მიდგომა

რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი დგინდება დაავადების კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე. ლაბორატორიული ტესტები ან რადიოგრაფიული გამოკვლევები სასარგებლოა და შეიძლება გამოსადეგი იყოს პროგნოზირებისთვის, მაგრამ არ არის აუცილებელი დიაგნოზის დასადგენად. დიაგნოზის დასადასტურებლად პაციენტი იგზავნება რევმატოლოგთან.

კლასიფიკაციის კრიტერიუმები გამოქვეყნდა დაავადების მიმდინარეობისას რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის უფრო ადრე დასადგენად.[48][Figure caption and citation for the preceding image starts]: რევმატოიდული ართრიტი (ხელის ქრონიკული დეფორმაციები)დრ-ი საუმია ჩატერჯის პირადი კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@56d51964

ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაკავშირებულია გაუმჯობესებულ შედეგებთან და წარმოადგენს მართვის მნიშვნელოვან ნაწილს.[49]

გამოკვლევა და მკურნალობა არ უნდა გადაიდოს რევმატოუდული ართრიტის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების მოლოდინში; თუმცა არსებობს მაღალი ალბათობა, რომ <6 კვირის ხანგრძლივობის არადიფერენცირებული პოლიართრიტი სპონტანურად ჩაცხრება.

კლინიკური გამოვლინება

პაციენტების უმეტესობა 40-დან 60 წლამდე ასაკისაა.[50] რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკური კრიტერიუმების მქონე პაციენტებს, როგორც წესი, აქვთ მტევნების და ტერფების წვრილი სახსრების, ორმხრივი, სიმეტრიული ტკივილისა და შესივების >6 კვირის ანამნეზი. ხშირია დილის შებოჭილობა, რომელიც 1 საათზე მეტ ხანს გრძელდება, თუმცა ეს სიმპტომი შეინიშნება სხვა ანთებითი მდგომარეობების დროსაც. შეიძლება გამოვლინდეს სახსარგარე სიმპტომები, როგორიცაა რევმატოიდული კვანძები მყესების გამშლელ ზედაპირებზე ან კანის ვასკულიტური დაზიანება, მაგრამ ეს ნაკლებად ხშირია.

გედის კისრისებრ დეფორმაციას ვნახულობთ შორსწასული რევმატოიდული ართრიტის დროს, როდესაც დაზიანებულია იოგები და სახსრები. კლასიკურად, ვლინდება დისტალური ფალანგთაშუა (DIP) ჰიპერფლექსია და პროქსიმალური ფალანგთაშუა (PIP) ჰიპერექსტენზია. ბუტონიერის დეფორმაცია მსგავსი მდგომარეობაა, პროქსიმალური ფალანგთშუა ფლექსიით და დისტალური ჰიპერექსტენსიით. ეს დეფორმაციები ხშირი აღარაა, რადგან პაციენტების უმეტესობას მკურნალობა უტარდება დაავადების მამოდიფიცირებელი მედიკამენტებით ადრეულ სტადიაზე.

ულნარული დევიაცია, მეტაკარპოფოფალანგური (MCP) სახსრების ანთების გამო, იწვევს თითების დისლოკაციას. ვინაიდან მყესები ქაჩავს დისლოცირებულ სახსრებს, თითების გადაიხრება იდაყვის მხარეს.

მძიმედ მიმდინარე დაავადების კლინიკური გამოვლინებებია: პლევრიტი, ფილტვების ინტერსტიციური დაავადებები, პერიკარდიტი და თვალის ანთებითი დაავადებები.

ლაბორატორული ტესტები

კლინიკური დიაგნოზის დასმის შემდეგ რამდენიმე ლაბორატორიული ტესტი ხელს უწყობს პროგნოზის განსაზღვრას. რევმატოიდული ფაქტორი (RF) დადებითია რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების 60-70%-ში.[51] ის არ არის საჭირო დიაგნოზის დასასმელად, მაგრამ დამხმარე საშუალებაა. უნდა შემოწმდეს დასაწყისში და თუ დადებითია მისი ხელახალი გადამოწმება საჭირო არ არის. რაც უფრო მაღალია მისი დონე, მით უარესია პროგნოზი და აქტიური თერაპიის საჭიროებაც მეტია.

ანტისხეულები ციკლური ციტრულინებული პეპტიდის მიმართ [anti-CCP], პროგნოზული მარკერია, ვლინდება რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების დაახლოებით 70%-ში.[52] Anti-CCP შეიძლება დადებითი იყოს მაშინაც, როცა რევმატოიდული ფაქტორი უარყოფითია და, როგორც ჩანს, უფრო დიდი პათოგენური როლი აქვს რევმატოიდული ართრიტის განვითარებაში.[53] არ არის საჭირო მისი თანმიმდევრულად გაზომვა, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების კარგი კონტროლის პირობებში ის მცირდება.

როგორც წესი, ვსაზღვრავთ ერითროციტების დალექვის სიჩქარეს ან C-რეაქტიული ცილის დონე, ვინაიდან ისინი ანთებითი მარკერებია. თუმცა რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების 40%-ს შეიძლება იყოს ნორმალური დონე.[54][55]

გამოსახულებითი კვლევები

მტევნებისა და ტერფების საბაზო რენტგენოგრაფია წარმოადგენს დამხმარე საშუალებას სადიაგნოსტიკოდ და დაავადების სიმძიმის განსასაზღვრად.[56] პაციენტები, რომელთაც საბაზო რადიოგრაფიით გამოუვლინდათ ეროზიები და აკმაყოფილებენ რევმატოიდული ართრიტის კლასიფიკაციის ერთ-ერთ კრიტერიუმს, არიან მძიმე დაავადების განვითარების რისკის ქვეშ.

ულტრაბგერითი გამოკვლევა, რენტგენთან ერთად, შეიძლება გამოიყენოთ რევმატოიდულ ართრიტზე ეჭვის შემთხვევაში. შეიძლება გამოვლინდეს მაჯის სინოვიტი.[57][58]​ ულტრაბგერით კვლევას სარგებელი აქვს ადრეული სერონეგატიური რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკაში.[59] ეროზიების, სინოვიალური ჰიპერტროფიის და ჰიპერემიის არსებობა ულტრაბგერით გამოკვლევაზე ზრდის ანთებითი ართრიტის შემდგომ ალბათობას სერონეგატიურ პაციენტებში.[60] უცნობია, სასარგებლოა თუ არა ულტრაბგერითი კვლევის დამატება დაავადების აქტივობის ქულების სტრატეგიებში.[61]​ გაერთიანებული სამეფოს გაიდლაინები ამჟამად არ გვირჩევენ ულტრაბგერას დაავადების აქტივობის რუტინული მონიტორინგისთვის რევმატოიდული ართრიტის მქონე ზრდასრულებში.[62]

დაავადების აქტივობის ქულა

დიაგნოსტირების დროს დაავადების აქტივობის დადგენა და ცუდი პროგნოზული ფაქტორების არსებობა (ფუნქციური შეზღუდვა, სახსარგარე დაავადება, დადებითი რევმატოიდული ფაქტორი, დადებითი ანტი-CCP, რენტგენოგრაფიულად ძვლის ეროზიები) ხელს უწყობს საწყის გადაწყვეტილებებს მკურნალობასთან დაკავშირებით.

დაავადების კომპოზიტური შეფასება ეფუძნება ამერიკული რევმატოლოგიის კოლეჯის (ACR) ძირითადი ნიშნების სიას, რომელიც მოიცავს:

  • მტკივნეული სახსრების რაოდენობა

  • შეშუპებული სახსრების რაოდენობა

  • ფუნქციური სტატუსი, რომელიც იზომება ჯანმრთელობის შეფასების კითხვარით

  • მრავალგანზომილებიანი ჯანმრთელობის კითხვარი ან მისი ვარიანტები

  • ტკივილი

  • პაციენტის და ექიმის მიერ დაავადების აქტივობის გლობალური შეფასება

  • ერითროციტების დალექვის სიჩქარე ან C რეაქტიული ცილა, როგორც ანთებითი მარკერები

ამათგან ნებისმიერი 3 ან მეტი, გაერთიანებული კომპოზიტურ ინდექსში, გამოიყენება დაავადების აქტივობის მონიტორინგისთვის. ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი სიდიდეები: დაავადების აქტივობის ქულა (DAS), დაავადების აქტივობის ქულის 28-სახსრის დათვლის ვერსია (DAS28), დაავადების კლინიკური აქტივობის ინდექსი (CDAI), დაავადების აქტივობის გამარტივებული ინდექსი (SDAI), პაციენტთა რუტინული შეფასების მონაცემთა ინდექსი (RAPID3).[63][64][65][66]

დაავადების აქტივობის მაჩვენებელ თითოეულ სიდიდეს აქვს დაავადების აქტივობის საკუთარი ზღვარი. თანმიმდევრულობისთვის, დაავადების აქტივობის მაჩვენებელი იგივე სიდიდე უნდა იქნას გამოყენებული პაციენტის მართვის განმავლობაში. კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადების აქტივობის მჭიდრო მონიტორინგის და სამიზნე მნიშვნელობამდე მკურნალობის პირობებში, შესაძლებელია კარგი რეაგირების მიღწევა რომელიმე დაავადების მამოდიფიცირებელი აგენტით ან ბიოლოგიურ აგენტებთან კომბინაციით.[67][68][69]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას