მონიტორინგი

პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერები აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორების გრძელვადიანი მენეჯმენტისთვის და უნდა ეცნობოდნენ, როდესაც პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში წარდგება TIA-ით.[13] TIA-ს შემდეგ განმეორებითი ინსულტის შემდგომი რისკის გათვალისწინებით, გარანტირებულია სწრაფი დაკვირვება როგორც ნევროლოგთან, ასევე პირველადი ჯანდაცვის ექიმთან.[13]

TIA-ს შემდგომი დაკვირვება დამოკიდებულია რისკის ფაქტორების მოდიფიკაციის მუდმივ ყურადღებაზე, მათშორის არტერიული წნევის კონტროლზე და თამბაქოს ოწევის სეწყვეტაზე.[21][128]

TIA და ჰიპერლიპიდემიის მქონე პაციენტებში, ცხოვრების წესის ცვლილებების დაცვა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერონის შემამცირებელი მედიკამენტების ეფექტი უნდა შეფასდეს უზმოზე ლიპიდების ანალიზით და შესაბამისი უსაფრთხოების მაჩვენებლების გაზომვით სტატინის დაწყებიდან ან დოზის კორექტირებიდან 4-12 კვირის შემდეგ. შემდგომში ეს შეფასება უნდა განმეორდეს ყოველ 3-12 თვეში მკურნალობის მიმართ დამყოლობის ან უსაფრთხოების შეფასების საჭიროებიდან გამომდინარე.[21]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას