ეპიდემიოლოგია

რევმატოიდული ართრიტის (RA) გლობალური პრევალენტობა დაახლოებით 0.24%-დან 0.56%-მდეა.[2][3][4]​​

ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ასაკთან დაკავშირებული პრევალენტობა მერყეობს 0.44%-დან 0.55%-მდე.[2][9] აშშ-ში დაზღვეულ მოსახლეობაში, პრევალენტობა ქალებში აღემატებოდა მამაკაცებს (0.73% - 0.78% და 0.29% - 0.31% შესაბამისად).[9] გლობალური პრევალენტობის მონაცემები მიუთითებს მსგავს ტენდენციაზე დაავადების სქესის მიხედვით (0.35% და 0.13% ქალებისა და მამაკაცებისთვის, შესაბამისად).[2]

გლობალურად ფიქსირდება ასაკობრივი სტანდარტიზებული წლიური ინციდენტობა 14.9 ყოველ 100 000-მოსახლეზე.[3] შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში, რევმატოიდული ართრიტის ასაკობრივი სტანდარტიზებული სიხშირე იყო 22.5 ყოველ 100,000-მოსახლეზე და 20.4 ყოველ 100,000-მოსახლეზე, შესაბამისად.

რევმატოიდული ართრიტის უფრო მაღალი ინციდენტობა და პრევალენტობა გამოვლინდა მწეველ ადამიანებში და ჭარბი წონის ან სიმსუქნის მქონე ადამიანებში.[10]​ რევმატოიდული ართრიტი–ს მომატებული რისკი მწეველ ადამიანებში დამოკიდებულია დღეში მოწეული სიგარეტების რაოდენობაზე, ასევე მწეველობის ხანგრძლივობაზე.[10][11][12][13]

ზოგიერთი ანგარიშის თანახმად, რევმატოიდული ართრიტის ინციდენტობა იკლებს.[14][15]​ თუმცა, დაავადებათა, დაზიანებებისა და რისკის ფაქტორების გლობალური დატვირთის კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ სიხშირე იზრდება.[3] უფრო მაღალი ინციდენტობა და პრევალენტობა ინდუსტრიულ რეგიონებში შეიძლება ასახავდეს გეოგრაფიული რისკის განსხვავებებს. ზოგიერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ სოციო-ეკონომიკურ უთანასწორობას შეიძლება ჰქონდეს გავლენა დაავადების ინციდენტობასა და პრევალენტობაზე.[16]​ რესურსებით შეზღუდული ჯანდაცვის პირობებში, და დაავადების კლასიფიკაციის მეთოდების ცვლილების გამო, ეპიდემიოლოგიური მონაცემები განსხვავებულია სხვადასხვა რეგიონს შორის.[15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას