დიფერენციული დიაგნოზები

ფსორიაზული ართრიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

როგორვც წესი, პროცესში ჩართულია ხელებისა და ტერფების წვრილი სახსრები, თუმცა ნაკლებად ხშირადაა სიმეტრიული. როგორც წესი, 5-ზე ნაკლები სახსარი ზიანდება (ოლიგოართრიტი). დისტალური ინტერფალანგეალური (DIP) სახსრის ჩართვა უფრო ხშირია ფსორიაზული ართრიტის დროს, ვიდრე რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში.

ფსორიაზი გვხვდება PsA პაციენტების >90%-ში, მაგრამ იშვიათია რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში.

კვლევები

ფსორიაზული ართრიტი უმეტესწილად სერონეგატიურია, თუმცა არის ფსორიზის შემთხვევები, როდესაც რევმატოიდული ფაქტორი დაბალი ტიტრით დადებითია და ვლინდება ფსორიაზული ართრიტი.

კანის საეჭვო დაზიანებების ბიოფსიით შეიძლება გამოვლინდეს ფსორიაზი, რაც გვეხმარება დიაგნოსტირებაში.

ინფექციურ იართრიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სახსრების პირდაპირი ინფექცია იშვიათია და ეჭვის შემთხვევაში საჭიროა სპეციალისტის გადაუდებელი კონსულტაცია. რეაქტიულ ართრიტს, რომლის დროსაც სახსრის პირდაპირ ინფიცირებას ადგილი არ აქვს, შეუძლია გამოიწვიოს ხელებისა და ტერფების სიმეტრიული ართრიტი და ეს შეიძლება იყოს ვირუსული/ბაქტერიული ინფექციების შემდეგ.

კვლევები

უმეტესი მათგანი აღმოიფხვრება 6 კვირის განმავლობაში და არ ტოვებს გრძელვადიან ეფექტს.

პოდაგრა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პოდაგრის მქონე პაციენტთა მცირე პროცენტს აღენიშნება მრავლობითი სახსრის ჩართულობა, რაც წააგავს რევმატოიდულ ართრიტს. კვანძები და შარდმჟავის მაღალი დონე სპეციფიკურია პოდაგრისთვის, მაგრამ ძალიან იშვიათია რევმატოიდული ართრიტის დროს. გარდა ამისა, პოდაგრის დროს გამოვლენილი ეროზიები, რომლის დროსაც პოდაგრული ეროზია ხდება ძვალში, განსხვავდება რევმატოიდული ართრიტის დროს გამოვლენილი ეროზიებისაგან.

კვლევები

შრატში შარდმჟავა>416 მკრმლ/ლ (>7 მგ/დლ), შარდმჟავის მარილის კრისტალები სახსრის ასპირატიდან ან კვანძიდან. სახსარში წარმოქმნილი კვანძი, პოდაგრის დროს, ბევრად უფრო დიდი და დესტრუქციულია; რევმატოიდული ართრიტის ეროზიები უფრო პატარაა და შემოსაზღვრულია ძვალ-ხრტილოვან ზედაპირზე.

სისტემური წითელი მგლურა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სისტემური წითელი მგლურა (SLE) შეიძლება წარმოდგენილი იყოს პოლიართრიტით ხელებისა და ფეხების მცირე სახსრებში.

ჩვეულებრივ, SLE ართრიტი არ არის მადეფორმირებელი.

კვლევები

მგლურასთვის დამახასიათებელი ავტოანტისხეულთა ფართო სპექტრი ამ ორი დაავადების ერთმანეთისგან გარჩევის საშუალებას იძლევა. ანტინუკლეარულ ანტისხეულთა (ANA) მაღალი ტიტრი, აუტოანტისხეულები ექსტრაქციას დაქვემდებარებული ნუკლეური ანტიგენის (ENA-ს) წინააღმდეგ იშვიათია რევმატოიდული ართრიტის დროს.

როგორც წესი, რენტგენოგრაფიულად სისტემური წითელი მგლურათი დაავადებული პაციენტების სახსრებში ეროზიები არ ვლინდება.

ოსტეოართრიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პრევალენტობა იმატებსა ასაკის მატებასთან ერთად. ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის, მენჯ-ბარძაყის, ხელების, წელისა და კისრის მალების სახსრები. პაციენტებს აქვთ სახსრების ტკივილი და გაშეშება, რაც, როგორც წესი, ფიზიკური აქტივობისას უარესდება.

კვლევები

რადიოგრაფულ გამოკვლევებზე ისახება შემცირებული სასახსრე სივრცე, სუბქონდრალური სკლეროზი და ოსტეოფიტები.

ზრდასრულ ასაკში დაწყებული სტილის დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხანგამოშვებითი მაღალი ცხელება, ვლინდება ყოველდღიურად, სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში.[73]

ართრალგია/ართრიტი, რომელიც ყველაზე ხშირად აზიანებს პროქსიმალურ ინტერფალანგეალურ სახსრებს, მაჯებს, იდაყვებს, მუხლებსა და ტერფებს.[74][75][76][77][78][79]

ორაგულისფერი-ვარდისფერი, მაკულოპაპულური გამონაყარი კანზე, რომელიც ვლინდება მხოლოდ ცხელების დროს.

სხვა ხშირი სიმპტომებია ფარინგიტი, მიალგია და პლევრიტი.

კვლევები

ძირითადად გამორიცხვის დიაგნოზია ინფექციების, ავთვისებიანი სიმსივნეების და სხვა რევმატოლოგიური მდგომარეობის გამორიცხვის შემდეგ.

ჰიპერფერიტინემია არის მგრძნობიარე, მაგრამ დაბალსპეციფიკური მარკერი. შრატში შესამჩნევად მომატებული ფერიტინის კომბინაცია (≥5 x ULN) გლიკოზირებულ ფერიტინთან <20% (თუ ტესტი ხელმისაწვდომია) ერთად შეიძლება იყოს მგრძნობიარე და სპეციფიკური მარკერი.[80][81][82]

კალციუმის პიროფოსფატის ჩალაგება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კალციუმის პიროფოსფატის დეპონირების მწვავე დაავადება იწვევს დაზიანებული სახსრის ერითემას, გათბობას და შეშუპებას.

შეიძლება გამოვლინდეს სისტემური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება.

ყველაზე ხშირად დაზიანებული სახსარია მუხლი, შემდეგ კი მაჯა.

კვლევები

სინოვიური სითხის ანალიზი დადებითია ორმაგად რეფრაქტერული რომბოიდური ფორმის კრისტალების არსებობაზე.[83]​ რენტგენი აჩვენებს კალციფიკაციას პატარა სახსრებში.[84]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას