გართულებები
ინსულტის რისკი TIA-ის შემდეგ საგრძნობლად დიდია. TIA-ის შემდგომი პერიოდი მაღალი რისკის პერიოდია, ძირითადად, არასტაბილური ფოლაქის, თრომბის ან თრომბოგენული ზედაპირების გამოთავისუფელბის გამო.
მეორე ინსულტის განვითარების ალბათობის ყველაზე მაღალი რისკი TIA შემდგომ ადრეულ პერიოდში აღინიშნება. ინსულტების 10%-დან, რომლებიც საწყისი TIA შემდეგ 3 თვის განმავლობაში ვითარდება, დაახლოებით, ნახევარი პირველი 2 დღის განმავლობაში ხდება.[80]
ინსულტის შემდეგ კორონარული იშემიის რისკი გაცილებით უფრო დაბალია ვიდრე მეორე ცერებროვასკულური შემთხვევის, თუმცა მაინც გასათვალისწინებელია. აღნიშული მიუთითებს ხშირ რისკ-ფაქტორებზე და აგრეთვე ზრდის კარდიოვასკულურ სტრესს.
გულ-სისხლძარღვთა გართულებების სიხშირე TIA-ს შემდეგ შეადგენს დასრულებული ინსულტის სიხშირის დაახლოებით ნახევარს, ამასთან TIA-ს შემდეგ პირველ 3 თვეში დაახლოებით 2% დან 3% მდეა.[80][125]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას