კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

ხშირად გვხვდება გამოხატული ლეიკოციტოზი (როგორც წესი, >15,000 WBC/მიკროლიტრი). ქრონიკულ აბსცესებთან ერთად ქრონიკული დაავადებისათვის დამახასიათებელია ანემია გვხვდება.

შედეგი

ლეიკოციტოზი, ანემია

გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჩვეულებრივ ვლინდება კლასიკური სეგმენტური ან ლობულური(წილოვანი) კონსოლიდაცია ცენტრალური კავიტაციით, ჰაერის სითხის დონისთ და ღრუს სქელი და არარეგულარული კედლით.

ასპირაციასთან დაკავშირებული ფილტვის აბსცესები, როგორც წესი, გვხვდება მარჯვენა ფილტვში და მასზე დამოკიდებულ წილებში (მაგ., მარჯვენა ზედა წილის უკანა სეგმენტი და ორივე ქვედა წილის ზემო სეგმენტები).

მულტილობულური ჩართულობა მრავლობითი პერიფერიული აბსცესებით მიუთითებს ექსტრაპულმონური სეფსისის ჰემატოგენურ გავრცელებაზე(მაგ. სეპტიკური ემბოლიზმი). გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა ზურგზე მწოლიარე ან ნახევრადმწოლიარე მდგომარეობაში (მაგ., ICU ან ავარიის და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში) ხშირად არამგრძნობიარე კვლევაა ფილტვის აბსცესის დიაგნოსტიკის თვალსაზრისით.[10][30]​​[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ვლინდება ფილტვის მარცხენა ზემო წილის აბსცესიდოქტორ პ. კიოუმისის კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4db0edb1[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ვლინდება მარცხენა ფილტვის აბსცესს მიმდებარე ინფილტრაციითდოქტორ პ. კიოუმისის კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7c4322ec[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ვლინდება მარცხენამხრივი კავიტაცია ჰაერსითხოვანი დონითდოქტორ პ. კიოუმისის კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2289048b[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ვლინდება მარჯვენამხრივი კავიტაცია ჰაერსითხოვანი დონითდოქტორ პ. კიოუმისის კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2bac4ca

შედეგი

კონსოლიდაცია ცენტრალური კავიტაცითა და ჰაერისა და სითხის დონით, კავიტაციის კედელი სქელი და არარეგულარულია

ნახველის შეღებვა გრამის წესით

ტესტი
შედეგი
ტესტი

გრამის წესით შეღებვა მარტივი და სწრაფი დიაგნოსტიკური პროცედურაა. ნიმუშები როგორც წესი, დაბინძურებულია პირის ღრუს ნორმალური ანაერობული ფლორით.

შედეგი

ერთი დომინანტური გრამდადებითი ან გრამუარყოფითი ორგანიზმი და ნეიტროფილები აერობული ინფექციების დროს; შერეული ფლორა მრავალი ნეიტროფილით ანაერობულ ინფექციებში

ნახველის დათესვა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ამოხველებული ნახველის კულტურის კვლევა შეზღუდული ღირებულებისაა, ვინაიდან, როგორც წესი, დაბინძურებულია პირის ღრუს და სასუნთქი გზების ნორმალური ფლორით. თუმცა, აბსცესის შემთხვევაში, აღნიშნული კვლევის დაბალი სადიაგნოსტიკო ღირებულების მიუხედავად, ნახველი უნდა დამუშავდეს ყველა პაციენტში.

შედეგი

პოლიმიკრობულ ანაერობულ ინფექციებში ამოითესება ნორმალური რესპირატორული ფლორა; აერობული ინფექციებისას, ამოითესება დამაინფიცირებელი ორგანიზმი

სისხლის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სისხლის კულტურის ჩვეულებრივი ანალიზი.

შედეგი

დადებითია ინფექციურ ორგანიზმზე აერობული ინფექციების, ბაქტერემიისა და სეპტიური ემბოლიის დროს; იშვიათადაა დადებითი ანაერობულ ინფექციებში

ემპიემის სითხის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

თორაკოცენტეზი ემპიემური სითხის კულტურასთან ერთად.

შედეგი

კულტურები შესაძლებელია იყოს უარყოფითი პოლიმიკრობული ანაერობული ინფექციებისას; ამოითესება დამაინფიცირებელი ორგანიზმი აერობული ინფექციებისას

გასათვალისწინებელი კვლევები

გულმკერდის CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

CT კონტრასტული კვლევით, შესაძლებელია პროქსიმალური ენდობრონქული ობსტრუქციის იდენტიფიცირება და ფილტვის აბსცესისა და ემპიემის დიფერენცირება, რაც შეიძლება გამოგვრჩეს გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით.[10][34][35]

ემპიემა ასრის ბროლის ფორმის, აქვს თხელი კედელი გლუვი ლუმინალური კიდეები, გლუვი გარე კედელი, აყალიბებს ბლაგვ კუთხეებს გულმკერდის კედელთან და შეიძლება ზეწოლა მოახდიდინოს დაუზიანებელ ფილტვზე; ასევე შესაძლებელია გაოვლინდეს პლევრის განცალკევებუი შრეები (გაყოფილი პლევრის ნიშანი).[10][34][Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის კტ აჩვენებს ფილტვის აბსცესსდოქტორ პ. კიოუმისის კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1030551d

შედეგი

სქელკედლიანი, ჩვეულებრივ მრგვალი ღრუ უსწორმასწორო კიდეებით, რომელიც მახვილს კუთხეს ქმნის გულმკერდის კედელთან, მიმდებარე ფილტვის ქსოვილის კომპრესიის ნიშნები არ აღინიშნება

ბრონქოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია, როდესაც საეჭვოა კარცინომით ან უცხო სხეულით ობსტრუქცია, როდესაც მკურნალობაზე პასუხი ცუდია, ან ნახველის ანალიზი არადამაჯერებელია. გამომწვევ ავთვისებიანი სიმსივნე კლინიკურად საეჭვოა თუ სახეზეა დაბალი სიცხეები, ლეიკოციტების რაოდენობა <11000/მიკროლიტრში, მინიმალური სისტემური ჩივილები, ასპირაციისადმი მიდრეკილი ფაქტორების არარსებობა, 10 დღიან ანტიბიოტიკოთერაპიაზე არადამყოლობა, კურსის გაუარესებით.[29] შეიძლება გამოვიყენოთ ნიმუშების შესაგროვებლად დაცული ნიმუშის აფხეკით ან ბრონქოალვეოლური ლავაჟით.[36][37]

შედეგი

სასუნთქი გზების პროქსიმალური ობსტრუქცია სიმსივნის ან უცხო სხეულის გამო

დაცული მოწყობილობით აღებული ნიმუშების ანაფხეკების რაოდენობრივი კულტურალური კვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნიმუშები აღებულია ბრონქოსკოპიით. აგრეთვე გაოსადეგია შერჩეულ პაციენტებში, იშიათად ხდება საჭირო რუტინულ პრაქტიკაში.

შედეგი

სითხის >1000 კოლონიის წარმომქმნელი ერთეული/მლ

დაცული მოწყობილობით აღებული ბრონქოალვეოლური ლავაჟის ნიმუშების რაოდენობრივი კულტურები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნიმუშები აღებულია ბრონქოსკოპიით. აგრეთვე გაოსადეგია შერჩეულ პაციენტებში, იშიათად ხდება საჭირო რუტინულ პრაქტიკაში.

შედეგი

>10,000 ან 100,000 კოლონია წარმომქმნელი ერთეული/მლ

პერკუტანული ნემსით ასპირაცია და კულტურალური კვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ულტრასონოგრაფიული ან კტ- კონტროლით წარმოებულ ნემსით მიღებულ ასპირატზე ჩატარებული კვლევის სარწმუნოობა ბევრად მაღალია, ვიდრე ნახველის, სისხლის, ან ბრონქოალვეოლური ლავაჟის კულტურა და ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკის შესაძლებლობას იძლევა იმ შემთხვევებში, სადაც სხვა მასალების კულტურის კვლევის შედეგები არადამაჯერებელია.[32][33]​ მეთოდის გართულებები და შეზღუდვები ნიშნავს, რომ ყოველთვის საჭიროა რისკისა და სარგებლის გულდასმითი ანალიზი.

შედეგი

მაინფიცირებელი მიკროორგანიზმის ზრდა

ნახველის ციტოლოგია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც არ რეაგირებენ ანტიბიოტიკოთერაპიაზე ან ჰემოპტიზი აქვთ, რათა გამოირიცხოს ფონური ავთვისებიანი სიმსივნე.

შედეგი

ავთვისებიანი უჯრედები ფონური ავთვისებიანი სიმსივნისას

ფილტვის ულტრაბგერითი გამოკვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენება როგორც ლაბორატორიული ტექნიკა ნემსით პერკუტანეული ასპირაციისთვის ან, როგორც სასარგებლო ინსტრუმენტი კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში მოვლის თვალსაზრისით.[32]

შედეგი

ჰიპოექოგენური დაზიანება არასწორი გარე კედლით და ღრუ, რომელიც ჩნდება ჰიპერექოგენური რკალის სახით

ექოკარდიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტარდება იმ შემთვევაში, თუ საეჭვოა მეორადად, მარჯვენამხრივი(ტრიკუსპიდური სარქველი) ბაქტერიული ენდოკარდიტის დროს, სეპტიური ემბოლიის შედეგად განვითარებული ფილტვის აბსცესი.

შედეგი

იგი ავლენს ვეგეტაციებს დაზიანებულ სარქველზე

სწრაფი ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი D-დიმერისთვის

ტესტი
შედეგი
ტესტი

ისრულებულია იმ პაციენტებისთვის, რომლების ლამაზმა სავარაუდოდ არის მეორეული პულმონური ემბოლიის ინფექციასთან.

შედეგების ინტერპრეტაციისას სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან სხვადასხვა პათოლოგიისას, მ.შ. მწვავე ინფარქტისას შეიძლება D-დიმერი მომატებული იყოს.

შედეგი

მომატებულია ფილტვის ემბოლიისას

გულმკერდის მულტიდეტექტორული კტ

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტარდება პაციენტებთან, რომლებთანაც საეჭვოა, რომ ფილტვის აბსცესი ფილტვის ემბოლიით განპირობებული ინფარქტის შემდგომი ინფექციის შედეგად განვითარდა. საჭიროა საკონტრასტო ნივთიერების გამოყენება.

შედეგი

ინტრალუმინალური შევსების დეფექტები ფილტვის ემბოლიისას

ვენტილაციურ-პერფუზიული სკანირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტარდება პაციენტებთან, რომლებთანაც საეჭვოა, რომ ფილტვის აბსცესი ფილტვის ემბოლიით განპირობებული ინფარქტის შემდგომი ინფექციის შედეგად განვითარდა.

შედეგი

პერფუზიის დეფექტები ნორმალური ვენტილაციის ზონებში  ფილტვის ემბოლია

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას