კრიტერიუმები

შიდსის კლინიკური კვლევების ჯგუფის ონკოლოგიური კომიტეტის სტადიათა სისტემა შიდსთან დაკავშირებული კაპოშის სარკომისთვის[43][44]

პაციენტები იყოფიან კეთილსაიმედო ან არაკეთილსაიმედო რისკ-ჯგუფებში სამი პარამეტრის მიხედვით (TIS):

  • T: სიმსივნის გავრცელება

  • I: იმუნური სტატუსი

  • S: სისტემური ავადმყოფობის სიმძიმე

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული პარამეტრი პროსპექტულად გადარჩენადობის პროგნოზული მაჩვენებელია, TIS სისტემის თავდაპირველი ვალიდაციური კვლევა ჩატარდა მანამ, სანამ ანტირესტროვირუსული თერაპია ხელმისაწვდომი (ART) გახდებოდა. სტადიების სისტემის პროსპექტიული შეფასებით, რომელიც ანტირეტროვირუსული თერაპიის ერაში ჩატარდა, გამოვლინდა, რომ მხოლოდ სიმსივნის ცუდი სტატუსისა და ცუდი სისტემური დაავადების კომბინაცია წარმოადგენს არაკეთილსაიმედო პროგნოზის ადეკვატურ მაჩვენებელს.[45]

არ არის ხელმისაწვდომი უნივერსალურად დამტკიცებული სტადიის დამდგენი კლასიფიკაციები.[3][5]

კარნოფსკის ქულა ქიმიოთერაპიაზე კლინიკური პასუხის შესაფასებლად[46]

კარნოფსკის კლინიკური შეფასების ქულა პირველად აღიწერა 1949 წელს. ქულა მერყეობს 0-დან 100-მდე. 100 წარმოადგენს შესანიშნავ ჯანმრთელობას, ხოლო 0- სიკვდილს:

  • 100%: ნორმალური, ჩივილები არ არის; დაავადების ნიშნები არ ვლინდება

  • 90%: შეუძლია ნორმალური აქტივობების კეთება, დაავადების რამდენიმე სიმპტომი ან ნიშანი ვლინდება

  • 80%: ნორმალურ აქტივობას ინარჩუნებს გარკვეული ძალისხმევით; დაავადების ზოგიერთი ნიშნები ან სიმპტომები ვლინდება

  • 70%: უვლის თავს; ვერ ასრულებს ნორმალურ აქტივობებს ან აქტიურ სამუშაოს

  • 60%: საჭიროებს გარკვეულ დახმარებას, შეუძლია პირადი საჭიროებების დაკმაყოფილება

  • 50%: ხშირად საჭიროებს დახმარებას და სამედიცინო მომსახურებას.

  • 40%: უნარშეზღუდული; საჭიროებს სპეციალურ მოვლას და დახმარებას

  • 30%: მძიმედ უნარშეზღუდული; ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია, თუმცა სიკვდილის რისკი არ აღინიშნება

  • 20%: მძიმედ ავადმყოფი; საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას, დამხმარე მოვლას ან მკურნალობას

  • 10%: სიკვდილი გარდაუვალია, დაავადების პროცესი სწრაფად პროგრესირებს

  • 0%: სიკვდილი.

კლასიკური კაპოშის სარკომის სტადიის განსაზღვრა[47]

არსებობს 4 სტადიის შემცველი სისტემა კლასიკური კაპოშის სარკომის დროს თერაპიული გადაწყვეტილებების მისაღებად:

  • I: მაკულონოდულარული სტადია; დაზიანებები ქვედა კიდურზეა

  • II: ინფილტრაციული სტადია, მოიცავს ქვედა კიდურების დიდ ფართობს

  • III: ყვავილოვანი სტადია, მზარდი, ხშირად წყლულოვანი დაზიანებები ერთ ან მეტ კიდურზე

  • IV: დისემინირებული სტადია, როცა კაპოშის სარკომა ვრცელდება კიდურების გარეთ კანის დამატებით ადგილებზე

დაავადების პროგრესირება ასევე ფასდება როგორც ნელა პროგრესირებადი (A) ან სწრაფად პროგრესირებადი (B) კაპოშის სარკომა (განისაზღვრება, როგორც დაზიანების საერთო ფართობის მატება 3 თვის განმავლობაში). ასევე გასათვალისწინებელია გართულებები (მაგ. დაწყლულება, ლიმფედემა ან ტკივილი) და ვისცერული ჩართულობა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას