები: 160 მგ პერორალურად ორჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში

მეტი

ან

ამპიცილინიამპიცილინი: ბავშვები: 50-100 მგ/კგ/დღეში პერორალურად მიცემული 4 გაყოფილი დოზით 5-7 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 2000 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად ოთხჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში

Back
განიხილე – 

ანტიპირეტიკები ან ანალგეტიკები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

სიმპტომური მკურნალობა ინიშნება, ცხელების და/ან ტკივილის დროს.

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ჩვილები და ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად ყოველ 4-6 სთ-ში ერთხელ საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 75 მგ/კგ/დღე; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 სთ-ში ერთხელ საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 4000 მგ/დღე

Back
1-ლი რიგის – 

ინტრავენური რეჰიდრატაცია, რასაც მოსდევს შემანარჩუნებელი პერორალური რეჰიდრატაცია

მძიმე ფორმის დეჰიდრატაციის ან ღებინების მქონე პაციენტთათვის თავიდანვე შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და ინტრავენური რეჰიდრატაციული თერაპიის უზრუნველყოფა. რეჰიდრატაციის მიღწევის შემდეგ, რეკომენდებულია შემანარჩუნებელი თერაპია რეჰიდრატაციული ხსნარების (ORS) გამოყენებით. თუ რეჰიდრირებულ პაციენტს არ შეუძლია სითხის მიღება, პერორალური რეჰიდრატაციის თერაპია შეგვიძლია შევასრულოთ ნაზოგასტრულად (როდესაც ინტრავენური სითხეების მიწოდება საჭირო აღარ არის და, ამასთან, ღებინება შეწყვეტილია).

პერორალური რეჰიდრატაციული თერაპიისთვის რეგისტრირებული ORS ხსნარების გამოყენება ბევრად უსაფრთხოა ნებისმიერ სხვა სასმელთან შედარებით, რომელიც შესაძლოა ზედმეტად კონცენტრირებული აღმოჩნდეს, ან შეიცავდეს ნახშირწყლების და ელექტროლიტების არამიზანშეწონილ კონცენტრაციებს. აგრეთვე პრობლემურია თვითნაკეთი პრეპარატების გამოყენება, რადგან არ არის დაზღვეული შეცდომებისგან.[17] დიარეის სამკურნალოდ ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს დაბალი ოსმოლარობის რეჰიდრატაციული ხსნარების ფორმულებს.[33]

Back
განიხილე – 

ადრეული ნუტრიციული მხარდაჭერა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

არსებული მონაცემებით, ადრეული ნუტრიციული მხარდაჭერა აუმჯობესებს გამოსავალს, განსაკუთრებით მალნუტრიციის კონტექსტში. კვების გახანგრძლივებული რეჟიმი ხელს უწყობს გამოჯანმრთელების პროცესს. აუცილებელია უზრუნველყოფა ენერგიით და პროტეინებით მდიდარი ყოველდღიური საკვების ხშირი და მცირე ულუფებით. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილებს და ბავშვებს უნდა გაუგრძელდეს ძუძუთი კვება ისეთი სიხშირით და ხანგრძლივობით, როგორიც ეს მათ მოთხოვნილებებს შეესაბამება.[16]

საკვების რაციონში მწვანე ბანანის დამატება ხელს უწყობს შიგელოზის სიმპტომის ხანგრძლივობის შემცირებას 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.[34] დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში , ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია თუთიის დანამატების 10-დან 14-დღიანი კურსით 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე დიარეით.[16] [ Cochrane Clinical Answers logo ]

Back
განიხილე – 

ანტიბიოტიკთერაპია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ანტიბიოტიკოთერაპია ნაჩვენებია იქ, სადაც იგი კლინიკურად არის ნაჩვენები, ან როდესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები ურჩევენ მკურნალობას ეპიდემიის პირობებში ან შემცირდეს გადაცემის ალბათობა გარკვეულ პირობებში ან სიტუაციებში[37]ემპირიული ანტიბიოტიკების კლინიკური ჩვენებები მოიცავს ცხელების ყველა შემთხვევას სისხლიანი დიარეით, ბაცილარული დიზენტერიით და მუცლის კრუნჩხვით.[24]ანტიბიოტიკები ასევე რეკომენდირებულია 3 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის, რომლებსაც აქვთ შიგელა ინფექციაზე ეჭვი და ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხეულის ტემპერატურა ≥38,5°C და/ან სეფსისის ნიშნები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ იმოგზაურეს საერთაშორისო მასშტაბით.[24]ანტიბიოტიკები შეიძლება განიხილებოდეს იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ იმუნოდეფიციტი და აქვთ მძიმე დაავადება და სისხლიანი დიარეა.[24]

პირველი რიგის არჩევის პრეპარატია აზითრომიცინი,ციპროფლოქსაცინი,ან ცეფტრიაქსონი.[1][24]პრეპარატის შერჩევა დამოკიდებულია ადგილობრივად მიკრობების სენსიტიურობაზე ანტიბიოტიკების მიმართ. თუ ეს შესაძლებელია, ანტიბიოტიკებით მკურნალობამდე უნდა ჩატარდეს ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირება.[1] პრობლემას არმოადგენს სრაფად მზარდი რეზიტენტობის განვითარება ინდოეთსა და ჩინეთში.[16][38][39][40] შესაბამისად, ის პაციენტები, რომელთა ანამნეზი მოიცავს მგზავრობას აზიის ქვეყნებში, იმყოფებიან ფთორქინოლონების მიმართ რეზისტენტული ინფექციის მომატებული რისკის ქვეშ.[41]თუ მგრძნობელობა გამოვლინდა, ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი ან ამპიცილინი ალტერნატიული ვარიანტებია.[25][24]

ინფექციის დადასტურების შემდეგ, ანტიბიოტიკები დაუყოვნებლივ უნდა იყოს მორგებული მგრძნობელობაზე რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად. თუ ანტიბიოტიკები თავიდანვე კორექტულადაა შერჩეული, მაგრამ მიუხედავად ამისა, პაციენტი მკურნალობას არ ექვემდებარება, სხვა პათოგენის არსებობის გამოსარიცხად აუცილებელია ხელახალი კულტურის მიღება, აგრეთვე გასათვალისწინებელია ალტერნატიული დიაგნოზის შესაძლებლობაც.

დაავადების მძიმე ფორმის დროს, მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრისთვის მიზანშეწონილია სპეციალისტის კონსულტაცია.

პირველადი პარამეტრები

ციპროფლოქსაცინი: ჩვილები და ბავშვები: 15 მგ/კგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ორჯერ; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ ან 400 მგ ინტრავენურად ყოველ 12 სთ-ში ერთხელ.

ან

ცეფტრიაქსონი: ბავშვები: 50-100 მგ/კგ ინტრამუსკულურად/ინტრავენურად ყოველ 24 საათში 2-5 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 2 გ/დოზა; მოზრდილები: 1-2 გ ინტრამუსკულურად/ინტრავენურად ყოველ 24 საათში

ან

აზიტრომიცინი: ბავშვები: 6-20 მგ/კგ პერორალურად დღეში ერთხელ; მოზრდილები: 1000-1500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ

მეორეული ვარიანტები

ტრიმეთოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი: ბავშვები ≥2 თვის ასაკიდან: 8-10 მგ/კგ/დღეში პერორალურად მიცემული 2 გაყოფილი დოზით 3-5 დღის განმავლობაში, მაქსიმალური 160 მგ/დოზა; მოზრდილები: 160 მგ პერორალურად ორჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში

მეტი

ან

ამპიცილინიამპიცილინი: ბავშვები: 50-100 მგ/კგ/დღეში პერორალურად მიცემული 4 გაყოფილი დოზით 5-7 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 2000 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად ოთხჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში

Back
განიხილე – 

ანტიპირეტიკები ან ანალგეტიკები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

სიმპტომური მკურნალობა ინიშნება, ცხელების და/ან ტკივილის დროს.

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ჩვილები და ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად ყოველ 4-6 სთ-ში ერთხელ საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 75 მგ/კგ/დღე; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 სთ-ში ერთხელ საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 4000 მგ/დღე

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას