პროგნოზი

2019 წელს მსოფლიოში იშემიური ინსულტის შედეგად დაიღუპა 3.29 მილიონი ადამიანი. ინსულტი არის სერიოზული გრძელვადიანი შესაძლებლობების შეზღუდვის წამყვანი მიზეზი აშშ-ში და მთელ მსოფლიოში.[9][11]ფუნქციური შედეგის პროგნოზი შეიძლება საიმედოდ შეფასდეს კარგად დადასტურებული პროგნოზული ქულების გამოყენებით, როგორიცაა ASTRAL ქულა ან iScore.[249]

ინტრავენური თრომბოლიზი და მექანიკური თრომბექტომია, როგორც ერთად, ისე ცალკე, ნაჩვენებია, რომ აუმჯობესებს ინსულტის შედეგს. პაციენტების მკურნალობა ინსულტის სპეციალიზებულ განყოფილებებში ეფექტურია.[119][222][223] [ Cochrane Clinical Answers logo ]

საერთო ჯამში, ცერებრალური ვენების თრომბოზის მქონე პაციენტებს აქვთ კეთილსაიმედო გამოსავალი.[8]CVT-ით დაავადებულთა უმეტესობა აღწევს ფუნქციურ დამოუკიდებლობას და იცხოვრებს ფიზიკური ინვალიდობის გარეშე.[8]თუმცა, შემეცნებასთან, განწყობასთან, დაღლილობასთან და თავის ტკივილთან დაკავშირებული ნარჩენი სიმპტომები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე, იშვიათი არ არის.[8][202][250][251][252]ცუდ პროგნოზთან ასოცირებული ფაქტორებია ხანდაზმული ასაკი, აქტიური კიბო, ცნობიერების დონის დაქვეითება და ცერებრალური ჰემორაგია.[7]​​​​​[8][253]

ინსულტთან დაკავშირებული ხშირი სამედიცინო გართულებებია: ასპირაციული პნევმონია, საშარდე გზების ინფექცია, დეპრესია, არასრულფასოვანი კვება და ღრმა ვენების თრომბოზი.

ინსულტის შემდგომ ფიზიოთერაპიის ეფექტიანობაზე ჩატარებულმა მეტა ანალიზურმა კვლევამ დაადგინა, რომ სხვადასხვა სახის ზემოქმედებით შესაძლებელია ფუნქციური შედეგიანობის გაუმჯობესება, თუნდაც ინსულტის განვითარებიდან გვიან გამოყენების შემთხვევაში.[254]

პაციენტები, რომლებიც რეკომბინანტული ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორით (r-tPA) მკურნალობდნენ

ამ პაციენტებს მეტად აქვთ უკეთესი შედეგი, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც არ მკურნალობდნენ რეკომბინანტული ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორით, მიუხედავად სიმპტომური ინტრაკრანიული სისხლდენის 6%-იანი რისკისა.[153]

სიმპტომების დაწყებიდან 4.5 საათის ფარგლებში ინსულტთან დაკავშირებული შესაძლებლობების შეზღუდვის ერთი დამატებითი შემთხვევის პრევენციისთვის საჭირო პაციენტების რაოდენობა, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა:[152]

  • 3 (რეკომბინანტული ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის შეყვანის შემდეგ)

  • 2-4 (რეკომბინანტული ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის შეყვანის შემდეგ პლიუს თრომბექტომია).

სიმპტომების დაწყებიდან 4.5-9.0 საათის ფარგლებში ინსულტთან დაკავშირებული შესაძლებლობების შეზღუდვის ერთი დამატებითი შემთხვევის პრევენციისთვის საჭირო პაციენტების რაოდენობა, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა:

  • 25 (რეკომბინანტული ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის შეყვანის შემდეგ).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას