კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
აივ (HIV) ტესტირება
ტესტი
აივ-დადებით პაციენტში კაპოშის სარკომის გამოვლენა ითვლება შიდსის დეფინიციურ ფაქტორად. თუ პაციენტი აივ დადებითია, უნდა განისაზღვროს CD4 T-უჯრედების რაოდენობა და აივ ვირუსული დატვირთვა.
შედეგი
დადებითია შიდსთან დაკავშირებული კაპოშის სარკომის დროს
FBC და სისხლის სრული ბიოქიმიური ანალიზი
ტესტი
ძვლის ტვინის ფუნქცია საჭიროებს შეფასებას სისტემურ ქიმიოთერაპიაზე მყოფ პაციენტებში.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
კანის/ლორწოვანის ბიოფსია
ტესტი
კანის პუნქციური ბიოფსია ადვილად ტარდება და გვეხმარება დიფდიაგნოსტიკაში. ჰისტოპათოლოგიურად გამოვლინდება ატიპური თითისტარისებრი უჯრედები.[30]
იმუნოჰისტოქიმიური ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია კაპოშის სარკომით დაზიანებული უჯრედების მიერ ექსპრესირებული შემდეგი მარკერების გამოსავლენად: ლატენტურობასთან ასოცირებული ბირთვული ანტიგენ-1 (LANA-1, HHV-8-ის სუროგატი მარკერი); CD31/CD34 (სისხლძარღვთა ენდოთელური უჯრედების იმუნომარკერები) და D2-40 (ლიმფური უჯრედის იმუნომარკერი).[31][32]
LANA-1-ის დადებითმა შედეგმა შეიძლება დაადასტუროს KS დიაგნოზი; CD31 და CD34 კვლევა შეიძლება სასარგებლო იყოს,თუ გაურკვეველია, არის თუ არა სიმსივნე სისხლძარღვოვანი წარმოშობის.[2][5][32]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კაპოშის სარკომა; ფოტომიკროგრაფიული ჰისტოპათოლოგია, ვლინდება სისხლძარღვოვანი, თითისტარისებრი სიმსივნური უჯრედების ფასციკულები (ჰემატოქსილინი და ეოზინი)From the collection of Dr Liron Pantanowitz; used with permission [Citation ends].
შედეგი
დამახასიათებელი სისხლძარღვოვანი დაზიანება
გასათვალისწინებელი კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)
ტესტი
გამოსადეგია ფილტვის კაპოშის სარკომის სკრინინგისთვის სიმპტომურ პირებში.[2][5] უნდა გამოირიცხოს ფილტვის თანმხლდები ინფექცია, რადგანაც არცერთი ჩამოთვლილი ნიშანი კაპოშის სარკომისთვის პათოგნომური არ არის.
შედეგი
კვანძოვანი, ინტერსტიციული და/ან ალვეოლური ინფილტრატები; სეროზულჰემორაგიული პლევრული გამონაჟონი; ჰილარული და/ან შუასაყრის ლიმფადენოპათია; ცალკეული კვანძი
გულმკერდის CT და ბრონქოსკოპია
ტესტი
ფილტვის კაპოშის სარკომის დიაგნოზის დასადასტურებლად. გამოყენება ნაჩვენებია გულმკერდის პათოლოგიური რენტგენოგრაფიის მქონე პაციენტებში.[2][5]
რესპირატორული ტრაქტის კერების ბიოფსია შედარებით უკუნაჩვენებია სისხლდენის რისკის გამო.[33][34][35]
შედეგი
დამახასიათებელი იასამნისფერი ან ალუბლისფერი, ოდნავ ამოწეული სისხლძარღვოვანი დაზიანებები ტრაქეობრონქულ გზებში
მუცლის/მენჯის კტ სკანირება
ტესტი
შეიძლება საჭირო იყოს სხვა მდგომარეობების გამოსარიცხად, მაგრამ აუცილებლად არ ტარდება რუტინული შეფასების ფარგლებში.[2][5]
კომპიუტერული ტომოგრაფია(CT) შეიძლება სასარგებლო იყოს ღრმა კვანძოვანი და ვისცერული კაპოშის სარკომის, ასევე ძვლის დაზიანებების შესაფასებლად. ძვლის დაზიანებები უკეთესად ვლინდება CT და MRI-ით, რადგანაც მარტივი რენტგენოგრაფით ან ძვლის სკანირებით ისინი ხშირად შეუმჩნევლი რჩება.[36][Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის CT სკანირება, ვლინდება კაპოშის სარკომა ფილტვში, რეტიკულური სურათიFrom the collection of Dr Bruce J. Dezube; used with permission [Citation ends].
შედეგი
გვეხმარება ღრმა კვანძოვანი და ვისცერული დაზიანებების შეფასებაში
მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI)
ტესტი
შეიძლება საჭირო იყოს სხვა მდგომარეობების გამოსარიცხად, მაგრამ აუცილებლად არ ტარდება რუტინული შეფასების ფარგლებში.[2] მონაცემები კაპოშის სარკომისთვის სპეციფიური არ არის. MRI შეიძლება სასარგებლო იყოს ღრმა კვანძოვანი და ვისცერული კაპოშის სარკომის, ასევე ძვლის დაზიანებების შესაფასებლად. ძვლის დაზიანებები უკეთესად ვლინდება CT და MRI-ით, რადგანაც მარტივი რენტგენოგრაფით ან ძვლის სკანირებით ისინი ხშირად შეუმჩნევლი რჩება.[36]
შედეგი
გვეხმარება ვისცერული დაავადებისა და ღრმა ქსოვილოვანი სიბრტყეების ჩართულობის შესაფასებლად
განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
ტესტი
გასტროინტესტინური დაავადების სკრინინგისთვის გამოსადეგია განავალში ფარული სისხლდენის ტესტი.[2]
შედეგი
დადებითი ტესტი მიუთითებს ქვედა გასტროინტესტინური ტრაქტის სისხლდენაზე, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს კაპოშის სარკომას
კუჭ-ნაწლავის (GI) ენდოსკოპია
ტესტი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპია სიმპტომურ პირებში შეიძლება იყოს გამოსადეგი, მაგრამ არ არის რეკომენდებული რუტინული შეფასების ნაწილი რკინის დეფიციტის, კუჭ-ნაწლავიდან სისხლის დაკარგვის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში.[2][4][29] ლორწოვანის ბიოფსია ყოველთვის არ იქნება დიაგნოსტიკური, რადგანაც კაპოშის სარკომა ხშირად სუბმუკოზალურია.
შედეგი
იზოლირებული ან შერწყმული ჰემორაგიული კვანძები
PET-სკანირება
ლიმფური კვანძების ბიოფსია
ტესტი
მცირე ზომის ლიმფური კვანძების რუტინული ბიოფსია რეკომენდებული არ არის კვანძოვანი კაპოშის სარკომის დიაგნოსტიკისთვის.[40] მასიური ლიმფადენოპათია ჰისტოლოგიურად უნდა შეფასდეს სხვა დიაგნოზების გამოსარიცხად.
შედეგი
დამახასიათებელი სისხლძარღვოვანი დაზიანება
თირკმლის ფუნქციური ტესტები
ტესტი
სისტემური ქიმიოთერაპიის შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციის შეფასება.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
სისტემური ქიმიოთერაპიის შემთხვევაში საჭიროა ღვიძლის ფუნქციის შეფასებაც.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ახალი ტესტები
ადამიანის მე-8 ტიპის ჰერპესვირუსის ვირემია და სეროლოგია
ტესტი
სეროლოგიამ შეიძლება გამოავლინოს რისკის მქონე პაციენტები და კორელირებს დაავადების დატვირთვასთან.
ადამიანის ჰერპესვირუსი-8-ის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) განსაზღვრა და მის მიმართ არსებული ანტისხეულების ანალიზები ჩვეულებრივ არ არის გამართლებული რუტინულად კლინიკურ პრაქტიკაში, მაგრამ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ინდივიდუალურად-ცალკეულ შემთხვევებში.[3][5]
შედეგი
თუ ხელმისაწვდომია, გამოავლენს დადებით ტიტრს
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას