კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

სისხლის გლუკოზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჰიპოგლიკემიურმა მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს გლობალური სიმპტომები, როგორიცაა გონების დაბინდვა ან სინკოპე, მაგრამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს კეროვანი სიმპტომები.

ჰიპოგლიკემია უნდა გამოირიცხოს როგორც TIA მსგავსი მდგომარეობა.

გარდამავალი იშემიური ინსულტის, ან ინსულტის მქონე ყოველი პაციენტი სასურველია, გამოვიკვლიოთ შაქრიანი დიაბეტის გამოსარიცხად უზმოზე პლაზმაში შაქრის შემცველობის, ან გლიკოზირებული ჰემოგლობინის გაზომვით, ან გლუკოზისადმი ორალური დატვირთვის ტესტის ჩატარებით.[13][21]

კაპილარულ სისხლში გლუკოზის რაოდენობის განსაზღვრა ინფორმაციის სწრაფი მიღების საშუალებას იძლება, თუმცა ვენური სისხლის გლუკოზა უფრო ზუსტია.

შედეგი

სისხლში გლუკოზის <3.3მმოლ/ლ (<60მგ/დლ) რაოდენობა ჰიპოგლიკემიის მანიშნებელია, რომელიც TIA-ის მსგავსად ვლინდება.

ზოგადი ქიმიური პროფილი

ტესტი
შედეგი
ტესტი

მძიმე ჰიპონატრიემია შეიძლება ტრიგერ მოვლენა გახდეს კრუნჩხვებისთვის ან გამოიწვიოს გენერალიზებული სისუსტე.

კალიუმის უკიდურესად დაბალმა ან კალციუმის ძალიან მაღალმა კონცენტრაციამ აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს გენერალიზებული სისუსტე.

აღნიშნულ დარღვევებზე ანამნეზში არსებული ინფორმაცია მიგვანიშნებს.

შედეგი

ჩვეულებრივ, ნორმაშია; ნატრიუმის ძალიან დაბალი, კალიუმის დაბალი ან კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სიმპტომების არა-იშემიურ მიზეზზე მიუთითებს.

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა შეიძლება მიუთითებდეს სიმპტომების ინფექციურ ეტიოლოგიაზე.

მძიმე ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს სისუტე, მაგრამ ძირითადად გენერალიზენული.

პოლიციტემიამ, უკიდურესმა თრომბოციტოზმა ან ლეიკოციტოზმა შეიძლება ხელი შეუწყოს თავის ტვინის პერფუზიის დაქვეითებას.

თრომბოციტოპენია ინტრაკრანიული სისხლდენის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია და განმეორებითი ინსულტის შემთხვევაში პლაზმინოგენის აქტივატორის გამოყენების უკუჩვენებას წარმოადგენს.

შედეგი

როგორც წესი ნორმალურია

პროთრომბინის დრო, INR და აქტივირებული PTT

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნევროლოგიური დეფიციტი საავადმყოფოში მოსვლის დროსაც გამოხატულია, არსებობს კოაგულაციის დარღვევებზე (როგორიცაა ღვიძლის დაავადება ან ანტიკოაგულანტებით მკურნალობა) ეჭვის მიზეზი ან განიხილება ინსულტის თრომბოლიზური თერაპია.[21] ადრეული მეორე ინსულტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში აღნიშნული ტესტების შესრულებამ შეიძლება დააჩქაროს მომავალი გადაწყვეტილებები თრობოლიზურ თერაპიასთან დაკავშირებით.

შედეგი

ნორმალურია თუ პაციენტი არ იღებს ანტიკოაგულანტებს, არ აღენიშნება ღვიძლის დაავადება ან ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები

ელექტროკარდიოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს მწვავე ნევროლოგიური დეფიციტით შემოსულ ყველა პაციენტში წინაგულოვანი ფიბრილაციისა და სხვა არითმიების შესაფასებლად.[21]

წინაგულოვანი ფიბრილაცია ზრდის თავის ტვინის ემბოლური ეტიოლოგიის იშემიური დაზიანების რისკს.

სხვა პათოლოგიები, როგორებიცაა კონის ტოტების ბლოკადები ან პარკუჭების ჰიპერტროფია გულის ფონური დაავადების უფრო არასპეციფიკური ნიშნებია და შეიძლება მიუთითებდეს გულის შეგუბებით უკმარისობაზე ან ათეროსკლეროზული დაავადების ზოგადი რისკ-ფაქტორების არსებობაზე.

შედეგი

შეიძლება გამოხატული იყოს წინაგულოვანი ფიბრილაცია

დიფუზიაზე დამოკიდებული MRI

ტესტი
შედეგი
ტესტი

დადებითი ცვლილებების შემთხვევაში, MRI შეუძლია ინფარქტის ადგილმდებარეობის და სავარაუდო ეტიოლოგიის განსაზღვრა. ამავდროულად, განარჩევს TIA-ის ინსულტისგან.[2][13]​​​ ინფარქტის არსებობა ადასტურებს იშემიას და დიფუზიაზე დამოკდებულ გამოსახულებაზე პათოლოგიური ცვლილებები განმეორებითი პროცესების მაღალ რისკზე მიუთითებს.

დიფუზიაზე დამოკიდებულ გამოსახულებაზე პათოლოგიური ცვლილებები შექცევადია ზოგიერთ პაციენტში, რომელსაც კლინიკური დეფექტები გამოუსწორდა.

MRI აგრეთვე ეფექტურია ალტერნატიული ეტიოლოგიის, გაფანტული სკლეროზის ან წარმონაქმნის, შესაფასებლად.

თუ დიფუზია-შეწონილი (DWI) გამოსახულება უარყოფითია და არსებობს ძლიერი კლინიკური ეჭვი TIA-ზე, პერფუზიული-შეწონილი (PWI) გამოსახულება შეიძლება ჩატარდეს იმავე MRI გამოკვლევის დროს; შემთხვევების 30%-ში სიმპტომების შესაბამისი ტვინის არეში გამოვლენილია ფოკალური პერფუზიის დეფიციტი.[3][64][65]

შედეგი

პაციენტთა დახევარში აღინიშნება დადებითი ცვლილებები დიფუზიაზე დამოკიდებულ გამოსახულებაზე

ლიპიდური პროფილი უზმოზზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია ლიპიდური ცვლა უზმოზე.[21][71]

შედეგი

გაიდლაინების მიხედვით, სტატინების გამოყენება TIA-ის მქონე ყველა პაციენტში არის რეკომენდებული, უკუჩვენებების გათვალისწინებით. მომატებული ლიპიდური მაჩვენებლები არ არის საჭირო თერაპიის დასაწყებად. გარდა ამისა, გაიდლაინები არც სამიზნე კონცენტრაციამდე შემცირებას უწევენ რეკომენდაციას

გასათვალისწინებელი კვლევები

თავის CT გამოკვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

როგორც წესი, პაციენტებს უტარდებათ თავის არაკონტრასტული CT, რათა გამოირიცხოს თავის ტვინში ჰემორაგია და დაინიშნოს მკურნალობა თრომბოლიზისით.[2][44]​​​

თავის CT კვლევას TIA ან ადრეული ინსულტის დროს იშემიის იდენტიფიცირების მცირედი უნარი აქვს.[13][60] თუმცა, CT აქვს თითქმის 100% მგრძნობელობა მწვავე ჰემორაგიის გამორიცხვისას.

მოხსნილი სიმპტომების მქონე პაციენტებს შეიძლება არ დასჭირდეთ კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირება და შესაძლოა ჩაუტარდეთ თავის ტვინის MRI, თუ ეს შესაძლებელია.

შედეგი

როგორც წესი ნორმალურია

ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ედს-ის გამოყენება რეკომენდებულია ცენტრალური ნერვული სისტემის ვასკულიტის დიაგნოსტირებისას, როგორიცაა საფეთქლის არტერიტი, თუმცა რუტინულად არ გამოიყენება ბევრ სამედიცინო ცენტრში.

ხანდაზმულ პაციენტებში საფეთქლის არტერიის ტკივილი, საღეჭი კუნთების ხანგამოშვებითი სისუსტე ან კუნთების რევმატიული დაავადება (პოლიმიალგია რევმატიკა) მნიშვნელოვანი ჩვენებაა მოცემული ტესტის ჩასატარებლად.

შედეგი

ყველაზე ინფორმატიულია ვასკულიტის დროს. ზოგადად, არ არის მნიშვნელოვნად მომატებული, თუ არ აღინიშნება სისტემური დაავადება ან ვასკულიტი.

ტელემეტრია/ჰოლტერ მონიტორინგი

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს TIA-ს მქონე ყველა პაციენტში წინაგულოვანი ფიბრილაციისა და სხვა არითმიების შესაფასებლად.[21]

ხანგამოშვებითი წინაგულოვანი ფიბრილაციაც კი ზრდის ემბოლური მოვლენების რისკს. ხანგრძლივი ჰოლტერ მონიტორინგი უფრო მეტ პაციენტში იძლევა წინაგულოვანი ფიბრილაციის/თრთოლვის დიაგნოსტირების საშუალებას, ვიდრე ECG ან ხანმოკლე მონიტორინგი.[21][66][67]

შედეგი

ხანგამოშვებითი წინაგულოვანი ფიბრილაცია. პაციენტთა 7%-ში გულის 30 დღიანი მონიტორინგი პაროქსიზმული წინაგულოვანი ფიბრილაციის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა, მაშინ როდესაც ხანმოკლე ECG მონიტორინგისას შეუჩნევლად ჩაივლიდა. შესაბამისად, აღნიშნული კვლევა ანტიკოაგულაციური თერაპიის დაწყებას განაპირობებს, მეორეული პრევენციისთვის.

ექოკარდიოგრამა ± ბუშტუკებით კვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია (TTE) უპირატესია ტრანს-ეზოფაგური ექოკარდიოგრაფიაზე (TOE) მარცხენა პარკუჭის (LV) თრომბის გამოსავლენად, მაგრამ ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია უპირატესია ტრანსთორაკალურ ექსოკარდიოგრაფიაზე, მარცხენა წინაგულის თრომბის, აორტის ათერომის, სარქვლის პროთეზირების ანომალიების, სარქვლის პათოლოგიების, ძგიდის ანომალიების და გულის სიმსივნეების გამოვლენაში.[21] ბუშტუკებიანი კონტრასტით ჩატარებული კვლევა ინტრაკარდიული შუნტების არსებობის დადგენის საშუალებას იძლევა ზოგიერთ პაციენტში, როგორებიცაა TIA მქონენი, 65 წლამდე ასაკის, რისკ-ფაქტორის გარეშე და კრიპტოგენური TIA ან ვალსალვას მანევრის დროს განვითარებული ნევროლოგიურ დეფიციტის მქონე პაციენტები.[47] ტრანსკრანიალური დოპლეროგრაფია ბუშტუკებით (Transcranial Doppler Bubble Study-TCD-bubble studies) შეიძლება დაეხმაროს რაოდენობრივად განსაზღვროს შუნტის სიდიდე მარჯვნიდან-მარცხნივ და შეიძლება ჩატარდეს TTE ბუშტების კვლევასთან ერთად.

შედეგი

ცვალებადი. ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ცვლის გულის დაავადების, პათოლოგიური ეკგ ან ფიზიკური გასინჯვის პათოლოგიური შედეგების მქონე პაციენტების მართვას

კაროტიდების ულტრაბგერითი კვლევა დოპლერით

ტესტი
შედეგი
ტესტი

ულტრაბგერითი გამოკვლევა სტენოზის სკრინინგისთვის გამოიყენება.

გამოკვლევისას ცალმხრივი კაროტიდული სტენოზი არტერო-არტერიულ ემბოლურ პროცესებზე მიუითითებს და ქირურგიული ან ინტერვენციული თერაპიის ჩვენებას წარმოადგენს.

დოპლერით კვლევაზე პათოლოგიური ცვლილების შემთხვევაში, CT ან MR ანგიოგრაფია გამოიყენება აღნიშნული ნიშნების უფრო საფუძვლიანი შეფასებისთვის.[2]

კაროტიდების დოპლერით კვლევა არ არის ინფორმატიული უკანა ცირკულაციის აუზში განვითარებული TIA-ის შემთხვევაში. ინტრაკრანიული სისხლძარღვები არ ჩანს დოპლერზე.[2]

შედეგი

სტენოზი

კტ ანგიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია პაციენტებში სიმპტომატური წინა ცირკულაციის ცერებრალური ინფარქტით ან TIA, რომლებიც არიან რევასკულარიზაციის კანდიდატები.[2][21]​​ ინტრაკრანიული მსხვილ არტერიების ვიზუალიზაცია გამოსახულების მაღალი ხარისხით და ვიზუალიზაცია ექსტრაკრანიული ვერტებრობაზილარული არტერიული სისტემის, ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს ათეროსკლეროზული დაავადების, განშრევების, მოიამოას დაავადების ან სხვა ეტიოლოგიურად შესაბამისი ვასკულოპათიების იდენტიფიცირებისთვის.[21]

შედეგი

სტენოზის არსებობა, დისექცია, მოიამოია

მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია(MRA)

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია პაციენტებში სიმპტომატური წინა ცირკულაციის ცერებრალური ინფარქტით ან TIA, რომლებიც არიან რევასკულარიზაციის კანდიდატები.[2][21] გამოკვლევის შედარებით სწრაფი და არაინვაზიური ხასიათის გამო, რომელიც გამორიცხავს ინტრავენური კონტრასტის საჭიროებას, MRA შეიძლება სასურველი იყოს CT ანგიოგრაფიაზე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რენტგენის კონტრასტის ალერგიით ან განმეორებითი პრეზენტაციებით.[2]​ თუმცა, კისრის არაკონტრასტული MRA აქვს ტენდენცია უკეთ შეაფასოს საძილე არტერიის (კაროტიდის) სტენოზის ხარისხი, კონტრასტით გაძლიერებულ MRA-სთან შედარებით, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სტენოზის შემთხვევაში.[2][48]​​​ ინტრაკრანიული დიდი ზომის არტერიების მაღალი გარჩევადობის გამოსახულება და ექსტრაკრანიული ხერხემლის არტერიული სისტემის გამოსახულება ასევე შეიძლება ეფექტური იყოს ათეროსკლეროზული დაავადების, განშრევების, მოიამოას დაავადების ან სხვა ეტიოლოგიურად შესაბამისი ვასკულოპათიების იდენტიფიცირებისთვის.[21]

შედეგი

სტენოზის, ათეროსკლეროზის, დისექციის, მოიამოიას არსებობა

ტრანსკრანიული დოპლერი

ტესტი
შედეგი
ტესტი

რუტინულად არ ტარდება. იშემიური ინსულტის ან გარდამავალი იშემიური ინსულტის (TIA) მქონე პაციენტებში, რომლებშიც განიხილება ოვალური ხვრელის (PFO) დახურვა, ტრანსკრანიალური დოპლეროგრაფია ემბოლიის გამოვლენით შეიძლება იყოს მიზანშეწონილი მარჯვნიდან მარცხნივ მიმართულების შუნტის სიდიდის განსაზღვრისა და სკრინინგისთვის.[21] ტრანსკრანიული დოპლერი დადებითად უპირატესია ტრანსთორაკალურ ექოკარდიოგრაფიასთან შედარებით მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული შუნტირების გამოსავლენად, რომლის მიზეზი, როგორც წესი, შეუხორცებელი ოვალური ხვრელია.[21] იშვიათ შემთხვევებში ეს შეიძლება გაკეთდეს, როგორც დამატებითი ტესტი, სავარაუდო ინტრაკრანიალური სტენოზის შემდგომი შეფასებისთვის CT/MRI-ს არარსებობისას.[2][49]

შედეგი

ინტრაკრანიული სისხლძარღვების სტენოზი

ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობის შემაფასებელი კვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინიშნება აუხსნელი TIA-დროს ახალგაზრდა პაციენტში, რომელსაც აქვს ოჯახური ან დამოუკიდებელი თვითისტორია არაპროვოცირებული თრომბოზის ანამნეზში სონტანური აბორტებით ან სისტემური ნიშნებისა და სიმპტომების თანაარსებობით, რომლებიც მიუთითებენ ჰიპერკოაგულაციაზე.[21]

თრომბოფილური მდგომარეობა, რომელიც ძირითადად არტერიული თრომბებით ვლინდება, დაკავშირებულია ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებთან ან ჰიპერჰომოცისტინემიასთან.

შედეგი

ძირითადად უარყოფითია, თუ არ აღინიშნება მნიშვნელოვანი ოჯახური ანამნეზი ან აუხსნელი TIA ახალგაზრდა პაციენტებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას