მონიტორინგი

თერაპიული პასუხის მონიტორინგი ხდება გულმკერდის სერიული რენტგენოსკოპიით. ღრუს დახურვას საშუალოდ სჭირდება 4 კვირა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ამას შესაძლოა დასჭირდეს რამოდენიმე თვეც კი.[66] გარშემო არსებული ინფილტრატების ალაგებას სჭირდება მინიმუმ 8 კვირა. გულმკერდის რენტგენოლოგიური მონაცემები პირველი კვირის განმავლობაში შესაძლოა გაუარესდეს კიდეც, რადიოგრაფიული გაუმჯობესება შესაძლოა ჩამორჩეს კლინიკურ გაუმჯობესებას.[67]

რეკომენდებულია მონიტორინგის სხვა მიდგომები. მაგალითად, CRP დონის შემცირება დინამიკაში, დამაჯერებელი მაჩენებელია თერაპიული პასუხის მონიტორინგის თვალსაზრისით, თუმცა ფილტვის აბსცესით გართულებული პნევმონიის შემთხვევაში, გამოქვეყნებული მონაცემები მწირი და ლიმიტირებულია. სიმპტომების გამოვლენისას შესაძლოა აგრეთვე ალბუმინის დონეც იყოს დაბალი, განსაკუთრებით ქვემწვავე ან ქრონიკული აბსცესების დროს, მაგრამ ის არ არის გამოსადეგი კვლევა ანტიბიოტიკებზე სწრაპი პასუხის მონიტორინგისთვის, ვინაიდან მისი ინტერპრეტაცია დამოკიდებულია სხვადასხვა მდგომარეობებზე. თუმცაღა, ჰიპოალბუმინემია, როგორც ჩანს არასასურველ შედეგების პროგნოზული მაჩვენებელია და შეიძლება განაპირობოს ინფექციის განვითარება.[68]

ეფექტური ანტიმიკრობული მკურნალობით ცხელება ეტაპობრივად მცირდება 7 -10 დღეში და ადგილი აქვს სუბიექტური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის პერსისტენტული ცხელება აჩენს ეჭვს გართულებებზე (მაგ. ემპიემა), ფონურ ობსტრუქციაზე (ავთვისებიანი სიმსივნე ან უცხო სხეული), რეზისტენტული ორგანიზმით გამოწვეულ ინფექციაზე ან მკურნალობაზე არაადეკვატურ პასუხზე(ღრუს დიდი ზომიდან გამომდინარე). ეს შემთხვევები საჭიროებს დამატებით დიაგნოსტიკურ ტესტირებას, მათ შორის ბრონქოსკოპიას, CT სკანირებას და კულტურალურ კვლევას უჩეულო, ატიპურ პათოგენებზე.

იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა შეწყდება რენტგენოლოგიური ცვლილებების ალაგებამდე, თუნდაც პაციენტის ასიმპტომურობის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს რეციდივი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას