ეტიოლოგია
ფილტვის აბსცესი ჩვეულებრივ პოლიმიკრობულია და დაკავშირებულია ასპირაციასთან. სტრეპტოკოკები და ანაერობები საზოგადოებაში შეძენილი ინფექციის წამყვანი მიზეზებია.[7]
ანაერობული ბაქტერიები მრავლადაა ღრძილების ნაპრალებში, განსაკუთრებით პერიოდონტალურის დაავადების დროს. ყველაზე ხშირად გამოყოფილია პეპტოსტრეპტოკოკები, ბაქტერიოიდები, პრევოტელა და ფუსობაქტერიები.[10][13] გამომწვევი აერობები მოიცავს სტრეპტოკოკი milleri, S. aureus, Klebsiella სახეობები, სტრეპტოკოკი pyogenes და Haemophilus influenzae. მიკრო-აეროფილური სტრეპტოკოკები და viridans სტრეპტოკოკები მნიშვნელოვანი გამომწვევი აგენტები არიან იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში.[10][14]
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში აღირიცხება Klebsiella pneumoniae და ანაერობები, ხოლო პაციენტებში ფილტვების მრავლობითი აბსცესით - Panton-Valentine leukocidin-დადებითი Staphylococcus aureus.[5][15][16] Gemella, Actinomyces და Nocardia სახეობები სხვა მნიშვნელოვანი პათოგენებია.[7]
თუ აბსცესი არის პნევმონიის გართულება, ხშირია მონომიკრობული ეტიოლოგია აერობული ბაქტერიით, როგორიცაა S aureus, K pneumoniae, Haemophilus influenzae, Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Pasteurella multocida, Burkholderia, Legionella species, Streptococcus pneumoniae და A ჯგუფის სტრეპტოკოკი.[17][18]S aureus და P aeruginosa ხშირად გვხვდება გამოყოფილი, ფილტვის ჰოსპიტალში შეძენილი აბსცესების დროს ან მანეკროზებელი პნევმონიის შემთხვევაში, პათოგენების მიერ ოროფარინგეული კოლონიზაციის შედეგად.
იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში ფილტვის აბსცესები, ჩვეულებისამებრ, გამოწვეულია მრავალი პათოგენით (ანაერობები, როგორც წესი, იზოლირებული არ არის).[19] დაქვეითებული უჯრედული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, ფილტვის აბსცესი უკავშირდება ისეთ ოპორტუნისტულ პათოგენებს, როგორიცაა მაგალითად მიკობაქტერია, Nocardia, Aspergillus და Rhodococcus. ლეიკოპენიურ პაციენტებთან მნიშვნელოვანი პათოგენებია აერობული ბაქტერიები (S aureus, P aeruginosa, და Haemophilus სახეობები) და სოკოვანი ორგანიზმები (e.g., Aspergillus და zygomycetes).
ისეთი გრამუარყოფითი ორგანიზმები, როგორიცაა მაგალითად, P aeruginosa, ივარაუდება, რომ მონაწილეობს ფილტვის აბსცესების ჩამოყალიბებაში, რომლებიც თავს იჩენს გართულებული პნევმონიის მქონე ან იმუნოკომეტირებულ პაციენტებში, საავადმყოფოში შეძენილი ფილტვის აბსცესების ან ნეკროზული პნევმონიის შემთხვევებში ამ ორგანიზმების ოროფარინგეული კოლონიზაციის შემდეგ.[20]
პათოფიზიოლოგია
ფილტვის აბსცესი, როგორც წესი, ვითარდება იმ პაციენტებთან, რომლებიც მიდრეკილნი არიან კუჭის შიგთავსის ასპირაციისადმი, შეცვლილი ცნობიერების ან დისფაგიის გამო, რაც თავისხმრივ დაკავშირებულია ნევროლოგიურ ან საყლაპავისმიერ დაავადებასთან.[4] კუჭის შიგთავსის ასპირაციის ძირითადი მიზეზებია: ალკოჰოლურ სტუპორი, გულყრა, ინსულტი, ნევროლოგიური ბულბარული დისფუნქცია, მედიკამენტის ზედოზირება და ზოგადი ანესთეზია. სხვა მიზეზები სტომატოლოგიურ ან ოროფარინგეულ ქირურგიულ ოპერაციებს (განსაკუთრებით, ტონზილექტომიას მჯდომარე პოზიციაში) და საყლაპავის დაავადებებს (სტრიქტურა, ავთვისებიანი სიმსივნე და რეფლუქსი). ნაზოგასტრული და ენდოტრაქეალური მილები ხელს უშლის ნორმალურ ანატომიურ ბარიერებს და ხელს უწყობს ოროფარინგეული სითხის ასპირაციას. ოროფარინგეულიი დაბინძურებული სეკრეტის ასპირაცია იწვევს ნეკროზულ ინფექციას, რასაც მოსდევს პლევრით შემოფარგლულად ინფექციის სეგმენტური გადანაწილება(პლევრალური სივრცის გაფართოება იშვიათია). შედეგად მიღებული ღრუ ჩვეულებრივ განცალკევებულია და აქვს სქელი ბოჭკოვანი კედელი.
ასპირაციასთან დაკავშირებული ფილტვის აბსცესები ჩვეულებრივ გვხვდება მარჯვენა ფილტვში და მასთან დამოკიდებულ წილებში (მაგ., მარჯვენა ზედა წილის უკანა სეგმენტი და ორივე ქვედა წილის ზემო სეგმენტები).
სხვა პროცესები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის აბსცესი: ობსტრუქცის გამომწვევი სიმსივნის ან უცხო სხეულის დისტალურად განვითარებული ინფექცია, მეორადი ინფექცია ფილტვის სემბოლიისა ინფარქტისას, სეპტიურ ემბოლიზაცია მარჯვენა (მაგ., ტრიკუსპიდური სარქვლის) ბაქტერიული ენდოკარდიტის დროს ან სეპტიური ემბოლიზაცია პერიფერიული სეპტიური თრომბოფლებიტის დროს.[21] სეპტიური ემბოლიზაციით გამოწვეული აბსცესები, როგორც წესი, მოიცავს ფილტვების მრავალ არამომიჯნავე უბანს.[22] 50 წელზე უფროს მოზრდილებში ფილტვის აბსცესების თითქმის 50% დაკავშირებულია ფილტვის სიმსივნეებთან, ხოლო 17%-40% - წინმსწრებ პნევმონიასთან.[9][18]
ლემიერის სინდრომი არის მწვავე ოროფარინგეული ინფექცია გამოწვეული Fusobacterium-ის სახეობებით, რომელიც ჩვეულებრივ აინფიცირებს ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანებს და გართულებულია საუღლე ვენის თრომბოფლებიტით და მეტასტაზური სეპტიური ემბოლიზაციით.[23] ამ სინდრომისთვის დამახასიათებელია ფილტვის მრავლობით აბსცესი, რასაც ფეხის რბილი ქსოვილების აბსცესით გამოწვეული ქვედა ღრუ ვენების თრომბოზი იწვევს.[24]და ბოლოს, დიაფრაგმის გავლით ღვიძლის ამებური აბსცესის უშუალო გავრცელებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვის ამებური აბსცესი, რომელიც, როგორც წესი ვითარდება მარჯვენა ქვემო წილში.
კლასიფიკაცია
კლინიკური კლასიფიკაცია
ფილტვის აბსცესები კლასიფიცირდება, როგორც პირველადი ან მეორადი, ასევე დიაგნოსტიკამდე სიმპტომების ხანგრძლივობის მიხედვით როგორც მწვავე, ქვემწვავე, ან ქრონიკული.
ფილტვის მწვავე აბსცესი
სიმპტომები გრძელდება <2 კვირის განმავლობაში, როგორც წესი, მხოლოდ რამოდენიმე დღე.
ფილტვის ქვემწვავე აბსცესი
სიმპტომები ვლინდება ≥2 კვირის განმავლობაში.
ფილტვის ქრონიკული აბსცესი
სიმპტომები გრძელდება >1 თვე.
ფილტვის პირველადი აბსცესი
ჩნდება ფონური კლინიკური მდგომარეობების არარსებობისას
როგორც წესი, გვხვდება კუჭის შიგთავსის ასპირაციისკენ მიდრეკილ ადამიანებში, ან მათთან ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით კარგია
ფილტვის აბსცესების დაახლოებით 80%-ს წარმოადგენს.
ფილტვის მეორადი აბსცესი
ასოცირდება ისეთ თანმხლებ დაავადებებთან, როგორიცაა სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადება, ნეოპლაზმები, იმუნიტეტის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტი და ფილტვგარე ინფექცია ან სეფსისი.[4]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას