პირველადი პრევენცია
ადამიანის ჰერპესვირუს-8-ის (HHV-8, ასევე ცნობილი როგორც კაპოშის სარკომასთან ასოცირებული ჰერპესვირუსის [KSHV]) ერადიკაცია ამჟამად შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაციის გაცემა კაპოშის სარკომის პრევენციის მიზნით.[2][4] კაპოშის სარკომის რისკის მქონე პაციენტები, რომლებიც უნდა გავსინჯოთ დაზიანებების აღმოსაჩენად:
ხმელთაშუა რეგიონის ან ებრაული წარმომავლობის ხანდაზმული მამაკაცები
აივ-დადებითი პირები
იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე მყოფი პაციენტები
ტრანსპლანტის რეციპიენტები
სკრინინგმა, პარენქიმული ორგანოების რეციპიენტთა და ტრანსპლანტანტ დონორების ადამიანის ჰერპესვირუს-8-ის ინფექციასთან დაკავშირებით, შეიძლება გაზარდოს ცოდნა ეპიდემიოლოგიისა და ჰერპესვირუს-8-თან ასოცირებული დაავადების მართვის შესახებ ტრანსპლანტანტის მიმღებებში.[26]
ნერწყვი არის ინფექციური ვირუსის წყარო და, ალბათ, ადამიანის ჰერპესვირუსი-8-ის გადაცემის მნიშვნელოვანი გზა. აშშ-ის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის რჩევით, მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან, უნდა ჩაუტარდეთ კონსულტაცია ნერწყვის საშუალებით კაპოშის სარკომასთნ დაკავშირებული ჰერპესვირუსის შესაძლო გავრცელების შესახებ.[27]
აივ დადებით ადამიანებში, ანტირეტროვირუსული თერაპიის ადრეული დაწყება (ART) სავარაუდოდ ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა კაპოშის სარკომის პროფილაქტიკისთვის; არცერთი ანტირეტროვირუსული აგენტი არ არის დადასტურებულად უპირატესი კაპოშის სარკომის პრევენციის თვალსაზრისით.[28]
მეორეული პრევენცია
კაპოშის სარკომის მქონე შიდსით დაავადებული პაციენტები უნდა იცავდნენ ანტირეტროვირუსულ რეჟიმს რათა დაავადება არ პროგრესირდეს და/ან არ განვითარდეს ახალი დაზიანებები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას