განხილვები პაციენტთან
აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვან ახალი ნევროლოგიური სიმპტომების განვითარების შეთხვევაში სასწრაფო დახმარების დეპარტამენტში მყისიერი მიბრუნების მნიშვნელობას და ინსულტის თანამედროვე მკურნალობის დროზე დამოკიდებულ ხასიათს. TIA სიმპტომების სპონტანურმა ალაგებამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტის სიმპტომების იგნორირება (იმის რწმენით, რომ ისინიც სპონტანურად ალაგდება). პაციენტებსა და მათ მომვლელებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ინსულტის ყველაზე ხშირი სიმპტომების შესახებ, როგორებიცაა ცალმხრივი სისუსტე ან მგრძნობელობის დაქვეითება და ასევე, უფრო იშვიათი, ნაკლებად ცნობილი გამოვლინებების შესახებ, როგორებიცაა მხედველობის უეცარი დაკარგვა, მეტყველების გაძნელება და უეაცარი მუდმივი თავბრუსხვევა.
ყველა პაციენტს, რომელსაც გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA) და შეუძლიათ ფიზიკური დატვირთვა, მკაცრად უნდა მიიღონ რეკომენდაცია მინიმუმ ზომიერი ინტენსივობის აერობული აქტივობის შესახებ კვირაში ოთხჯერ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში, ან ენერგიული ინტენსივობის აერობიკული აქტივობის შესახებ მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში კვირაში ორჯერ.[21] როდესაც ეს შეუძლებელია, პაციენტის ფიზიკური აქტივობის მიზნები უნდა იყოს მორგებული მათი ვარჯიშის ტოლერანტობაზე, გამოჯანმრთელების სტადიაზე, გარემოზე, ხელმისაწვდომ სოციალურ მხარდაჭერაზე, ფიზიკური აქტივობის პრეფერენციებზე და სპეციფიკურ დარღვევებზე, აქტივობის და მონაწილეობის შეზღუდვებზე. მათთვის, ვინც დღის განმავლობაში დიდხანს ზის უწყვეტად, შეიძლება გონივრული იყოს მჯდომარე დროის გაწყვეტა 3 წუთიანი დგომის ინტერვალით ან მსუბუქი ვარჯიში ყოველ 30 წუთში მათი გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის.[21]
ჭარბი წონის ან სიმსუქნის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია წონის დაკლება.[21]
TIA-ის მქონე მწველებში თამბაქოს მოხმარების შეწყევტა მკაცრად რეკომენდებულია.[21] რეკომენდირებულია კონსულტაცია წამლისმიერი თერაპიის (ნიკოტინის შემცვლელი, ბუპროპიონი ან ვარენიკლინი) ერთად ან მის გარეშე მოწევის შეწყვეტაში. ასევე რეკომენდებულია გარემოსდაცვითი (პასიური) თამბაქოს კვამლის თავიდან აცილება.[21]
ინსულტისა და გარდამავალი იშემიური შეტევის მქონე პაციენტებთან მნიშვნელოვანია კონსულტაცია, დაიცვან ხმელთაშუა ზღვის ტიპის დიეტა, როგორც წესი, აქცენტით მონოუჯერი ცხიმებზე, მცენარეულ საკვებზე და თევზის მოხმარებაზე, უპირატესად ექსტრა ზეითუნის ზეთით ან თხილის დანამატებით (უპირატესია დაბალი ცხიმის დიეტასთან შედარებით), რათა შემცირდეს განმეორებითი ინსულტის რისკი.[21] ინსულტისა და ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც ამჟამად არ ზღუდავენ ნატრიუმის დიეტური საკვებით მიღებას, მიზანშეწონილია, რომ ინდივიდებმა შეამცირონ ნატრიუმის მიღება მინიმუმ 1 გ/დღეში (2,5 გ/დღეში მარილი) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად. ინსულტის ჩათვლით).[21]
მაღალი რისკის აქტივობების თაობაზე, როგორიცაა მაგალითად მანქანის მართვა, საჭიროა ინდივიდუალური რეკომენდაციები, პაციენტის განმეორებითი ინსულტის რისკის გათვალისწინებით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას