პირველადი პრევენცია

არ არსებობს რევმატოიდული ართრიტის პირველადი პრევენციის ზომები. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, პაციენტთა შრატში სეროლოგიური მარკერები (რევმატოიდული ფაქტორი, ანტიციკლური ციტრულინირებული პეპტიდი [ანტი-CCP] ანტისხეულები) დაავადების განვითარებამდე წლების განმავლობაში ცირკულირებს, ამ მარკერების მქონე პაციენტების უმატესობას არ განუვითარდება დაავადება.[21][44][45]​​​​

IIb ფაზის ერთი კვლევა ვარაუდობს, რომ რევმატოიდული ართრიტის განვითარების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის (ციტრულინირებული ცილის ანტიგენების შრატის ანტისხეულებით, რევმატოიდული ფაქტორით და სიმპტომებით, როგორიცაა სახსრების ანთებითი ტკივილი) აბატაცეპტით მკურნალობა ართრიტის რისკის ფაზაში მნიშვნელოვნად ამცირებს რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს 24 თვის პერიოდში, შედარებით პლაცებოსთან. აბატაცეპტის ჯგუფში ართრიტისგან თავისუფალი პაციენტების პროპორციული წილი 12 თვეში იყო 93%, ხოლო პლაცებოს ჯგუფში-69%.[46] აბატაცეპტი ასევე ამცირებს ანთებას ტომოგრაფიაზე, კლინიკურ სიმპტომებს და რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს მაღალი რისკის მქონე პირებში 12 თვის განმავლობაში ერთ რანდომიზებულ, მრავალცენტრიან, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში.[47]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას