დიფერენციული დიაგნოზები
ნეოპლაზმა (პირველადი ან მეტასტაზური ფილტვის კიბო, ლიმფომა)
ნიშნები / სიმპტომები
ავთვისებიანი სიმსივნე ასოცირდება სუბფებრილურ ტემპერატურასთან, ლეიკოციტოზის არარსებობასთან, სისტემური ხასიათის მინიმალურ ჩივილებთან, კუჭის შიგთავსის ასპირაციაზე საეჭვო ფაქტორების არარსებობასთან, 10 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკოთერაპიაზე პასუხის არარსებობასთან და მდგომარეობის გაუარესებასთან.[29] ჰემოპტიზი ძირითადად უკავშირდება ბრონქოგენულ კარცინომას.
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრაფია: მცირე ინტენსივობის ინფილტრაციული ჩრდილი ღრუს გარშემო.
ნახველის ციტოლოგია: შესაძლოა აჩვენოს ავთვისებიანი უჯრედები.
გულმკერდის კტ და ბრონქოსკოპია: ადასტურებს ობსტრუქციულ დაზიანებას.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ვლინდება ფილტვის სიმსივნე ცენტრალური კავიტაციითდოქტორ პ. კიოუმისის კოლექციიდან [Citation ends].
ტუბერკულოზი
ნიშნები / სიმპტომები
ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთან ექსპოზიციის ისტორია.
გადაღლის, შეუძლოდ ყოფნის, ანორექსიის და წონაში კლების სისტემური სიმპტომები, ასევე, სუბფებრილური ცხელება ღამის ოფლიანობით, არის ძირითადი სიმპტომები.
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრაფია: ღრუ როგორც წესი, მდებარეობს ზედა წილებში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ვლინდება ტუბერკულოზური აბსცესის მსგავს კავიტირებული დაზიანებადოქტორ პ. კიოუმისის კოლექციიდან [Citation ends].
ნახველის ნაცხი და კულტურა ლოვენშტეინ-იენსენის ნიადაგზე: დადებითია მჟავაგამძლე ბაცილებისთვის.
გულმკერდის კტ: ღრუროვანი დაზიანებები ჩვეულებრივ ზედა წილებში და როგორც წესი, თან ახლავს პარენქიმული ინფილტრატები. შესაძლებელია დაფიქსირდეს „აყვავებული ხის“ გამოსახულება.
ნეკროზული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
მწვავე, ხშირად ფულმინანტური ინფექცია. დადგენამდე დაავადების ხანგრძლივობა როგორც წესი, მოკლეა. გამომწვევი ორგანიზმები მოიცავს Streptococcus pneumoniae, Staphylococcus aureus, Klebsiella pneumoniae და Pseudomonas სახეობებს.[38]
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრაფია: როგორც წესი, ჩანს მრავალი ღრუ. პლევრული გამონაჟონი და ემპიემა ძირითადი მახასიათებლებია.
შემოსაზღვრული ემპიემა
ნიშნები / სიმპტომები
პერკუსიისას როგორც წესი, აღინიშნება მოყრუება, სუნთქვითი ხმიანობა შესუსტებულია, ხმოვანი რეზონანსიც შემცირებულია.
კვლევები
გულმკერდის კტ: ემპიემს გამოსახულებ ლინზისმაგვარია და გააჩნია თხელი კედელი, გლუვი, ღრუიანი კიდეებით და გლუვი გარე კედლით. იგი ქმნის ბლაგვ კუთხეს გულმკერდის კედელთან და ავლენს დაუზიანებელი ფილტვის კომპრესიის ნიშნებს. ასევე ჩანს ცალკეული პლევრული შრეები.[34]
სოკოვანი ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
ენდემურ მხარეში მოგზაურობის ან ცხოვრების, ან პროფესიული ექსპოზიციის ისტორია.
უფრო ხშირად გვხვდება დაქვეითებული უჯრედული იმუნიტეტის (მაგ.შიდსი, ტრანსპლანტაციით იმუნიტეტის დაქვეითება, ავთვისებიანი სიმსივნეები) ან გრანულოციტოპენიის მქონე პაციენტებში.
კვლევები
ტიპიური სოკოვანი ინფექციის არსებობა სითხის ან ქსოვილის ნიმუშებში.
პულმონარული სეკრეტის კულტურალური კვლევა: დადებითია სოკოზე.
სეროლოგიური კვლევები: დადებითია Coccidioides, Histoplasma, ან Blastomyces-სთვის.
გულმკერდის რენტგენოგრაფია: ასპერგილომისთვის დამახასიათებელი ნახევარმთვარისებრი ჩრდილი სოკოვანი მრგვალი ჩრდილის გარშემო.
Aspergillus პრეციპტინები: დადებითია ასპერგილომისას.
შრატის საერთო IgE და შრატისთვის დამახასიათებელი IgE Aspergillus fumigatus ალერგენებისთვის: ჩვეულებრივ იმატებს ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის და ზოგჯერ ასპერგილომის შემთხვევაში.
ნოკარდიოზი
ნიშნები / სიმპტომები
ჩვეულებრივ აღინიშნება იმუნოკომპრომისულ პაციენტებში დაქვეითებული უჯრედული იმუნიტეტით (მაგ. შიდსი, ტრანსპლანტაციით განპირობებული იმუნოსუპრესია, ავთვისებიანი სიმსივნეები).
კვლევები
ფილტვის სეკრეტის გრამის და მჟავაგამძლე წესით შეღებვა და კულტურალური კვლევა: დადებითია Nocardia-ზე.
აქტინომიკოზი
ნიშნები / სიმპტომები
შესაძლებელია აღინიშნებოდეს კანის აქტინომიკოზის გამოვლინება კვანძოვანი დაზიანებებით, რომლებიც მიდრეკილია ფისტულის წარმოქმნისკენ.
კვლევები
დიაგნოზი ეფუძნება ჩირქში გოგირდოვანი ჩანართების იდენტიფიცირებას.
ჰისტოლოგიური ნიმუშების გრამის წესით და შიმ რეაქციით შეღებვა: აქტინომიკოზური კოლონიების გამოვლენა.
პულმონარული სეკრეტების ანაერობული კულტურა: დადებითია Actinomyces-სთვის.
გრანულომატოზი ანგიოპათიით (ვეგენერის გრანულომატოზი)
ნიშნები / სიმპტომები
ჩვეულებრივ ჩართულია ზედა სასუნთქი ტრაქტი და თირკმელები. როგორც წესი აღინიშნება, თვალთან, კანთან, ძვლებთან და კუნთებთან დაკავშირებული და ნევროლოგიური გამოვლინებები.
კვლევები
დადებითი ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეული დადებით სპეციფიურ პროტეინაზა 3 ანტისხეულთან კომბინაციაში, რომელთა ანალიზიც ტარდება იმუნოფერმენტული ანალიზით.
შარდის ანალიზი: ჰემატურია და პროტეინურია.
ფილტვის რევმატოიდული კვანძი
ნიშნები / სიმპტომები
ხელის და ფეხის მცირე სახსრების სიმეტრიული ართრიტი დილის რიგიდულობით, წარმოადგენს ჩვეულებრივ გამოვლინებებს.
კვლევები
გულმკერდის რენტგენიოგრაფია: ფილტვის კვანძები კავიტაციით, როგორც წესი, განლაგებულია ზედა წილში (კაპლანის სინდრომი).
რევმატოიდული ფაქტორი: დადებითი.
ანტიციტრულინური პოლიპეპტიდის მიმართ ანტისხეულების განსაზღვრა: შედეგი დადებითია.
ფილტვის ასეპტიკური აბსცესი
ნიშნები / სიმპტომები
უხშირესად გვხვდება ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებთან. ხშირია ელენთისა და ღვიძლის აბსცესები. ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის მიუხედავად, კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არასაკმარისია. პაციენტთა დიდი უმრავლესობა მაღალი დოზის კორტიკოსტეროიდებზე პასუხობს.[39]
კვლევები
დიაგნოზი დგინდება ინფექციის გამორიცხვით პაციენტთან, რომელსაც ღრმა აბსცესებისათვის დამახასიათებელი რადიოლოგიური ცვლილებები აქვს და არ პასუხობს სტანდარტულ ანტიბიოტიკოთერაპიას.
სისხლის ბაქტერიული და სოკოვანი კულტურები: უარყოფითი.
სეროლოგიური ტესტირება ვირუსული და ბაქტერიულ ეტიოლოგიებზე: უარყოფითი.
ელენთის აბსცესიდან მიღებული ჩირქოვანი ასპირატის კულტურა და პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია: უარყოფითი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას