დიფერენციული დიაგნოზები

ინტრაცერებრალური ჰემორაგია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ვერც ერთი სიმპტომი, თუ ნიშანი დარწმუნებით ვერ განასხვავებს ჰემორაგიულ ინსულტს იშემიური ინსულტისგან.

ჰემორაგიული ინსულტი უფრო ხშირად დაკავშირებულია ცნობიერების დონის დაქვეითებასთან და ქალასშიდა წნევის მატების ნიშნებთან, ვიდრე იშემიური ინსულტი.

კვლევები

კტ ან მრტ გამოავლენს ჰემორაგიას (ჰიპერდარბილება)

გარდამავალი იშემიური შეტევა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

TIA-ს დეფინიცია ახლა მეტად არის "ქსოვილზე დაფუძნებული", ვიდრე ნევროლოგიური დისფუნქციის ხანგრძლივობაზე: TIA-ით დაავადებულ პაციენტში ტვინის ვიზუალიზაციის დროს არ ჩანს ხილული იშემიური დაზიანება. თავის ტვინის ვიზუალიზაციაზე ტვინის იშემიური დაზიანება , მაშინაც კი, თუ პაციენტის კეროვანი ნევროლოგიური დისფუნქციის ეპიზოდი სწრაფად გაქრება, ნიშნავს იშემიურ ინსულტს.[141]

კვლევები

კტ, ან მრტ შეიძლება, ნორმალური იყოს, ან გამოავლინოს ძველი ინფარქტის ნიშნები.

გარდამავალი გლობალური ამნეზია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გარდამავალი გლობალური ამნეზია გრძელდება 24-48 საათის განმავლობაში, მწვავე ინფარქტის მტკიცებულების გარეშე.

პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ შაკიკის ისტორია.

კვლევები

კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შეიძლება იყოს ნორმალური.

ელექტროენცეფალოგრამა ნორმაშია.

ცერებრალურ ამილოიდურ ანგიოპათიასთან დაკავშირებული გარდამავალი ფოკალური ნევროლოგიური ეპიზოდები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გარდამავალი ნევროლოგიური სიმპტომები, როგორც წესი, არის მორეციდივე, სტერეოტიპული პარესთეზიების, დაბუჟების ან სისუსტის გარდამავალი ეპიზოდები; დაწყების გავრცელება წამებიდან წუთებში; ჩვეულებრივ წყდება მსგავსი დროის განმავლობაში.

კვლევები

მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება T2*-შეწონილი ტომოგრაფიით ან მგრძობელობაზე შეწონილი გამოსახულების გამოყენებით შეიძლება მიუთითებდეს ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათიის შესახებ.[142]

ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

თავის ტკივილის, კოგნიტური დისფუნქციის ან ცნობიერების დონის დაქვეითების კომბინაცია პაციენტის საბაზისო მაჩვენებელზე ბევრად მაღალ ჰიპერტენზიასთან ერთად, მიუთითებს ჰიპერტენზიულ ენცეფალოპათიაზე. სხვა შესაძლო ნიშნები/სიმპტომები მოიცავს მხედველობის ცვლილებებს ან დაკარგვას, ან ქალასშიდა წნევის მომატების ნიშნებს.[117]

კვლევები

CT-ზე ან MRI-ზე ცერებრალური შეშუპება

ჰიპოგლიკემია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება, ანამნეზში დიაბეტი არსებობდეს ინსულინის, ან მისი სეკრეციის დამაჩქარებლების გამოყენებით.

ცნობიერების დონის დაქვეითება.

კვლევები

გლუკოზის შემცველობის დაქვეითება შრატში სიმპტომების გამოვლენის ფონზე.

გართულებული შაკიკი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

აღნიშნული მოვლენების განმეორება ანამნეზში; წინმსწრები აურა, პროგრესირებადი თავის ტკივილი განასხვავებს გართულებულ შაკიკს.[117]

ინსულტი ხშირად წარმოდგენილია უარყოფითი სიმპტომებით(მაგ, მხედველობის დაქვეითება, დაბუჟება, ან სისუსტე).

დადებითი სიმპტომები(მაგ. პროგრესირებადი პარესთეზიები, მხედველობითი ჰალუცინაციები და პათოლოგიური მოტორული გამოვლინებები) უფრო ხშირად გართულებული შაკიკზე მიუთითებს.

კვლევები

MRI ინფარქტის მტკიცებულებას არ ავლენს.

გულყრა და გონების დაბინდვის შემდგომი დეფიციტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კრუნჩხვების ისტორია; დაფიქსირდა კრუნჩხვები, რასაც მოჰყვა პოსტიქტური დეფიციტი: მაგალითად, ძილიანობა და ენის კბენა.[117]

თვალის გადახრა არასწორ მხარეს(ანუ მზერის დევიაცია ტვინის დაზიანების საწინააღმდეგო მიმართულებით, ჰემიპარეზის მხარეს) სასურველია მიგვანიშნოს, რომ მხედველობაში ვიქონიოთ გულყრაც, მაგრამ ამგვარი ცვლილებები შეიძლება, განვითარდეს ვაროლის ხიდის, ან თალამუსის ინსულტის დროსაც.

კვლევები

ელექტროენცეფალოგრამა ადასტურებს გულყრას.

MRI ინფარქტის მტკიცებულებას არ ავლენს.

ფუნქციური ნევროლოგიური და სომატური სიმპტომების დარღვევები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ნევროლოგიური სიმპტომები და ნიშნები არ შეესაბამება სისხლძარღვოვანი მომარაგების უბანს.

კრანიული ნერვის დეფიციტი არ ვლინდება.

დამატებით, კონვერსიული დაზიანებები გამოავლენს მრავალ ნიშანს, რომლებიც ნევროლოგიურად არამდგრადია.

კვლევები

MRI ინფარქტის მტკიცებულებას არ ავლენს.

ვერნიკეს ენცეფალოპათია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების ანამნეზი.

გაღიზიანებადობა, დაბნეულობა და დელირიუმი საერთო დამახასიათებელი ნიშნებია.

კვლევები

სისხლში თიამინის შემცველობის დაქვეითება და წარმატებული საცდელი მკურნალობა თიამინით.

ტვინის სიმსივნე

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომები და ნიშნები

შეიძლება, ანამნეზში კიბო გამოვლინდეს, თუ სიმპტომებს იწვევს მეტასტაზური დაზიანება.

კვლევები

თავის კტ გამოავლენს დაზიანებას, ან დაზიანებებს

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას