დიფერენციული დიაგნოზები

ინსულტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

​გარდამავალ იშემიურ შეტევაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება უეცრად აღმოცენებული, ფოკალური (კეროვანი) ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც სპონტანურად სრულად აღდგება და რომელიც ვერ აიხსნება სხვა მდგომარეობით, მაგალითად ჰიპოგლიკემიით.[43] თავის ტვინის ვიზუალიზაციაზე ტვინის იშემიური დაზიანება , მაშინაც კი, თუ პაციენტის კეროვანი ნევროლოგიური დისფუნქციის ეპიზოდი სწრაფად გაქრება, ნიშნავს იშემიურ ინსულტს.[3]

კვლევები

კლინიკური დიაგნოზი: CT შეიძლება იყოს ნორმალური, ან შეიძლება აჩვენოს ინფარქტის ან ჰემორაგიის ნიშნები.

ჰიპოგლიკემია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ყველაზე ხშირად გვხვდება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰიპოგლიკემიურ მედიკამენტებს.

შეუძლია გამოიწვიოს სინკოპე, გენერალიზებული სისუსტე ან გონების დაბინდვა. თუმცა, კეროვანი ნევროლოგიური დეფიციტის გამოწვევაც შეუძლია, განსაკუთრებით, თავის ტვინის ძველი ინსულტების პირობებში.

კვლევები

სისხლში გლუკოზა <3.33 მმოლ/ლ (<60 მგ/დლ).

გულყრა, თანდართული ეპიზოდის-შემდგომი (ტოდის) პარალიზით

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

თავის ტვინის იშემიის მსგავსი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მდგომარეობაა

პაციენტებს ხშირად ეპილეფსიის ანამნეზი აღენიშნებათ.[50]

თვითმხილველები პოზიტიურ მოტორულ სიმპტომებს აღნიშნავენ (მაგ:. ტონურ-კლონური მოძრაობები) სისუსტის განვითარებამდე.

სიმპტომები შეიძლება 'ჯექსონური მარშის' სახით გამოვლინდეს.

შარდის შეუკავებლობა, ენაზე კბენა, და ეპიზოდის შემდგომი მენტალური სტატუსის ცვლილებები TIA-ის მაგივრად გულყრაზე მიუთითებს.

კვლევები

აღნიშნული მდგომარეობების განსხვავება ხშირად კლინიკური შემთხვევის საფუძველზე ხდება.[50]

კრუნჩხვებზე ან პოსტიქტულ შენელებაზე შესაფასებლად შეიძლება ელექტროენცეფალოგრამის ჩატარება.

მომატებული პროლაქტინი გულყრის დიაგნოსტირებაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. თუმცა, პროლაქტინის ტესტირება ასოცირდება დაბალ დიაგნოსტიკურ მგრძნობელობასთან.[72]

კომპლექსური შაკიკი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ძირითადად გვხვდება პაციენტებში, რომელთაც შაკიკის ანამნეზი აღენიშნებათ.[50]

აურა ან სკოტომა შეიძლება წინ უსწრებდეს სისუსტეს.[50]

ნევროლოგიურ სიმპტომებთან ერთად თავის ტკივილი და გულზიდვა კომპლექსურ შაკიკზე მიუთითებს.[50]

კვლევები

კლინიკური დიაგნოზი: დიაგნოსტიკური ტესტები არ არსებობს.

სივრცის-დამკავებელი დაზიანება (ინტრაკრანიული სისხლდენა, აბსცესი ან მასა)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

წინამორბედი ტრავმა ან ანტიკოაგულაცია სისხლდენის რისკს ზრდის.

ცხელება ან ლეიკოციტოზი მიუთითებს უფრო ცენტრალური ნერვული სისტემის (CNS) ინფექციაზე, ვიდრე იშემიაზე.

თავის ტკვილი და გულისრევა მომატებული ინტრაკრანიული წნევის დროს ვითარდება.

იშემიურ ნევროლოგიურ დეფექტებთან შედარებით უფრო ნელა ვითარდება.

სიმპტომების სწრაფი და სრული რეზოლუცია უჩვეულოა შეუქცევადი სტრუქტურული დაზიანებების დროს.

კვლევები

არაკონტრასტული CT კვლევა გამორიცხავს ინტრაკრანიული სისხლდენის არსებობას.

ცნს-ში აბსცესზე ან სხვა წარმონაქმნზე ეჭვის შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს MRI კვლევა ან CT კონტრასტით.

ინფექციის დროს ლეიკოციტების რაოდენობა მომატებულია.

ფუნქციური ნევროლოგიური და სომატური სიმპტომების დარღვევები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხშირ შემთხვევაში დეფიციტი არ მოიცავს მხოლოდ ერთი სისხლძარღვის უბანს.

ფიზიკური გასინჯვის შედეგებიც არ შეესაბამება კლინიკურ სურათს.

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს არასასურველი ცხოვრებისეული მოვლენები, მაგრამ ეს არც არის აუცილებელი და არც საკმარისი დიაგნოზისთვის.[73] ფსიქოლოგიური თანმხლები დაავადებები - განსაკუთრებით შფოთვა, პანიკა და დეპრესია - ხშირია, რაც გავლენას ახდენს პაციენტების 50%-ზე მეტზე[74]

კვლევები

კლინიკური დიაგნოზი: დიაგნოსტიკური ტესტები არ არსებობს.

შიდა ყურის ლაბირინთის დარღვევები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიგო შეიძლება უკანა ცირკულაციის ინფარტქში აერიოთ.

სმენის დაქვეითება და ტინიტუსი მენიერის დაავადებაზე მიუთითებს.

ლაბირინთიტმა შეიძლება გამოიწვიოს ვერტიგო და წონასწორობის დარღვევა, თუმცა მოტორული ფუნქცია და სხვა კრანიული ნერვები, ჩვეულებრივ, წესრიგშია.

კვლევები

კლინიკური დიაგნოზი: დიაგნოსტიკური ტესტები არ არსებობს.

გაფანტული სკლეროზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გაფანტული სკლეროზის ახალი დაზიანებები ან ფსევდო-გამწვავება შეიძლება TIA-ში აერიოთ, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით გაფანტული სკლეროზის დროს შექცევადი ნევროლოგიური დეფექტები უფრო ხანგრძლივად არის გამოხატული.

გაფანტული სკლეროზისთვის დამახასიათებელი სიმპტომების (მაგ:. მხედველობის დაქვეითება) ანამნეზი აადვილებს დიაგნოსტირებას.

კვლევები

MRI გაფანტული სკლეროზის დაზიანებების ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა.

ლუმბალური პუნქციამ გაფანტული სკლეროზის (MS) დროს შეიძლება გამოავლინოს ცერებროსპინალური სითხის (CSF) უჯრედების ოდნავ მომატებული რაოდენობა, მაგრამ არა უმეტეს 50/μL; შეიძლება აჩვენოს ცერებროსპინალური სითხის უჯრედების (CSF) ოდნავ მომატებული რაოდენობა, მაგრამ არასდროს არ აღემატება 50/მიკროლიტრს; გლუკოზა და ცილა ნორმალური უნდა იყოს; ოლიგოკლონური ზოლები და CSF IgG და IgG სინთეზის მომატებული მაჩვენებლები წარმოდგენილია MS შემთხვევების 80%-ში.

პერიფერიული ნეიროპათია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ბელის დამბლა შეიძლება თავის ტვინის იშემიურ დაზიანებაში აერიოთ. ბელის დამბლის დროს, ცენტრალური იშემიისგან განსხვავებით, შუბლიც ჩართულია.

ტიმპანური მემბრანის და გარშემო კანის ვიზუალიაზაცია შეიძლება სასარგებლო იყოს მსგავსი მდგომარეობების, მაგალითად რამსი ჰანტის სინდრომის, გამოსარიცხად, რაც გენიკულური განგლიის ჰერპესულ ინფექციას წარმოადგენს. ვეზიკულები არის არხში ან ნიჟარასთან შეერთების ადგილზე.

პერიფერული ნეიროპათია, კომპრესიული ფორმის გარდა, ძირითადად 24 საათზე დიდხანს გრძელდება.

კვლევები

გარდამავალი სიმპტომების მქონე პერიფერულ ნეიროპათიას გამოკვლევა არ სჭირდება.

გლობალური ჰიპოპერფუზია/სინკოპე

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ბაზილარული TIA-ით პროვოცირებული სინკოპე თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია კეროვალ ნევროლოგიურ სიმპტომებთან.

სისტემული დაავადება საეჭვოა, თუ გამოხატულია ცხელება, ტაქიკარდია ან ჰიპოტენზია.

სისტემური დაავადება, განსაკუთრებით, ჰიპოტენზიით მიმდინარე, შეიძლება ჰგავდეს TIA-ს, ცენტრალური ნერვული სისტემის ადრე არსებული დარღვევევბის გამოწვევით, როგორიცაა გაფანტული სკლეროზის ფოლაქები ან ძველი ინსულტები უფრო გამოკვეთილი სიმპტომებით.

ჰიპოტენზიით პროვოცირებული სინკოპეს/სისუსტის მქონე პაციენტებში არტერიული წნევა შეიძლება დაბალი იყოს ან ორთოსტატული ცვლილებები ახასიათებდეს.

კვლევები

თუ ფონური ინფექცია აღინიშნება, ლეიკოციტები შეიძლება მომატებული იყოს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას