გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
გრძელვადიანი
მაღალი

რევმატოიდული ართრიტის (RA) გრძელვადიანი მნიშვნელოვანი შედეგი, თუ მკურნალობა არასაკმარისია. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების შემთხვევაში, ბიოლოგიური აგენტების მიმოხილვაში თითქმის ყველა კვლევის მიხედვით, შრომისუნარიანობასთან დაკავშირებით დადებითი შედეგები გამოვლინდა.[190]

გრძელვადიანი
მაღალი

რევმატოიდული ართრიტის (RA) გრძელვადიანი მნიშვნელოვანი შედეგი, თუ მკურნალობა არასაკმარისია.

გრძელვადიანი
მაღალი

თავად რევმატოიდული ართრიტი არის რისკფაქტორი, სხვა გულსისხლძარღვთა რისკფაქტორებთან ერთად. რევმატოიდული ართრიტის პაციენტებს უფრო ხშირად აქვთ კორონარული არტერიული დაავადება, უფრო მაღალია კორონარული კალციუმის ქულები, უფრო ხშირია რისკის შემცველი ფოლაქები და მრავალძარღვოვანი დაავადება კონტროლთან შედარებით.[191]

გრძელვადიანი
მაღალი

არანამკურნალები რევმატოიდული ართრიტი იწვევს სიცოცხლის ხანგრძლივობის, საშუალოდ, 8-10 წლით შემცირებას.

გრძელვადიანი
მაღალი

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება არის რევმატოიდულ ართრიტის სულ უფრო მეტად აღიარებული გართულება და დაკავშირებულია მნიშვნელოვან ავადობასა და სიკვდილობასთან.[192]

რევმატოიდულ ართრიტთან დაკავშირებული ILD მქონე პაციენტებს, აქვთ ინფექციის და მედიკამენტოზური ტოქსიკურობის მაღალი რისკი, რაც, თანმდევ დაავადებებთან ერთად, ართულებს მკურნალობასთან დაკავშირებული შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებას.

გრძელვადიანი
დაბალი

ხანგრძლივი რევმატოიდული ართრიტის გართულება. განისაზღვრება 3 პირობის არსებობით: რევმატოიდული ართრიტი, სპლენომეგალია და ლეიკოციტების პათოლოგიურად შემცირებული რაოდენობა.

ემართებათ რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების 1%-ზე ნაკლებს.

ფელტის სინდრომი

ცვლადი
საშუალო

რევმატოიდული ართრიტი ასოცირებულია მაჯის გვირაბის სინდრომის განვითარებასთან. პაციენტების 29%-შიც კი დაფიქსირებულა (მაგრამ, ტიპურად, 10-20%-ში ფიქსირდება). სავარაუდოდ, ძირითადი მექანიზმი კარპული არხის შევიწროებისა არის მაჯის სახსრის სინოვიური გარსისა და მყესის გარსის გასქელება.[188][189]

ცვლადი
დაბალი

ხდება დოზის დარეგულირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

ცვლადი
დაბალი

ინფექციის მკურნალობის პროცესში, უმჯობესია, TNF-ალფას ინჰიბიტორებით მკურნალობა შეწყდეს. თუ მძიმე ინფექციაა, უნდა განვიხილოთTNF-ალფას ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტა. განმეორებითი ეპიზოდების შემთხვევაშიც საჭიროა ამ აგენტების შეწყვეტის მხედველობაში მიღება.

ამ გართულებას ნებისმიერ დროს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის ვადაში.[185] ერთი კვლევის თანახმად, მძიმე ინფექციისა და ავთვისებიანი მდგომარეობის რისკი არ არის გაზრდილი პაციენტებში, რომელთაც აქვთ ადრეული დაავადება და მანამდე არ უმკურნალიათ დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული მედიკამენტებით და/ან მეთოტრექსატით.[117]

ცვლადი
დაბალი

მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ამ გართულებას ნებისმიერ დროს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე.[186][187] ერთი კვლევის თანახმად, მძიმე ინფექციისა და ავთვისებიანი მდგომარეობის რისკი არ არის გაზრდილი პაციენტებში, რომელთაც აქვთ ადრეული დაავადება და მანამდე არ უმკურნალიათ დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული მედიკამენტებით და/ან მეთოტრექსატით.[117]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას