შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

35 წლის ჰომოსექსუალი მამაკაცი, რომელსაც აივ ინფექცია აქვს, ამბობს რომ ახლახანს ფეხებზე იასამნისფერი ფოლაქები გაუჩნდა. აღენიშნება გენერალიზებული ლიმფადენოპათია. კანზე მსგავსი დაზიანებები აქვს ტორსის ნაწილში და მაგარ სასაზე იასამნისფერი წარმონაქმნი აღინიშნება. [Figure caption and citation for the preceding image starts]: კაპოშის სარკომა, იასამნისფერი-მოყავისფრო ფოლაქი ტერფზეFrom the collection of Dr Bruce J. Dezube; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6ea83e43

შემთხვევის ანამნეზი #2

68 წლის ებრაელი მამაკაცი უჩივის ნელა მზარდ იასამნისფერ წარმონაქმნს ტერფზე, რომელიც ხასიათდება ფოკალური დაწყლულებით და თან ახლავს ლიმფედემა. პაციენტი აივ-უარყოფითია.

სხვა გამოვლინებები

პაციენტს შეიძლება ქონდეს ხილული სისხლძარღვოვანი დაზიანება კანის/ლორწოვანის ან შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. შიდსთან დაკავშირებული კაპოშის სარკომა ვარიაბელური კლინიკური მიმდინარეობით ხასიათდება, როგორც მსუბუქი მიმდინარეობით (შემთხვევით აღმოჩენილი), ისე სწრაფად პროგრესირებადი მიმდინარეობით, რაც დაკავშირებულია ავადობისა და სიკვდილობის ზრდასთან. პირის ღრუს დაზიანებების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი, სისხლდენა, დაწყლულება და/ან ღეჭვის, მეტყველების, ყლაპვის პრობლემები. თუ ჩართულია კონიუნქტივა, შეიძლება გამოვლინდეს თვალების შეწითლება, გამონადენი და მხედველობის დაბინდვა. პაციენტები ხშირად მოდიან ლორწოვანი გარსების დაავადებით, განსაკუთრებით შიდსის შემთხვევაში. თუ ჩართულია გასტროინტესტინური ტრაქტი, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს წონის კლება, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, ილეუსი, ზედა ან ქვედა გასტროინტესტინური ტრაქტიდან სისხლდენა, მალაბსორბცია, ნაწლავის ობსტრუქცია და იშვიათად დიარეა. თუ ჩართულია ქვედა რესპირატორული ტრაქტი, პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ქოშინი, ცხელება, ხველა, ჰემოფთიზი და ტკივილი გულმკერდის არეში, აგრეთვე სეროზულჰემორაგიული პლევრული გამონაჟონი. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, კაპოშის სარკომა შეიძლება მოიცავდეს მასის წარმოქმნის დაზიანებებს სხეულის ნებისმიერ ნაწილში და/ან იწვევდეს ორგანოების დაზიანებას. იშვიათად, კაპოშის სარკომა შეიძლება გაჩნდეს ქირურგიული ჭრილობის ადგილზე ან კანის ქრონიკული ანთების არეში. ბოლოს, პირი კლინიკაში შეიძლება გამოცხადდეს ან მხოლოდ ამ დაზიანებებთან დაკავშირებით არსებული სტიგმით გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესის მიზეზით, ან კოსმეტიკური ჩივილის შედეგად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას