განხილვები პაციენტთან
აივ დადებითმა პაციენტებმა, რომლებიც იტარებენ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, უნდა იცოდნენ მათი კლინიკური მდგომარეობის გაუარესების ან ცვლილებების შესახებ და მიმართონ ექიმს, თუ განვითარდება სიმპტომები, როგორებიცაა მსუბუქი პერსისტენტული თავის ტკივილი ან გულისრევა.
ჩასახვის საწინააღდეგო ეფექტური საშუალებები რეკომენდებულია აივ-ინფიცირებულ ქალებში, რომლებიც მკურნალობენ კრიპტოკოკოზს აზოლებით. ქალებში, რომლებიც ორსულდებიან პირველადი პროფილაქტიკის დროს და აქვთ სურვილი გააგრძელონ ორსულობა, პროფილაქტიკის შეწყვეტა უნდა განიხილებოდეს ფლუკონაზოლის ტერატოგენურობის გამო. თუ მეორადი პროფილაქტიკის შეწყვეტის კრიტერიუმები (ქრონიკული შემანარჩუნებელი თერაპია) კმაყოფილდება, მკურნლობის შეწყვეტა აუცილებელია ორსულობის დროს, თუ CD4-ის რაოდენობა >100-200 უჯრედი/მმ³-ია.[20]
პაციენტებში ფილტვის კრიპტოკოკოზით არ არის აუცილებელია იზოლირება, რადგანაც პიროვნებიდან პიროვნებაზე გადაცემა რესპირატორული გზით არ არის დაფიქსირებული.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას