პროგნოზი

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს, რომელთაც უტარდებათ ადრეული და აქტიური მკურნალობა, კარგი პროგნოზი აქვთ, უმეტესი მათგანთან მიიღწება დაავადების კონტროლი.[69] თუ მკურნალობის დაწყება შეყოვნდება ან დაავადება უმკურნალებეილ დარჩება, 10 წელიწადში უხშირესად პაციენტი კარგავს შრომისუნარიანობას.[184] არანამკურნალები რევმატოიდული ართრიტი ასევე დაკავშირებულია ადრეული სიკვდილობის რისკის ზრდასთან - ძირითადად კორონარული არტერიების დაავადებით განპირობებული.

დაავადების გამწვავებები ხშირია, იმ პაციენტებთანაც კი, რომელთა დაავადება კარგადაა კონტროლირებული დაავადების მამოდიფიცირებელი მედიკამენტებით (DMARD). როგორც წესი, ადეკვატურია დროებითი ზომები, როგორიცაა პერორული კორტიკოსტეროიდები.

რემისიის ან დაავადების დაბალი აქტივობის დროს პაციენტებთამ, რომლებიც იღებენ ბიოლოგიურ აგენტებს, კვლევების თანახმად, მათი შეწყვეტა იწვევს რემისიის ან დაავადების დაბალი აქტივობის დაკარგვის და რადიოგრაფიული პროგრესირების მომატებულ რისკს.[124][131]

ორი სისტემური მიმოხილვის შედეგების თანახმად:[123][124]

  • TNF-ალფას ინჰიბიტორების თანდათან მოხსნა, დაავადების აქტივობის გათვალისწინებით, სტაბილური რემისიის იგივე პროპორციას იძლევა, როგორც მკურნალობის გაგრძელება და დაავადების აქტივობაც შეიძლება მსგავსი იყოს

  • TNF-ალფა ინჰიბიტორების შეწყვეტა ჩამორჩება მკურნალობის გაგრძელებას დაავადების აქტივობის, მუდმივი რემისიის მქონე მონაწილეთა პროპორციის, ფუნქციით და მინიმალური რენტგენოგრაფიული დაზიანების კუთხით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას