მიდგომა

კაპოშის სარკომის წარმოდგენილი დაზიანებების სწორ დიაგნოსტირებას ხელს შეუწყობს პაციენტის კლინიკური კატეგორიის განსაზღვრა (კლასიკური [სპორადული]; ენდემური [დაფიქსირებული სუბსაჰარის აფრიკაში]; ეპიდემიური [შიდსთან დაკავშირებული]; იატროგენული [ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული]) და დაზიანებების გარეგნული სახე. დიაგნოზი დასტურდება ბიოფსიითა და ჰისტოპათოლოგიური კვლევით.[2][4][5][29][Figure caption and citation for the preceding image starts]: კაპოშის სარკომა; ფოტომიკროგრაფიული ჰისტოპათოლოგია, ვლინდება სისხლძარღვოვანი, თითისტარისებრი სიმსივნური უჯრედების ფასციკულები (ჰემატოქსილინი და ეოზინი)From the collection of Dr Liron Pantanowitz; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7e4e1288

ანამნეზი.

პაციენტმა შეიძლება აღნიშნოს, რომ კანის კერებს ხშირად ახლავს ფსიქოსოციალური სტრესი (შფოთვა). კანის დაზიანებები, როგორც წესი, უმტკივნეულოა და ქავილს არ იწვევს, ასევე შეიძლება იყოს უსიმპტომო.[4] ფეხის ქვედა ნაწილის სიმსივნემ შეიძლება ხელი შუშალოს პაციენტს სიარულში. ფეხების, გენიტალიებისა და სახის ლიმფედემა შეიძლება მტკივნეული იყოს. პირის ღრუს კერები შეიძლება სისხლმდენი იყოს და ხელს უშლიდეს ღეჭვას, მეტყველებასა და ყლაპვას.

კუჭ-ნაწლავის (GI) ტრაქტის კაპოშის სარკომამ შეიძლება გამოიწვიოს წონის დაკლება, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, სისხლდენა, გაუვალობა, ზედა ან ქვედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, მალაბსორბცია, ნაწლავის გაუვალობა და, იშვიათად, დიარეა.[4] ფილტვის კაპოშის სარკომა შეიძლება გამოვლინდეს დისპნოეთი, ხველით, ჰემოფთიზით ან გულმკერდის არეში ტკივილით.[4] კაპოშის სარკომა შეიძლება შემთხვევით აღმოვაჩინოთ ფონური მიზეზით გამოცხადებულ პაციენტებში, მაგ. აივ ინფიცირებულებში ან ტრანსპლანტის რეციპიენტებში.

HHV-8 ინფექციის არსებობა აუცილებელია კაპოშის სარკომის განვითარებისთვის. HHV-8-სთან დაკავშირებული სხვა დაავადებების მქონე პირებში, როგორიცაა მულტიცენტრული კესლმანის დაავადება და პირველადი ეფუზიური ლიმფომა, კაპოშის სარკომის რისკი ასევე მაღალია.[22][Figure caption and citation for the preceding image starts]: მრავლობითი ვარდისფერი-იასამნისფერი კაპოშის სარკომის კვანძები ქვედა კიდურებზეFrom the collection of Dr Bruce J. Dezube; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@59e6f6e5

გამოკვლევა

კაპოშის სარკომის თავდაპირველი შეფასება საჭიროებს სრულ გასინჯვას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხშირად ჩართულ ადგილებს, როგორიცაა ქვედა კიდურები, სახე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი და გენიტალიები.[4][5] ლიმფური კვანძები უნდა შემოწმდეს.[2][5] ლორწოვანი გარსის დაზიანებები და ლიმფედემა შეიძლება იყოს გავრცობილი და უნდა იყოს დოკუმენტირებული.

კაპოშის სარკომის დაზიანებას შემდეგი ტიპური მახასიათებლები აქვს:[3]

  • მულტიფოკალური

  • ასიმეტრიულად განლაგებული

  • სხვადასხვა ზომის

  • სხვადასხვა ფერის (ვარდისფერი, წითელი, იასამნისფერი, ყავისფერი ან ლურჯი)

  • კვანძოვანი

  • პაპულური

  • ფოლაქისმაგვარი

  • ბულოზური

  • გამაგრებული (ხის მაგვარი)

  • მეჭეჭისებრი

  • სოკოსებრი ზრდის

  • წყლულოვანი

  • ინფიცირებული.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: მრავლობითი ვარდისფერი-იასამნისფერი კაპოშის სარკომის კვანძები ქვედა კიდურებზეFrom the collection of Dr Bruce J. Dezube; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7f9ee225[Figure caption and citation for the preceding image starts]: კაპოშის სარკომა, იასამნისფერი-მოყავისფრო ფოლაქი ტერფზეFrom the collection of Dr Bruce J. Dezube; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2481d072

ვისცერული ჩართულობა, კანისა და ლორწოვანის დაზიანებების ფონზე ან მათ გარეშე, უნდა დადგინდეს ლიმფური კვანძების, გასტროინტესტინური ტრაქტისა და რესპირატორული ტრაქტის დაკვირვებით.

კვლევები

თუ აივ-ის სტატუსი უცნობია, აივ ტესტირება უნდა ჩაუტარდეს იმ პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ კაპოშის სარკომა (KS).[2][3][5]​თუ პაციენტი აივ დადებითია, უნდა ჩატარდეს CD4+ T-უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი და განისაზღვროს აივ ვირუსული დატვირთვა.

კლინიკურად საეჭვო დაზიანებები უნდა დადასტურდეს მცირე ზომის (2-4 მმ) პუნქციური ბიოფსიით და ჰისტოპათოლოგიით. კანის პუნქციური ბიოფსია ადვილად ტარდება და გვეხმარება დიფდიაგნოსტიკაში. ჰისტოპათოლოგიურად გამოვლინდება ატიპური თითისტარისებრი უჯრედები.[30] იმუნოჰისტოქიმიური ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია კაპოშის სარკომით დაზიანებული უჯრედების მიერ ექსპრესირებული შემდეგი მარკერების გამოსავლენად: ლატენტურობასთან ასოცირებული ბირთვული ანტიგენ-1 (LANA-1, HHV-8-ის სუროგატი მარკერი); CD31/CD34 (სისხლძარღვთა ენდოთელური უჯრედების იმუნომარკერები) და D2-40 (ლიმფური უჯრედის იმუნომარკერი).[31][32] LANA-1-ის დადებითმა შედეგმა შეიძლება დაადასტუროს KS დიაგნოზი; CD31 და CD34 კვლევა შეიძლება სასარგებლო იყოს,თუ გაურკვეველია, არის თუ არა სიმსივნე სისხლძარღვოვანი წარმოშობის.[2][5][32]ადამიანის ჰერპესვირუსი-8-ის განსაზღვრა (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია [PCR]) და HHV-8 ანტისხეულების ანალიზი, როგორც წესი, არ არის გამართლებული რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში, მაგრამ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევებში.[3][5]

პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ სისტემურ ქიმიოთერაპიას, უნდა შეფასდეს ძვლის ტვინის, ასევე ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციები. სისხლის საერთო ანალიზი (CBC) და სრული მეტაბოლური პანელი(სისხლის ბიოქიმიური ანალიზი) წარმოადგენს საწყისი ლაბორატორიული კვლევების შემადგენელს.[2]

გამოსახულებითი და შემდგომი კვლევები

გულმკერდის რენტგენოგრაფიით ფილტვის კვლევა გვეხმარება რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტებში ფილტვის KS-ის სკრინინგში . [2][5]უნდა გამოირიცხოს ფილტვის თანმხლები ინფექცია. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ცვლილებების მქონე პაციენტებში, ფილტვის KS-ის დიაგნოზის დასადასტურებლად, შესაძლებელია გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) და ბრონქოსკოპიის ჩატარება გახდეს საჭირო.[2][5]სისხლდენის რისკის გამო, შედარებით უკუნაჩვენებია რესპირატორული ტრაქტის დაზიანებული კერების ბიოფსია.[33][34][35]

ბიოფსია შეიძლება საჭირო გახდეს მასიური ლიმფადენოპათიის შემთხვევაში, დაზიანებების სხვა გენეზის გამოსარიცხად. თუ სავარაუდოა ვისცერალური ჩართულობა, განავალში ფარული სისხლდენის ტესტი გვეხმარება გასტროინტესტინური ტრაქტის დაავადებების გამოვლენაში.[2] კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპია სიმპტომურ პირებში შეიძლება იყოს გამოსადეგი, მაგრამ არ არის რეკომენდებული რუტინული შეფასების ნაწილი რკინის დეფიციტის, კუჭ-ნაწლავიდან სისხლის დაკარგვის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში.[2][4][29]კომპიუტერული ტომოგრაფია, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET) და მაგნიტური რეზონანსის ტომოგრაფია (MRI) შეიძლება სასარგებლო იყოს ღრმა კვანძოვანი და ვისცერული კაპოშის სარკომის, ასევე ძვლის დაზიანებების შესაფასებლად. ძვლის დაზიანებები უკეთესად ვლინდება კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით, რადგან ჩვეულებრივი რენტგენის ან ძვლის სკანირების დროს ისინი ხშირად შეუმჩნეველი რჩება .[36]

თუ დაგეგმილია ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია, რეპროდუქციული ასაკის პაციენტებში უნდა ჩატარდეს ორსულობის ტესტირება.[5]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: კაპოშის სარკომა; ფოტომიკროგრაფიული ჰისტოპათოლოგია, ვლინდება სისხლძარღვოვანი, თითისტარისებრი სიმსივნური უჯრედების ფასციკულები (ჰემატოქსილინი და ეოზინი)From the collection of Dr Liron Pantanowitz; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@a0f868b[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის CT სკანირება, ვლინდება კაპოშის სარკომა ფილტვში, რეტიკულური სურათიFrom the collection of Dr Bruce J. Dezube; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2d84663f

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას