გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
საშუალო

მოტორული სისუსტე მოძრაობის შემცირებით იწვევს ვენურ სტაზს ქვედა კიდურებში, რაც განაპირობებს ღრმა ვენების თრომბოზს. არაამბულატორიულ ინსულტის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ქვედა კიდურებზე პერიოდული პნევმატური კომპრესია, ღრმა ვენების თრომბოზის რისკის შემცირების მიზნით.[119][228]

მოკლევადიანი
დაბალი

შეიძლება განვითარდეს წინა ცირკულაციის ინსულტის დროს, რომელიც გავლენას ახდენს ხიდაკზე ან თალამუსზე. ერთმა მეტაანალიზმა აჩვენა, რომ ადრეული კრუნჩხვების მაჩვენებელი იშემიური ინსულტის შემდეგ იყო 3.3%, ხოლო გვიანი კრუნჩხვების ან ეპილეფსიის სიხშირე იყო 18/1,000 ადამიანზე-წელიწადში.[256]

მოკლევადიანი
დაბალი

ჰემორაგიული კონვერსია შეიძლება ნებისმიიერი იშემიური ინსულტის ფონზე მოხდეს, მაგრამ უფრო ხშირად ის დიდი ინფარქტის დროს, ან ანტიკოაგულანტებით ან ალტეპლაზით (ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი) მკურნალობისას ვითარდება.[119] პეტექიური სისხლდენა შეიძლება შედარებით ხშირი იყოს და ხშირად ასიმპტომურია.[119]

მოკლევადიანი
დაბალი

ალტეპლაზას გამოყენება, იშვიათ შემთხვევებში, რთულდება ოროლინგვური შეშუპებით და, ზოგჯერ, საჭირო ხდება პაციენტის ინტუბაცია სასუნთქი გზების დაცვის მიზნით.

მოკლევადიანი
დაბალი

დიდი ინფარქტის მქონე პაციენტები, რომელთაც ნათხემის, ან შუა ცერებრული არტერიის დაზიანება აღენიშნებათ, შეშუპების და ქალასშიდა წნევის მატების რისკით გამოირჩევიან. თუ გამოგვეპარა, შეშუპება აუარესებს სისხლის მიმოქცევას და ტვინის ჰერნიაციას იწვევს, რაც ხშირად ფატალურია.

ნათხემის შეშუპებამ შეიძლება, წინა და უკანა ღრმულებში წნევის სწრაფი მატება, ტვინის ღეროზე წინიდან ზეწოლა გამოიწვიოს, ნათხემის აღმა- ან დაღმა მიმართულებით ჰერნიაცია, ან მწვავე ჰიდროცეფალია მეოთხე პარკუჭზე ზეწოლის გამო. სიმპტომები მოიცავენ მგრძნობელობის გაქრობას, კვადრიპარეზს, ან სახის ახალ დამბლას. გარე პარკუჭის დრენირება ან დეკომპრესიული ქირურგია შეიძლება, სიცოცხლის გადამრჩენი იყოს.[257] ნათხემის დიდი ინფარქტის მქონე პაციენტების ისეთ ჰოსპიტალში გადაყვანაა ნაჩვენები, სადაც ხელმისაწვდომია ნეიროქირურგის 24 საათიანი კონსულტაცია.

დეკომპრესიული ჰემიკრანექტომია სასურველია, მხედველობაში ვიქონიოთ ჰემისფეროს დიდი ინსულტის დროს, რომელიც მასის ეფექტით გაუარესებას იწვევს.[8]განიხილეთ დეკომპრესიული ჰემიკრანიექტომია პაციენტებში შუა ცერებრალური არტერიის (MCA) დიდი ინფარქტით, რომელიც მოიცავს მთელს ან მნიშვნელოვან ტერიტორიას (ასევე ცნობილია როგორც მალიგნური MCA იშემიური ინფარქტი) და ინსულტის დაწყებიდან 45 საათის განმავლობაში ცნობიერების დაქვეითებით.[258][259] დიდი იშემიური ინფარქტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც შესაძლოა, ტვინის შეშუპება, ან ჰერნიაცია განუვითარდეთ, სასურველია, გარანტირებული იყოს ნევროლოგის კონსულტაცია დეკომპრესიულ ჰემიკრანექტომიაზე აქცენტით. ნევროლოგიური ჩარევა ამცირებს სიკვდილობას, მაგრამ გადარჩენილები ხშირად გამოხატული შრომისუუნარობით და ცხოვრების დაქვეითებული ხარისხით გამოირჩევიან. სუროგატული გადაწყვეტილების მიმღებმა სასურველია, იცოდეს ასეთი შედეგის შესახებ და გადაწყვეტილება ქირურგიულ ჩარევაზე სასურველია, მიღებულ იქნას ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში.

გრძელვადიანი
მაღალი

ხშირია ინსულტის შემდგომი დაღლილობა. ინსულტისგან გადარჩენილების ნახევარი მაინც განიცდის დაღლილობას.[260] დაღლილობის ინტენსივობა არ უკავშირდება ინსულტის ზომას.[261] ინსულტის შემდგომი დაღლილობა გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე და ახდენს უარყოფით გავლენას პაციენტის ყოველდღიურ საქმიანობაზე, როგორიცაა ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის და რეაბილიტაციაში მონაწილეობის შემცირება.[260] ზუსტი მიზეზი გაურკვეველია. დეპრესიამ, შფოთვამ, ინსულტის შემდგომ ცხოვრებასთან ადაპტაციის მცდელობამ და ძილის დარღვევამ შეიძლება ხელი შეუწყოს ამ მდგომარეობას. არასაკმარისი მტკიცებულებაა ნებისმიერი ჩარევის ეფექტურობის შესახებ ინსულტის შემდეგ დაღლილობის სამკურნალოდ ან თავიდან ასაცილებლად.[262]

მოდიფიცირებადი ფაქტორები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა, ძილის ან კვების დარღვევები, ტკივილი და დაღლილობის გამომწვევი მედიკამენტები უნდა იყოს იდენტიფიცირებული და სათანადოდ მართული.[260] რეაბილიტაციაში მიღწევადი მიზნის დასახვა, ჯანსაღი დიეტის დაცვა და ვარჯიშის ატანადი დონის რეგულარული შესრულება შეიძლება დაეხმაროს ინსულტის შემდგომი დაღლილობის გაუმჯობესებას.[262][263]

გრძელვადიანი
მაღალი

ინსულტის შემდგომი კოგნიტური დარღვევები ძალიან ხშირია. ცნობილია, რომ პრევალენტობა აღემატება 50%-ს პაციენტებში ინსულტიდან 6 თვის შემდეგ, ინსულტისგან გადარჩენილთა 38%-ს აღენიშნება კოგნიტური უკმარისობის გარკვეული დონე ინსულტიდან 1 წლის შემდეგ, რომელიც არ აკმაყოფილებს დემენციის კრიტერიუმებს.[264][265][266] ინსულტის შემდგომი კოგნიტური დარღვევა ხშირია წარმატებული კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგაც; პაციენტების 70%-ს, რომლებსაც აქვთ შესანიშნავი კლინიკური გამოჯანმრთელება ინსულტიდან 3 თვეზე, შეიძლება კვლავ აღენიშნებოდეთ კოგნიტური უკმარისობის გარკვეული ფორმა.[267] კოგნიტური დარღვევები მოიცავს აფაზიას, საშემსრულებლო დისფუნქციას (მათ შორის დაქვეითებულ აბსტრაქციას ან მსჯელობას ან პრობლემის გადაჭრის სირთულეებს), აგნოზიას, აკალკულიას, ვიზუალურ სიძნელეებს (მათ შორის, ვიზუალურ ველებთან და უგულებელყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს) და მეხსიერების დაქვეითებას. ინსულტის შემდგომი კოგნიტური უკმარისობის განვითარება დაკავშირებულია ინსულტის სიმძიმესთან (NIHSS მაღალი ქულები), განმეორებით ინსულტთან და ასაკის მატებასთან.[268] ინსულტის ბევრ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ერთზე მეტი კოგნიტური დომენის დარღვევა. ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა მინი-მენტალური სტატუსის გამოკვლევა (MMSE) და მონრეალის კოგნიტური შეფასება (MoCA) შეიძლება განიხილებოდეს კოგნიტური სკრინინგისთვის, მაგრამ ეს ზომები არ უნდა იყოს შემცვლელი ყოვლისმომცველი კლინიკური შეფასებისა, რადგან მათ შეიძლება არ გამოავლინონ დეფიციტი ყველა კოგნიტურ დომენში.[269] ფორმალური ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევა (მათ შორის ენის, უგულებელყოფის, პრაქსისის, მეხსიერების, ემოციური რეაქციების და სპეციფიკური კოგნიტური სინდრომების შეფასება) შეიძლება იყოს გამოსადეგი სკრინინგის ინსტრუმენტით კოგნიტური უკმარისობის გამოვლენის შემდეგ.[231]

ცვლადი
მაღალი

დეპრესია ხშირია ინსულტის შემდეგ, და შეიძლება მოითხოვოს ფსიქოთერაპია, ან ანტიდეპრსანტული მედიკამენტებით მკურნალობა.[255]

ცვლადი
დაბალი

ინსულტით გამოწვეული დისფაგია იწვევს ასპირაციას და შემდგომ პნევმონიას. დისფაგიის გაკონტროლება სასურველია ინსულტიან პაციენტებში საკვების მიღებამდე.[119] როცა ასპირაციული პნევმონია ვითარდება, პნევმონიას სასურველია, ვუმკურნალოთ ანტიბიოტიკებით და სასურველია, გავერკვეთ ნაჩვენებია, თუ არა პარენტერალური კვება.[119] [ Cochrane Clinical Answers logo ]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას