შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
67 წლის მამაკაცი, ჰიპერტენზიის, დიაბეტის, ჰიპერლიპიდემიის და თამბაქოს მოხმარების 50 წლიანი ანამნეზით, უჩივის უეცარ სისუსტესა და დაქვეითებული მგრძნობელობის სუბიექტურ შეგრძნებას სხეულის მარჯვენა მხარეს. ოჯახის გადმოცემით, პაციენტს უჭირდა გამართული წინადადებების ფორმირება. სიმპტომები ყველაზე მკვეთრად გამოხატული იყო გამოვლენიდან 1 წუთში და 5 წუთის შემდეგ სპონტანურად დაიწყო კლება. სიმპტომების განვითარებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ სასწრაფო განხოფილებაში მოსვლამდე, ნევროლოგიური დეფექტები ფაქტობრივად მთლიანად ალაგდა, გარდა მარჯვენა ხელის მცირედი სისუსტისა. 40 წუთის შემდეგ კი, ნარჩენი სიმპტომებიც გაქრა.
სხვა გამოვლინებები
TIA-ს კლინიკური სურათი დამოკიდებულია თავის ტვინის იმ რეგიონზე, რომელიც დახშობილი სისხლძარღვით მარაგდება. ცალმხრივი სისუსტე ან სენსორული დეფექტი საძილე არტერიის აუზში მიმდინარე იშემიის შედეგად შეიძლება განვითარდეს. აღნიშნული გამოვლინება TIA შემთხვევების 67%-ში გვხვდება.[7] ვერნიკეს ან ბროკას რეგიონის იშემიის შედეგად განვითარებული მეტყველების პრობლემები (აფაზია) კი TIA-ის შემთხვევათა 13%-ში.[7] ტვინის უკანა არტერიის დახშობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰომონიმური ჰემიანოფსია, მაშინ როდესაც ბადურის არტერიის დათრომბვა გარდმავალ სიბრმავეს განაპირობებს. თავი ტვინის უკანა ცირკულაციით მომარაგებული რეგიონის იშემია ატაქსიას, ვერტიგოს, კოორდინაციის დარღვევას, კრანიული ნერვების დეფექტებს ან სინკოპეს იწვევს. აღნიშნული სიმპტომების TIA-ის შემთხვევათა 17%-ში გვხვდება.[7] იზოლირებული თავბრუსხვევა იშვიათად წარმოადგენს TIA-ის ან ინსულტის ნიშანს.[8] ლაკუნური სიმპტომები ტიპურად იზოლირებულ სენსორულ ან მოტორულ დეფექტს მოიცავს, თუმცა რამდენიმე იშვიათი სიმპტომური კომპლექსიც შეიძლება გამოვლინდეს.[9]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას