პროგნოზი

ეპიდემიური (შიდსთან დაკავშირებული) კაპოშის სარკომა

ანტირეტროვირუსული თერაპიის (ART) ხელმისაწვდომობამ არსებითად გააუმჯობესა კაპოშის სარკომის პროგნოზი. კაპოშის სარკომის სტადია პაციენტის მოსვლის დროს მნიშვნელოვანია; სიკვდილობის მაჩვენებელი უფრო მაღალია მათ შორის, ვისაც დიაგნოზირებული აქვს T1 დაავადება, ვიდრე T0 დაავადების დიაგნოზის დროს.[45][71]

შიდსის მქონე პაციენტში, რომელიც არ მკურნალობს ანტირეტროვირუსული თერაპიით, კაპოშის სარკომა პროგრესირებადია და გადარჩენადობა საშუალოდ რამდენიმე კვირა-თვეა. უარყოფით პროგნოზზე მიუთითებს ვისცერული და ფილტვის ჩართულობა და კარნოფსკის დაბალი კლინიკური ქულა.[5]

კლასიკური სპორადული კაპოშის სარკომა

კლასიკურ ფორმას ნელი მიმდინარეობა ახასიათებს, საშუალო გადარჩენადობა კი შეიძლება რამდენიმე წელი ან ათწლეულიც კი იყოს. თუმცა, მძიმე პაციენტებში დაავადება შეიძლება სწრაფად პროგრესირდეს და გამოვლინდეს შინაგანი ორგანოების ფატალური ჩართულობა.

იატროგენული (ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული) კაპოშის სარკომა

ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული შემთხვევები ნელა, თუმცა აგრესიულად მიმდინარეობს და საშუალო გადარჩენადობა რამდენიმე თვე - წელია.[16] პროგრესირებადი სიმსივნეები სპონტანურად არ რეგრესირდება იმუნოსუპრესიის შეწყვეტის შემდეგ კაპოშის სარკომის დამატებითი მკურნალობის გარეშე.[5]

ენდემური (დაფიქსირებული სუბსაჰარის აფრიკაში) კაპოშის სარკომა

შეიძლება ჰქონდეს დაბალი ხარისხის ავთვისებიანი მიმდინარეობა ან აგრესიული კურსი.[5] პედიატრიულ პოპულაციაში ლიმფადენოპათიურ დაავადებას ხშირად ცუდი პროგნოზი აქვს.[5][17]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას