გართულებები
კაპოშის სარკომის კანის დაზიანების რეგრესიის შემდეგ შესაძლებელია გაჩნდეს ჰიპერპიგმენტაცია.[41]
ლიმფედემა შეიძლება წინ უსწრებდეს ან თან ახლდეს კაპოშის სარკომის დაზიანებას, განსაკუთრებით ქვედა კიდურებზე, სახეზე და გენიტალიებზე. სახის ექსტენსიური ლიმფედემა ცუდი პროგნოზული ნიშანია და საჭიროებს სისტემურ თერაპიას.[72]
კანისა და ლორწოვანის ტრავმირებული დაზიანება შეიძლება იყოს სისხლმდენი, შეიძლება აღინიშნოს გასტროინტესტინური სისხლდენა (ზედა ან ქვედა ტრაქტის) ან ჰემოფთიზი. მიუხედავად იმისა, რომ კანის დაზიანება ბიოფსიის დროს იშვიათადაა სისხლმდენი, სასუნთქი სისტემის დაზიანება გამოხატულ სისხლდენას ხშირად იწვევს.[73]
ეპიდერმისის ან ლორწოვანის დაწყლულება ხელს უწყობს დაზიანების ინფიცირებას.
აივ-თან ასოცირებული კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ანტირეტროვირუსული თერაპიით (ART) შეიძლება განუვითარდეთ იმუნური რეკონსტიტუციის ანთებითი სინდრომი (IRIS); ინციდენტობა მერყეობს 3%-დან 39%-მდე.[20][74][75] მკურნალობა მოიცავს სისტემურ თერაპიას და სიმპტომურ მართვას; ART უნდა გაგრძელდეს. კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული KS-IRIS-ის სამკურნალოდ KS-ის გაუარესების და სიკვდილიანობის რისკის გაზრდის შესაძლებლობის გამო. თალიდომიდი შეიძლება გამოყენებულ იქნას KS-თან ასოცირებული IRIS-ის სამკურნალოდ.[2]
ზოგადად, კაპოშის სარკომის დაზიანება უმტკივნეულოა. თუმცა, ტრავმირებული დაზიანებები ფეხებზე შეიძლება მოქმედებდეს გადაადგილების უნარზე. პირის ღრუს მტკივნეული დაზიანება გავლენას ახდენს ღეჭვაზე, მეტყველებაზე ან ყლაპვაზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას