გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
საშუალო

გამოწვეულია ინფექციის გავრცელებით პლევრის ღრუში ან პერკუტანეული დრენაჟის შემდეგ პლევრული ღრუს დაბინძურებით. დიაგნოზი დგინდება გულმკერდის რენტგენით და გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიით. მკურნალობა მოიცავს პლევრულ დრენაჟს გულმკერდის კათეტერის შეყვანით, ანტიბიოტიკებით და შესაძლო ინტრაპლევრული თრომბოლიტური პრეპარატებით.

მოკლევადიანი
დაბალი

მასიური ჰემოპტიზი იშვიათია და წარმოადგენს ფილტვის ქრონიკული აბსცესის სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას.[28] მკურნალობისთვის ხშირად საჭიროა თორაკოტომია. სისხლდენის დროებით კონტროლი შესაძლებელია სეგმენტურ დიაფრაგმაში ბალონური კათეტერის შეყვანით ან ბრონქული არტერიის ემობილიზაციით.

მოკლევადიანი
დაბალი

დაუზიანებელ ფილტვში დაინფიცირებული სეკრეტების ასპირაციას შესაძლოა დიდი ზომის აბსცესების ბრონქოსკოპიის საშუალებით დრენაჟის მცდელობები მოჰყვეს. ჩირქის მასიურმა ინტრაბრონქულმა ასპირაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ასფიქსია და სიკვდილი.[60] უმნიშვნელო შემთხვევებში, კონტრლატერალური პნევმონია შესაძლოა გამოიწვიოს დაინფიცირებული სეკრეტის ჩაღვრამ.

გრძელვადიანი
დაბალი

არანამკურნალები ფილტვის ქრონიკული აბსცესის ძალიან იშვიათი გართულება. დიაგნოზისთვის საჭიროა ქსოვილების ბიოფსია, ამილოიდური ჩანართების გამოსავლენად. მკურნალობა მოიცავს ფონური ქრონიკული ინფექციის კონტროლსდა მეორეული ამილოიდოზის გართულებების მართვას.

ამილოიდოზი

ცვლადი
დაბალი

ძალიან იშვიათი გართულებაა, გამოწვეული ჰემატოგენური გავრცელებით. დიაგნოზისთვის საჭიროა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაცია კონტრასტით. მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკებს, პროფილაქტიკას ანტიკონვულსანტებით და ევაკუაციისთვის შესაძლო ოპერაციულ ჩარევას.

ცვლადი
დაბალი

ვიდეოკონტროლირებადმა პერკუტანეულმა ასპირაციამ შესაძლოა გამოიწვიოს პნევმოთორაქსი. სიმპტომები მოიცავს გულმკერდის ტკივილს და დისპნოეს. გულმკერდის რენტგენოგრაფიამ შეიძლება დაადასტუროს პნევმოთორაქსის არსებობა. მკურნალობა მოიცავს დრენირებასა და გულმკერდში მილის ჩადგმას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას