დიფერენციული დიაგნოზები

ტუბერკულოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვიჩვენებს ტუბერკულოზის მაღალ ლოკალურ პრევალენტობას.

ვინაიდან კრიპტოკოკოზი ხასიათდება მსგავსი ლატენტური ინფექციით ლიმფური კვანძების კომპლექსებთან ერთად, რომლებიც აღინიშნება ტუბერკულოზის დროს, განმასხვავებელი ნიშნები ან სიმპტომები არ აღინიშნება.

კვლევები

ნახველის მიკროსკოპული ანალიზი: მჟავაგამძლე ბაცილების არსებობა.

ნაცხის კულტურა: ზილ-ნილსენის საღებავის გამოყენება მიკობაქტერიის განსასაზღვრად მჟავაგამძლე ბაცილების სანახავად.

ტუბერკულინის მანტუს კანის სინჯი: დადებით შედეგად ითვლება ≥15 მმ ინდურაციის რეაქცია პოპულაციაში, რომელიც ტუბერკულოზთან ექსპოზიციის ან რეაქტივაციის დაბალი რისკის ქვეშ არის, ≥10 მმ ინდივიდებში, რომლებსაც აქვთ ახლო წარსულში გადატანილი ინფექციის ან იმ მდგომარეობების მაღალი ალბათობა (აივ და ფარმაკოლოგიური იმუნოსუპრესიის გარდა), რაც ზრდის ტუბერკულოზის რისკს და ≥5 მმ იმუნოსუპრესირებულ ადამიანებში. უარყოფითი ტესტი პაციენტებში, რომლებსაც CD4-ის რაოდენობა <300 უჯრედი/მმ³ აქვთ, არ გამორიცხავს აქტიურ ან ლატენტურ ინფექციას.

ინ ვიტრო გამაინტერფერონის გამოყოფის ანალიზი: აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზის წინასწარი დიაგნოზისთვის კარგი კვლევაა, მაგრამ არ არის სადიაგნოსტიკო ტუბერკულოზური დაავადებისთვის.

ცენტრალური ნერვული სისტემის პირველადი ან მეტასტაზური ნეოპლაზმა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კრიპტოკოკოზის ცნს-ის გამოვლინებები შესაძლოა შეგვეშალოს პირველად ან მეტასტაზურ ნეოპლაზმებში, რადგანაც ნიშნები და სიმპტომები ორივე მდგომარეობის მსგავსია.

პაციენტის იმუნოლოგიურმა მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს ეჭვი ცნს-ის კრიპტოკოკოზზე.

კვლევები

ნეიროვიზუალიზაცია: თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ავლენს პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნის არსებობას.

ქსოვილის ბიოფსია: ჰისტოლოგიური გამოკვლევა აჩვენებს ავთვისებიან უჯრედებს.

სისტემური ინფექციის კანის გამოვლინებები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კრიპტოკოკოზის კანის გამოვლინებები შესაძლოა გავდეს სხვა სისტემურ ინფექცეიბს, მათ შორის Histoplasma capsulatum, Coccidioides immitis, და Penicillium marneffei მიერ გამოწვეულ ინფექციებს.

ნიშნები და სიმპტომები გავს კრიპტოკოკოზს, მაგრამ პაციენტის იმუნოლოგიურმა მდგომარეობამ შესაძლოა დაბადოს ეჭვი კრიპტოკოკთან დაკავშირებული კანის დაზიანებების თაობაზე.

კვლევები

კანის ბიოფსია კულტურით და ჰისტოლოგიით: დადებითია სპეციფიკურ ორგანიზმზე.

ოპორტუნისტული ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შიდსის მქონე პაციენტები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც აღენიშნება CD4 <200 უჯრედი/მმ³, იმყოფებიან შემდეგი მიკროორგანიზმების მიერ ოპორტუნისტული ინფექციების განვითარების რისკის ქვეშ: Pneumocystis jirovecii, Toxoplasma, Histoplasma, Coccidioides, Candida, Cytomegalovirus, და Mycobacterium avium complex.

ნიშნები და სიმპტომები გავს კრიპტოკოკოზს.

კვლევები

ნახველის/ბრონქოალვეოლური ლავაჟის ნიმუშის კულტურა და მიკროსკოპია: დადებითია სპეციფიკურ მიკროორგანიზმზე.

ნახველის/ალვეოლური ლავაჟის იმუნოფლორესცენცია, გომორის მეთენამინი ან რაიტ-გიემზას წესით შეღებვა: დადებითია Pneumocystis jirovecii-ზე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას