პირველადი პრევენცია
ფილტვის ინფექციების ადრეული ამოცნობა და მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფილტვის აბსცესის თავიდან ასაცილებლად. პაციენტებს გარკვეული წინასწარგანწყობითი ფაქტორებით(მაგ., საყლაპავის დარღვევები, საყლაპავის ან კუჭის ქირურგია) უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, თუ როგორ შეამცირონ კუჭის შიგთავსის ასპირაციის რისკი ძილის დროს თავის აწევით, ძილის წინ კუჭის ზედმეტი გადავსების თავიდან არიდებით და სტომატოლოგიური ჰიგიენის დაცვით.
მეორეული პრევენცია
რეციდივის ან განმეორებითი დაავადების რისკის შემცირება შესაძლებელია პაციენტის იმ ფაქტორებისადმი ექსპოზიციის მინიუმამდე დაყვანით, რომლებიც ხელს უწყობს პირველადი ინფექციის განვითარებას (მაგ.ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკების მოხმარება, პირის ღრუს შეუსაბამო ჰიგიენა). კუჭის შიგთავსის ასპირაციის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები ასევე უნდა იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ შეამცირონ აღნიშნული რისკი (მაგ. ძილის დროს თავის აწევით და ძილის წინ კუჭის გადავსებისგან თავის შეკავბით).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას