ეპიდემიოლოგია

ფილტვის აბსცესების სიხშირე და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა ანტიბიოტიკების, პერკუტანეული დრენაჟის და მკურნალობის სხვა ვარიანტების დანერგვისა და ფართო გამოყენების შემდეგ.[6][7]​​​ განვითარებულ ქვეყნებში დაავადების სქემა შეიცვალა, ფილტვის აბსცესები სულ უფრო გახშირდა, მეორადად სამედიცინო პირობების გამო.[6][8][9]​​ მამაკაცები და ხანდაზმული ადამიანები ყველაზე ხშირად ავადდებიან.[6][10][11]​​[12]​ აღსანიშნავია, რომ ფილტვის აბსცესების ნახევარზე მეტის შემთხვევაში, აღინიშნება შერეული ფლორა, ხოლო ნახევარზე მეტში - ანაერობული.[10]​ და ბოლოს, ფილტვის აბსცესის გაურთულებელ შემთხვევებში სიკვდილობა არის 10%, თუმცა მოცემული მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს 75%-მდე კიბოს, იმუნოსუპრესიის, შეცვლილი ცნობიერების, ანემიისა და პნევმონიის არსებობისას (მათ შორის Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus aureus ან Klebsoniaella) .[10]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას