ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
აქტიური სიმეტრიული ართრიტი, რომელიც გრძელდება 6 კვირაზე მეტხანს
დადებითი სისხლის ტესტების ან დაჩქარებული ინფექციების არარსებობის პირობებში არსებობს მტკიცებულება რომ აქტიური სიმეტრიული ართრიტი შესაძლოა გადაიზარდოს რევმატოიდულ ართრიტში. თუმცა არსებობს მაღალი აბათობა, რომ არადიფერენცირებული, 6 კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობის პოლიართრიტი სპონტანურად ჩაცხრება.
ასაკი 50-დან 55 წლამდე
პაციენტების უმეტესობა 40-დან 60 წლამდე ასაკისაა.[50] არსებობს შემთხვევები მოზარდებსა და მოხუცებში, მაგრამ ამ ასაკობრივ ჯგუფებში რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის დასმამდე უნდა გამოირიცხოს ალტერნატიულ დიაგნოზი.
მდედრობითი სქესი.
ჩვეულებრივ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები აჭარბებენ მამაკაცებს 2:1-ით. აშშ-ში რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკი მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაფიქსირდა 3.6% ქალებისთვის და 1.7% მამაკაცებისთვის.[70]
სახსრების ტკივილი
ყველაზე ხშირად ჩართულია ბილატერალური მაჯა-ნებ-ფალანგების (MCP), პროქსიმალური ფალანგთაშუა (PIP) და წინატერფ-ფალანგების (MTP) სახსრები. აღნიშნული სახსრები მტკივნეულია შეხებით და მოძრაობითი ვარჯიშების შესრულებისას (ROM). მაჯები, იდაყვები და კოჭები ასევე დაზიანებულია.
სახსრის შესიება
ყველაზე ხშირად ჩართულია ბილატერალური მაჯა-ნებ-ფალანგების (MCP), პროქსიმალური ფალანგთაშუა (PIP) და წინატერფ-ფალანგების (MTP) სახსრები. აღნიშნული სახსრები მტკივნეულია შეხებით და მოძრაობითი ვარჯიშების შესრულებისას (ROM). მაჯები, იდაყვები და კოჭები ასევე დაზიანებულია.
მტკივნეული და შესიებული სახსრების რაოდენობა რევმატოიდული ართრიტის დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია გამოსავლის შეფასებისას რუტინული მკურნალობისა და რანდომიზირებული კონტროლირებული კვლევებისათვის.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
დილის შებოჭილობა
მიუხედავად იმისა, რომ დილის შებოჭილობა რევმატოიდული ართრიტის სპეციფიკური სიმპტომი არ არის, 1 საათზე მეტ ხნიანი დილის შებოჭილობა მიჩნეულია ანთებითი დაავადების სიმპტომად.[71]
იშვიათი
გედის კისრის მაგვარი დეფორმაცია
ვლინდება შორსწასული რევმატოიდული ართრიტის დროს, იოგებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში. კლასიკურად, ვლინდება დისტალური ფალანგთაშუა (DIP) ჰიპერფლექსია და პროქსიმალური ფალანგთაშუა (PIP) ჰიპერექსტენზია. აღარ არის ხშირი, რადგან პაციენტების უმეტესობას დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია ენიშნებათ ადრეულ ეტაპზე.
ბუტონიერის დეფორმაცია
ჩვეულებრივ, ვლინდება პროქსიმალური ფალანგთაშუა (PIP) ფლექსია და დისტალური ფალანგთაშუა (DIP) ჰიპერექსტენზია. აღარ არის ხშირი, რადგან პაციენტების უმეტესობას დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია ენიშნებათ ადრეულ ეტაპზე.
იდაყვის ძვლის გადახრა
ულნარული დევიაცია, მეტაკარპოფოფალანგური (MCP) სახსრების ანთების გამო, იწვევს თითების დისლოკაციას. ვინაიდან მყესები ქაჩავს დისლოცირებულ სახსრებს, თითების გადაიხრება იდაყვის მხარეს.
რევმატოიდული კვანძები
ძალიან აქტიური დაავადების შემთხვევაში, როდესაც ჩართულია სახსრების დიდი რაოდენობა, გამოვლინებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სახსარგარე სიმპტომებს, როგორიცაა რევმატოიდული კვანძები მყესების გამშლელ ზედაპირებზე. ახლა ნაკლებად ხშირია.
ვასკულიტური დაზიანებები
ყველაზე ხშირი ვასკულიტური დაზიანება რევმატოიდული ართრიტის დროს არის გამონაყარი კანზე. იშვიათად ვლინდება და ასოცირებულია დაავადების მძიმე ფორმასთან.
პლევრიტული ტკივილი გულმკერდში
რევმატოიდული ართრიტის მძიმე შემთხვევებში შეიძლება გავითარდეს პლევრიტი ან პერიკარდიტი.
სკლერიტი და/ან უვეიტი
თვალის ანთებითი დაავადებები შეიძლება გამოვლინდეს მძიმე რევმატოიდული ართრიტის დროს, თუმცა, ეს იშვიათი გამოვლინებაა. ყველაზე ხშირი გამოვლინებაა სკლერიტი და უვეიტი.
რისკფაქტორები
ძლიერი
გენეტიკური განწყობა
ოჯახური ანამნეზი იწვევს ართრიტის ორ-ოთხჯერ მომატებულ რისკს პირველი ხარისხის ნათესავებში.[17]
რევმატოიდული ართრიტის მემკვიდრეობა, როგორც ჩანს, არის დაახლოებით 40%, და უფრო მაღალია სეროპოზიტიური დაავადებისთვის, ვიდრე სერონეგატიურისთვის.[17][39]
მთავარი ჰისტოშეთავსების კომპლექსის (MHC) II კლასის ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის (HLA) ალელის, DRw4-ის არსებობის სიხშირე უფრო მეტია რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებში. ეს HLA ალელები აკოდირებენ საერთო ამინომჟავის თანმიმდევრობას, რომელსაც საერთო ეპიტოპი ეწოდება და რომელიც შესაძლოა ჩართული იყოს რევმატოიდული ართრიტის პათოგენეზში.[18]
გენების პოლიმორფიზმის როლი როგორც თანდაყოლილ, ისე ადაპტირებულ იმუნურ სისტემაში იწვევს რისკის მატებას.[19][20][21][22][23][24][25][40][41][42]
სუსტი
მოწევა
მოწევა ასოცირდება რევმატოიდული ფაქტორის და ანტი-CCP ანტისხეულების გამომუშავებასთან, რომლებიც როგორც სპეციფიკური, ასევე მგრძნობიარე ანტისხეულებია, რომლებიც ზრდის დაავადების განვითარების რისკს.[27] რევმატოიდული ართრიტი–ს მომატებული რისკი მწეველ ადამიანებში დამოკიდებულია დღეში მოწეული სიგარეტების რაოდენობაზე, ასევე მწეველობის ხანგრძლივობაზე.[10][11][12][13] გენებისა და გარემოს ურთიერთქმედება მძიმე მოწევასა და HLA-DRB1-ს შორის გამოვლენილია პაციენტებში HLA-SE სეროდადებითი დაავადების რისკის დროს.[28][29]
ზოგიერთი მტკიცებულება ვარაუდობს, რომ ბავშვობაში პასიური მოწევის ზემოქმედება ზრდის რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს მოგვიანებით ცხოვრებაში, იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც არ ექვემდებარებიან პასიურ მოწევას.[43]
ჭარბი წონა/სიმსუქნე
ინფექციის სამკურნალოდ.
ინფექცია: ინფექცია მიჩნეულია რევმატოიდული ართრიტის მაპროვოცირებელ ფაქტორად გენეტიკურად მგრძნობიარე პირებში, თუმცა, სპეციფიკური ინფექციური აგენტის იდენტიფიცირება არ მომხდარა.[32]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას