შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
52 წლის ქალი, რომელსაც აქვს, ბილატერალურად, ხელებისა და მაჯების ტკივილის 2 თვიანი ანამნეზი და თითების შესიება, მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას. მან ცოტახნის წინ შეამჩნია მსგავსი ტკივილი ფეხის გულებშიც. მას უძნელდება დილას ადგომა და სიარული, ადგომიდან რამდენიმე საათის განმავლობაში უჭირს მოძრობა. ასევე უჩივის მზარდ დაღლილობას და სამსახურში ხელებში მნიშვნელოვანი ტკივილის გარეშე ვერ ახერხებს ღილაკების ჩართვა-გამორთვას და კლავიატურის გამოყენებას. უარყოფს სიმპტომების გამოვლენისას ან მანამდე რაიმე ინფექციის არსებობას.
სხვა გამოვლინებები
ზოგჯერ რევმატოიდული ართრიტი შეიძლება გამოვლინდეს მსხვილ სახსრებში, როგორიცაა მუხლები და მხრები, მაგრამ აღნიშნული გამოვლინება იშვიათია. თუმცა არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ხანდაზმულ ასაკში დაწყებული რევმატოიდული ართრიტი უხშირესად ამ ფორმით არის წარმოდგენილი.[6] ხანდაზმულ ასაკში დაწყებული რევმატოიდული ართრიტი ხშირად გვხვდება რევმატულ პოლიმიალგიასთან ერთად და შეიძლება მიმდინარეობდეს ორივე მათგანისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების ერთობლიობით.[7] რევმატოიდული კვანძები შეიძლება ინახოს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ძალიან აქტიურად მიმდინარე დაავადება, დიდი რაოდენობის სახსრების ჩათრევით. ამ პაციენტებში, ასევე, უფრო ხშირად ვითარდება სახსარგარე გამოვლინებები.[8]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას