მონიტორინგი
პაციენტის პარამეტრებზე დაკვირვება ინტრავენური ალტეპლაზით მკურნალობისას ამერიკის გულის ასოციაციის/ამერიკის ინსულტის ასოციაციის გაიდლაინების მიხედვით:[119]
დაკვირვებისთვის პაციენტი მოვათავსოთ ინსულტის განყოფილებაში
არტერიული წნევა და ნევროლოგიური სტატუსი უნდა გადამოწმდეს ყოველ 15 წუთში ერთხელ ალტეპლაზას ინტრავენური 2-საათიანი ინფუზიის პეერიოდში, შემდეგ ყოველ 30 წუთში ერთხელ 6 საათის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ყოველ საათში ერთხელ ალტეპლაზას ინტრავენური ინფუზიიდან 24 საათის გასვლამდე.
თუ პაციენტს განუვითარდა ძლიერი თავის ტკივილი, მწვავე ჰიპერტენზია, გულისრევა ან ღებინება, ან ნევროლოგიური სტატუსი გაუარესდა, გააჩერეთ ინფუზია და დაუყოვნებლიც გააკეთეთ კტ სკანირება.
თუ სისტოლური წნევა ≥ 180 მმ.ვწყ.სვ., ხოლო დიასტოლური ≥ 105 მმ.ვწყ.სვ, გაახშირეთ წნევის გაზომვა; გამოიყენეთ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები რათა არტერიული წნევა შენარჩუნდეს ამ დონეზე ან მის ქვემოთ
გადავდოთ ნაზოგასტრალური ზონდის, შარდის ბუშტის კათეტერის, ან ინტრაარტერიული წნევის კათეტერების ჩადგმა, თუ პაციენტს მათ გარეშეც უსაფრთხოდ მართავთ
საკონტროლო კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უნდა ჩატარდეს ინტრავენური ალტეპლაზას გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ, ანტიკოაგულანტების ან ანტიაგრეგანტების დანიშვნის წინ.
იშემიური ინსულტის მეორადი პრევენციის მიზნით შეიძლება, შემდგომი დაკვირვება გახდეს საჭირო. მაგალითად, მოციმციმე არითმიის კარდიომონიტორინგი სასურველია, განხორციელდეს საწყისი შეფასების დროს და გაგრძელდეს მწვავე ინსულტის მკურნალობის პერიოდშიც. AHA/ASA გაიდლაინებით რეკომენდებულია უწყვეტი კარდიომონიტორინგი ინსულტის შემდეგ სულ მცირე პირველი 24 საათის განმავლობაში.[119] შემდგომი ამბულატორიული მონიტორინგი შეიძლება ჩატარდეს კრიპტოგენური ინსულტის და პაროქსიზმული არითმიის მქონე პაციენტებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათი ჰოსპიტალიზაცია და მონიტორინგი იყო ხანმოკლე
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას