ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
პაციენტის კლინიკური კატეგორიის ამოცნობა (კლასიკური [სპორადული]; ენდემური [დაფიქსირებული სუბსაჰარის აფრიკაში]; ეპიდემიური [შიდსთან დაკავშირებული]; იატროგენული [ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული]) არის საკვანძო სწორი დიაგნოზისთვის, ამასთან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პაციენტის აივ-ის სტატუსი, ეთნიკური წარმომავლობა (აფრიკელი, ხმელთაშუა ზღვის ან ებრაელი) და იატროგენული იმუნოსუპრესიის ისტორია, განსაკუთრებით ტრანსპლანტაცია.
ასაკი >50 წელი
მამრობითი სქესი
კაპოშის სარკომის ყველა ეპიდემიოლოგიურ ფორმა მეტად დამახასიათებელია მამაკაცებისთვის. 2020 წელს, კაპოშის სარკომას ასაკობრივი სტანდარტიზებული შემთხვევების სიხშირე შეფასდა, როგორც 0,5 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე მამაკაცებში და 0,2 შემთხვევა 100,000 ქალებში.[7]
გეოგრაფიული მდებარეობა: ცენტრალური აფრიკა ან ხმელთაშუა ზღვა
გვხვდება მსოფლიოს მასშტაბით. შიდსის ეპიდემიამდე, ენდემური კაპოშის სარკომის ინციდენტობა უფრო მაღალი იყო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, ტანზანიასა და კამერუნში (>6 1000 ადამიან-წელიწადი), ვიდრე სამხრეთ ან ჩრდილოეთ აფრიკაში (≤2 1000 ადამიან-წელიწადი).[17]
კლასიკური (სპორადული) კაპოშის სარკომა ყველაზე მაღალი ინციდენტობით ხმელთაშუა რეგიონის ქვეყნებში გვხვდება.[4]
HIV ინფექცია
შიდსთან დაკავშირებული კაპოშის სარკომა აივ დადებით პირებში ძირითადად (მაგრამ არა ყოველთვის) გვხვდება CD4 T-უჯრედების დაბალი რაოდენობის დროს.
აივ-ით ინფიცირებულ პირებში კაპოშის სარკომას დიაგნოზის რისკი 500-ჯერ უფრო მაღალია, ზოგად მოსახლეობასთან შედარებით.[8]
ადამიანის მე-8 ჰერპესვირუსული (HHV-8, ასევე ცნობილი როგორც კაპოშის სარკომასთან დაკავშირებული ჰერპესვირუსი [KSHV]) ინფექცია.
ინფექციის არსებობა აუცილებელია კაპოშის სარკომის განვითარებისთვის. HHV-8-სთან დაკავშირებული სხვა დაავადებების მქონე პირებში, როგორიცაა მულტიცენტრული კესლმანის დაავადება და პირველადი ეფუზიური ლიმფომა, კაპოშის სარკომის რისკი ასევე მაღალია.[22]
იმუნოსუპრესია
იატროგენული კაპოშის სარკომა შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესიულ თერაპიას, განსაკუთრებით ორგანოთა ტრანსპლანტანტის მიმღებებში.[3]
შეერთებულ შტატებში, კაპოშის სარკომის ინციდენტობა ტრანსპლანტანტების მიმღებთა შორის არის 8,8-დან 12,4-მდე 100000 მიმღებზე.[15][16] იატროგენული (ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული) კაპოშის სარკომის ინციდენტობა განსხვავდება სხვადასხვა ეთნიკურ და გეოგრაფიულ რეგიონში.[13][14][15]
კანის დაზიანება
კანის კერები შესაძლოა იყოს მულტიფოკალური, ასიმეტრიულად გავრცელებული, ქავილის გარეშე. ისინი სხვადასხვა ზომისაა (რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე დიამეტრის) და სხვადასხვა ფერის (ვარდისფერი, წითელი, მოიისფრო, ყავისფერი ან ლურჯი). მუქი ფერის კანის მქონე პირებში კანის დაზიანების გამორჩევა შეიძლება უფრო რთული იყოს. დაზიანება შეიძლება იყოს კვანძოვანი, ფოლაქისერი, ბულოზური ან სოკოსებრი, დაწყლულებით და მეორეული დაინფიცირებით.[3] ხანგრძლივი დაზიანება შეიძლება გახდეს მკვრივი (ხისმაგვარი) და ჰიპერკერატოზული.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მრავლობითი ვარდისფერი-იასამნისფერი კაპოშის სარკომის კვანძები ქვედა კიდურებზეFrom the collection of Dr Bruce J. Dezube; used with permission [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: კაპოშის სარკომა, იასამნისფერი-მოყავისფრო ფოლაქი ტერფზეFrom the collection of Dr Bruce J. Dezube; used with permission [Citation ends].
დაზიანება პირის ღრუში
ორალური კაპოშის სარკომა ხშირად აზიანებს მაგარ სასას, ღრძილებსა და ენის დორსალურ ზედაპირს. კაპოშის სარკომითა და შიდსით დაავადებულთა დაახლოებით 23%-ს შეიძლება აღენიშნებოდეს პირის ღრუს დაზიანებები; ორალური დაზიანებების გლობალური პრევალენტობა აივისა და კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებს შორის შეადგენს 5%-ს.[37][38]
შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა და ფერის მაკულა, პაპულა, კვანძები და ეგზოფიტური წარმონაქმნები. შორსწასული დაზიანებები შეიძლება დაწყლულდეს ღეჭვით მიყენებული ტრავმისა და მეორეული ინფექციის გამო.
ლიმფადენოპათია
ლიმფური კვანძების ჩართულობა შეიძლება იყოს გენერალიზებული და გამოიწვიოს მცირე ზომის, გამაგრებული ლიმფური კვანძების ან მასიური ლიმფადენოპათიის სურათი.
ლიმფედემა
შეიძლება მტკივნეული იყოს ფეხები, გენიტალიები და სახე. ტკივილი დაავადების მასშტაბთან შედარებით არაპროპორციულად ძლიერია და ფარავს ფონურ დაზიანებებს.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
იშვიათი
წონაში კლება
შეიძლება გამოვლინდეს გასტროინტესტინური ტრაქტის ჩართულობის გამო ან ფონური დაავადების (მაგ. აივ ინფექცია) შედეგად.
მუცლის ტკივილი
გასტროინტესტინური ტრაქტის კაპოშის სარკომამ შეიძლება მუცლის არასპეციფიკური ტკივილი გამოიწვიოს.
გასტროინტესტინური სისხლდენა
გასტროინტესტინური ტრაქტის კაპოშის სარკომამ შეიძლება ზედა ან ქვედა ტრაქტის სისხლდენა გამოიწვიოს.
დიარეა
გასტროინტესტინური ტრაქტის კაპოშის სარკომამ შეიძლება დიარეა გამოიწვიოს.
ქოშინი
ფილტვის კაპოშის სარკომა შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის უკმარისობით.
ჰემოპტიზი
ქვედა სასუნთქი გზების სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოფთიზი.
ტკივილ გულმკერდის არეში
ფილტვის კაპოშის სარკომა შეიძლება გამოვლინდეს არაპეციფიკური ტკივილით გულმკერდის არეში.
ცხელება
ნებისმიერი ორგანოს კაპოშის სარკომას შეიძლება თან ახლდეს ცხელება.
რისკფაქტორები
ძლიერი
მამრობითი სქესი
კაპოშის სარკომის ყველა ეპიდემიოლოგიურ ფორმა მეტად დამახასიათებელია მამაკაცებისთვის. 2020 წელს, კაპოშის სარკომას ასაკობრივი სტანდარტიზებული შემთხვევების სიხშირე შეფასდა, როგორც 0,5 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე მამაკაცებში და 0,2 შემთხვევა 100,000 ქალებში.[7]
HIV ინფექცია
აივ-ით ინფიცირებულ პირებში კაპოშის სარკომას დიაგნოზის რისკი 500-ჯერ უფრო მაღალია, ზოგად მოსახლეობასთან შედარებით.[8]
იმუნოსუპრესიული თერაპია
იატროგენული კაპოშის სარკომა შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესიულ თერაპიას, განსაკუთრებით ორგანოთა ტრანსპლანტანტის მიმღებებში.[3]
შეერთებულ შტატებში, კაპოშის სარკომის ინციდენტობა ტრანსპლანტანტების მიმღებთა შორის არის 8,8-დან 12,4-მდე 100000 მიმღებზე.[15][16] იატროგენული (ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული) კაპოშის სარკომის ინციდენტობა განსხვავდება სხვადასხვა ეთნიკურ და გეოგრაფიულ რეგიონში.[13][14][15]
ადამიანის მე-8 ჰერპესვირუსული (HHV-8, ასევე ცნობილი როგორც კაპოშის სარკომასთან დაკავშირებული ჰერპესვირუსი [KSHV]) ინფექცია.
HHV-8 ინფექციის არსებობა აუცილებელია კაპოშის სარკომის განვითარებისთვის. HHV-8-სთან დაკავშირებული სხვა დაავადებების მქონე პირებში, როგორიცაა მულტიცენტრული კესლმანის დაავადება და პირველადი ეფუზიური ლიმფომა, კაპოშის სარკომის რისკი ასევე მაღალია.[22]
ცენტრალური აფრიკის ეთნიკურობა
შიდსის ეპიდემიამდე, ენდემური კაპოშის სარკომის ინციდენტობა უფრო მაღალი იყო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, ტანზანიასა და კამერუნში (>6 1000 ადამიან-წელიწადი), ვიდრე სამხრეთ ან ჩრდილოეთ აფრიკაში (≤2 1000 ადამიან-წელიწადი).[17]
სუსტი
ნარკომანია
აივ ინფიცირებულ ადამიანებში, ინტრავენური და არაინექციური ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებისა და ალკოჰოლის პრობლემების მქონე ადამიანებს უფრო მეტად აღენიშნებათ კაპოშის სარკომა.[23]
შემდგომმა კვლევამ ვერ აღმოაჩინა კავშირი რეკრეაციული ნარკოტიკების (ამფეტამინები, ამილის ნიტრატი [პოპერები], კოკაინი, კანაფი) გამოყენებასა და კაპოშის სარკომის რისკს შორის აივ- და ადამიანის ჰერპესვირუს-8 (HHV-8) კოინინფიცირებულ მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან.[24]
ებრაული წარმომავლობა
ებრაელ ხანდაზმულ მამაკაცებში კლასიკური სპორადული კაპოშის სარკომის რისკი მაღალია.[12]
ხმელთაშუა რეგიონიდან წარმომავლობა
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას