ეპიდემიოლოგია

მსოფლიო მასშტაბით, ინსულტი არის სიკვდილის მეორე ყველაზე ხშირი გამომწვევი და შესაძლებლობების შეზღუდვის მთავარი მიზეზი.[9]2019 წელს იშემიური ინსულტის შედეგად მსოფლიოში სულ 3.29 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.[9]

აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 795 000 ახალი და განმეორებითი ინსულტი ფიქსირდება, სადაც ის სიკვდილის მეხუთე მთავარი და ინვალიდობის ძირითადი მიზეზია.[10]იშემიური ინსულტი შეადგენს ინსულტის ყველა შემთხვევის 87%-ს აშშ-ში, ჰემორაგიულ ინსულტი -10%-ს, ხოლო სუბარაქნოიდული ჰემორაგია- 3%-ს.[10]იშემიური ინსულტის პრევალენტობა შეიძლება შემდგომ დაიყოს პათოფიზიოლოგიური მექანიზმის მიხედვით: ექსტრაკრანიალური ათეროსკლეროზი (10%), ინტრაკრანიალური ათეროსკლეროზი (10%), კარდიოემბოლიური (25%), ლაკუნური ინფარქტი ([მცირე სისხლძარღვთა დაავადება] 15%), განუსაზღვრელი ეტიოლოგია ([როგორიც არის კრიპტოგენური; უცნობი წყაროს ემბოლიური ინსულტი] 30%), ან სხვა განსაზღვრული მიზეზები (10%).

საერთო ჯამში, იშემიური ინსულტი უფრო ხშირია ხანდაზმულებში, მამაკაცებში, განათლების დაბალი დონის მქონე ადამიანებში და აფრო-ამერიკელ და ლათინოამერიკელ/ესპანურენოვან ხალხში.[11][12]​​​​​[13][14][15] თუმცა, ცერებრალური ვენური თრომბოზის სიხშირე ყველაზე მაღალია ახალგაზრდა ქალებში, სადაც ძირითადი რისკ-ფაქტორებია ორალური კონტრაცეფცია და ორსულობა/მშობიარობის შემდგომ პერიოდი.[8][16][17]​​​​

როგორც საერთო ასაკობრივად სტანდარტიზებული ინსულტის სიხშირე, ასევე ინსულტით სიკვდილობა მცირდება მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სავარაუდოდ ინსულტის მწვავე ფაზის დროს ეფექტური პირველადი პრევენციისა და გაუმჯობესებული მართვის გამო, თუმცა არსებობს მტკიცებულება ინსულტის სიხშირის ზრდის შესახებ მოზრდილებს შორის.[10][18][19]​​​​[20]ამის საპირისპიროდ, გაიზარდა ინსულტის შემთხვევები და სიკვდილობა დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.[21]​​[22][23]2019 წელს, ასაკობრივი სტანდარტიზებული ინსულტით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი 3.6-ჯერ მაღალი იყო მსოფლიო ბანკის დაბალშემოსავლიან ჯგუფში მაღალშემოსავლიან ჯგუფთან შედარებით.[9]2021 წელს ოკეანიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიას ჰქონდათ ინსულტის საერთო სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.[9]ინსულტი ჩინეთში სიკვდილობის მთავარი მიზეზია.[22]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას