სოკოს იზოლირება ტიპურ კლინიკურ და/ან რადიოლოგიურ ნიშნებთან ერთად დიაგნოზისთვის ბაზას ქმნის.
სპორების ინჰალაცია ინოკულაციის პირველი გზაა, რაც იწვევს ფილტვის დაზიანებას შემდგომში სისტემური დისემინაციის პოტენციალით. იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში, ჰემატოგენური გავრცელება შესაძლოა გამოვლინდეს მრავალ ორგანოში, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემა და მენინგები, კანი, წინამდებარე ჯირკვალი, თვალები, ძვალი, საშარდე სისტემა და სისხლი.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
ფილტვგარე ინფექცია, განსაკუთრებით ცნს-ის დაზიანება სიცოცხლისათვის საშიშია და ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, განსაკუთრებით იმუნოდეფიციტურ პაციენტებში, მაშინაც კი, როცა დისემინირებული ინფექციის სპეციფიკური კლინიკური ნიშნები არ არსებობს.
კლინიკური გამოვლინება
კრიპტოკოკოზის კლინიკური გამოვლინებები ვარირებს უსიმპტომო ინფექციიდან სიცოცხლისათვის საშიშ პნევმონიამდე და განსხვავდება აივ ინფიცირებულ და არა-აივ ინფიცირებულ პაციენტებში.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
[2]Perfect JR, Casadevall A. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2002 Dec;16(4):837-74.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12512184?tool=bestpractice.com
გამოვლენილი ნიშნები
პაციენტები, რომლებსაც აქვთ ფილტვის მწვავე კრიპტოკოკოზი, ექიმთან მიდიან პირექსიით, პროდუქტიული ხველით, დისპნოეთი, ტკივილით მკერდში, წონაში კლებით და დაღლილობით. მათ ასევე შესაძლოა ქონდეთ მწვავე რესპირატორული უკმარისობა.
თავის ტკივილი, ცხელება, კრანიალური ნეიროპათია, ცნობიერების ცვლილებები, ლეთარგია, მენინგების გაღიზიანება და კომა მიუთითებს ცნს-ის დაზიანებაზე და შესაძლოა გამოვლინდეს რამდენიმე დღის ან თვეების განმავლობაში. ეჭვის მაღალი ინდექსი უნდა შენარჩუნდეს აივ ინფიცირებულ და იმუნოკომპრომისულ პაციენტებში მხოლოდ თავის ტკივილითაც კი, რაც განპირობებულია მენინგოენცეფალიტის ქვემწვავე დაწყებით და არასპეციფიკური გამოვლინებით ამ პაციენტებში. გულყრა შეიძლება გამოვლინდეს აივ-ს კრიპტოკოკური მენინგიტის მქონე პაციენტთა 15% -ში.[34]Pastick KA, Bangdiwala AS, Abassi M, et al. Seizures in human immunodeficiency virus-associated cryptococcal meningitis: predictors and outcomes. Open Forum Infect Dis. 2019 Nov;6(11):ofz478.
https://academic.oup.com/ofid/article/6/11/ofz478/5613202
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32042847?tool=bestpractice.com
აივ-დაკავშირებული კრიპტოკოკოზი ხასიათდება უფრო ცნს და ექსტრაპულმონური დაზიანებით და ვლინდება მიკროორგანიზმების მაღალი რაოდენობით.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
ის ასევე დაკავშირებულია სუფთა ანთებით რეაქციასთან ინფექციის ადგილას.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
აივ დადებით პაციენტებში სიმპტომები ტიპურად ვლინდება 1-2 კვირის განმავლობაში. აივ-ინფექციის არმქონე პაციენტებში სიმპტომები უფრო ხანგრძლივია, რამდენიმე თვე გრძელდება დიაგნოზამდე.
სამედიცინო და მედიკამენტური ანამნეზი უნდა შევკრიბოთ, რადგანაც სიმპტომური დაავადება ჩვეულებრივ ვითარდება იმუნოკომპრომისულ პაციენტებში და მათში, ვისაც მძიმე თანმხლები დაავადებები აქვთ.
კრიპტოკოკული ინფექციის რეაქტივაცია შეიძლება დაფიქსირდეს ჩამოთვლილი მდგომარეობების ფონზე: აივ ინფექცია, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, იდიოპათიური CD4 ლიმფოციტოპენია, ღვიძლის დაავადებები, სისტემური წითელი მგლურა, შაქრიანი დიაბეტი, ჰემატოლოგიური სიმსივნეები = და იმუნოსუპრესიული მედიკამენტები, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები ან მონოკლონური ანტისხეულები (მაგ: ალემტუზუმაბი და ინფლიქსიმაბი).[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
გასინჯვა
მოყრუება პერკუსიისას, სუნთქვია დაქვეითებული ხმიანობა და ხიხინი დაზიანებულ მხარეს მიუთითებს პლევრულ ეფუზიაზე, დიფუზური ალვეოლური და ინტერსტიციალური ინფილტრატი ან ენდობრონქული დაზიანებები.
მენინგეალური გაღიზიანიების დამახასიათებელი კისრის გაშეშება, ფოტოფობია და ღებინება აღინიშნება მენინგოენეცეფალიტის მქონე აივ-დადებითი პაციენტების ერთი მეოთხედიდან ერთ მესამედში.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
[2]Perfect JR, Casadevall A. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2002 Dec;16(4):837-74.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12512184?tool=bestpractice.com
[4]Jarvis JN, Harrison TS. Pulmonary cryptococcosis. Semin Respir Crit Care Med. 2008 Apr;29(2):141-50.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18365996?tool=bestpractice.com
[35]Haddow LJ, Colebunders R, Meintjes G, et al. Cryptococcal immune reconstitution inflammatory syndrome in HIV-1-infected individuals: proposed clinical case definitions. Lancet Inf Dis. 2010 Nov;10(11):791-802.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3026057
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21029993?tool=bestpractice.com
კრანიალური ნერვების დამბლა ასევე შესაძლოა გამოვლინდეს.
პაპილოედემა გაზრდილი ქალასშიდა წნევის ნიშანია, რაც შესაძლოა განვითარდეს მენინგების ანთების, კრიპტოკოკემიის ან ჰიდროცეფალიის შედეგად. ის ვლინდება კრიპტოკოკული მენინგიტის აივ უარყოფითი და აივ დადებითი პაციენტების თითქმის 50%-ში და ეს ართულებს მკურნალობას, რაც იწვევს მხედველობის ან სმენის დაკარგვას.[35]Haddow LJ, Colebunders R, Meintjes G, et al. Cryptococcal immune reconstitution inflammatory syndrome in HIV-1-infected individuals: proposed clinical case definitions. Lancet Inf Dis. 2010 Nov;10(11):791-802.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3026057
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21029993?tool=bestpractice.com
თვალის ყველაზე ხშირ გამოვლინებებს მიეკუთვნება ბადურის და პერიპაპილარული სისხლჩაქცევები და ბადურის სხვა დაზიანებები, რომელთაგანაც ყველა იწვევს მხედველობის დაკარგვას.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
კანის ინფექციები, რომლებიც ვითარდება პირდაპირი ინოკულაციით ან დისემინირებული დაავადების შემდეგ, კრიპტოკოკოზის მესამე ყველაზე ხშირი კლინიკური ადგილია, განსაკუთრებით იმუნოკომპრომისულ პაციენტებში. აივ დადებით პაციენტებში კანის ხშირ დაზიანებებს მიეკუთვნება კონტაგიოზური მოლუსკის მსგავსი და აკნეს მსგავსი დაზიანებები. ასევე აღწერილია პურპურა, ვეზიკულები, კვანძები, აბსცესები,წყლულები, გრანულომები, მოდრენირე სინუსები და ცელულიტი.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
კრიპტოკოკული კაფსულის პოლისაქარიდული ანტიგენი (CRAG) და კულტურები
Cryptococcus-ის სოკოს პირდაპირი შემოწმება ბიოლოგიურ სითხეებში ციტოლოგიასთან ერთად, დაინფიცირებული ქსოვილების ჰისტოპათოლოგია, სეროლოგიური კვლევები და კულტურა აუცილებელია კრიპტოკოკოზის დიაგნოზსტირებისთვის და უნდა ჩატარდეს ყველა პაციენტში.
CrAg შეიძლება გამოვლინდეს სისხლში, თავზურგტვინის სითხეში (CSF) და პლევრულ სითხეში ანტიგენის სწრაფი ტესტების გამოყენებით. სწრაფ დიაგნოზს ხელს უწყობს კრიპტოკოკური ანტიგენის (CrAg) გვერდითი ნაკადის ანალიზი (LFA) შრატისა და CSF-ისთვის, რომელიც დამატებითი კვლევაა ტრადიციული მიკროსკოპისა (მელნით შეღებვა) და კულტივირების მეთოდთან.[32]Chang CC, Harrison TS, Bicanic TA, et al. Global guideline for the diagnosis and management of cryptococcosis: an initiative of the ECMM and ISHAM in cooperation with the ASM. Lancet Infect Dis. 9 Feb 2024 [Epub ahead of print].
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/38346436?tool=bestpractice.com
ლატერალური ნაკადის ანალიზი (LFA) არის სწრაფი ტესტი, რომელიც ტარდება ლაბორატორიის გარეშე და 10 წუთში იძლევა შედეგს. შესაძლებელია პლაზმის, შრატის, სისხლის ან თავზურგტვინის სითხის ტესტირება.[36]Binnicker MJ, Jespersen DJ, Bestrom JE, et al. Comparison of four assays for the detection of cryptococcal antigen. Clin Vaccine Immunol. 2012 Dec;19(12):1988-90.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3535868
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23081814?tool=bestpractice.com
ერთი ხელმისაწვდომი CrAg LFA -ს ვალიდაციით გამოვლინდა სენსიტიურობა 99.3% და სპეციფიკურობა 99.1%.[37]Boulware DR, Rolfes MA, Rajasingham R, et al. Multisite validation of cryptococcal antigen lateral flow assay and quantification by laser thermal contrast. Emerg Infect Dis. 2014 Jan;20(1):45-53.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3884728
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24378231?tool=bestpractice.com
ლატექს აგლუტინაცია (ლატექსის ნაწილაკები, რომლებიც დაფარულია პოლიკლონური კრიპტოკოკული კაფსულის ანტისხეულებით), ანტიგენის პირდაპირ განსაზღვრის ანალიზი, ტარდება სისხლზე, თავზურგტვინის სითხეზე ან სხეულის სითხეებზე, როგორიცაა პლევრის სითხე და ბრონქოალვეოლური ლავაჟის ნიმუშები. ლატექს აგლუტინაციის სენსიტიურობა ვარირებს 97%-დან 97.8%-მდე. სპეციფიკურობა ვარირებს 85.9%-დან 100%-მდე.[37]Boulware DR, Rolfes MA, Rajasingham R, et al. Multisite validation of cryptococcal antigen lateral flow assay and quantification by laser thermal contrast. Emerg Infect Dis. 2014 Jan;20(1):45-53.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3884728
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24378231?tool=bestpractice.com
რიგ შემთხვევაში, ვიღებთ ცრუ დადებით შედეგებს, მაგ. რევმატოიდული ფაქტორის არსებობის დროს ან შემდეგი მიკროორგანიზმებით ინფექციის შემთხვევაში: Trichosporon beigelii, Stomatococcus mucilaginosus, Capnocytophaga canimorsus, ან Klebsiella pneumoniae.[38]Chanock SJ, Toltzis P, Wilson C. Cross-reactivity between Stomatococcus mucilaginosus and latex agglutination for cryptococcal antigen. Lancet. 1993 Oct 30;342(8879):1119-20.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8105345?tool=bestpractice.com
[39]McManus EJ, Jones JM. Detection of a Trichosporon beigelii antigen cross-reactive with Cryptococcus neoformans capsular polysaccharide in serum from a patient with disseminated Trichosporon infection. J Clin Microbiol. 1985 May;21(5):681-5.
https://jcm.asm.org/content/21/5/681.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/3889042?tool=bestpractice.com
[40]Westerink MA, Amsterdam D, Petell RJ, et al. Septicemia due to DF-2. Cause of a false-positive cryptococcal latex agglutination result. Am J Med. 1987 Jul;83(1):155-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/3605167?tool=bestpractice.com
ცრუ-უარყოფით შედეგებს იწვევს სოკოების დაბალი რაოდენობა.
შრატში კრიპტოკოკული ანტიგენი (CrAg) როგორც წესი, დადებითია აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომელთაც კრიპტოკოკური მენინგიტი აქვთ. თავ-ზურგტვინის სითხის ჩართულობა უფრო ხშირია როცა შრატში CrAg ტიტრი იზრდება 1:160 -ზე მეტად (LFA). როდესაც შრატის ტიტრი არის >1:1280, ან >1:640 (LFA) აივ-ით დაავადებულ პაციენტებში, მაშინაც კი, თუ თავ-ზურგტვინის სითხე არის CrAg-ზე უარყოფითი, უნდა ვივარაუდოთ ცენტრალური ნერვული სისტემის ტვინის პარენქიმული ჩართულობა.[20]Panel on Opportunistic Infections in HIV-Infected Adults and Adolescents. Guidelines for the prevention and treatment of opportunistic infections in adults and adolescents with HIV: cryptococcosis. July 2021 [internet publication].
https://clinicalinfo.hiv.gov/en/guidelines/hiv-clinical-guidelines-adult-and-adolescent-opportunistic-infections/cryptococcosis?view=full
[41]Rajasingham R, Boulware DR. Cryptococcal antigen screening and preemptive treatment-how can we improve survival? Clin Infect Dis. 2020 Apr 10;70(8):1691-4.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7145997
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31179484?tool=bestpractice.com
ფილტვის კრიპტოკოკოზის დროს sCRAG ჩვეულებრივ უარყოფითია, თუ ინფექცია დაკავშირებულია ფილტვის ≤1სმ ზომის კვანძთან. დადებითმა შედეგებმა შესაძლოა აჩვენოს დისემინირებული დაავადება. sCRAG ტიტრების სერიული ფლუქტუაცია არ უნდა გამოვიყენოთ მკურნალობის წარსამართად, რადგანაც CRAG-ს ელიმინაციის კინეტიკა უცნობია.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
[42]Pullen MF, Kakooza F, Nalintya E, et al. Change in plasma cryptococcal antigen titer is not associated with survival among human immunodeficiency virus-infected persons receiving preemptive therapy for asymptomatic cryptococcal antigenemia. Clin Infect Dis. 2020 Jan 2;70(2):353-5.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6938973
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31119280?tool=bestpractice.com
თავზურგტვინის სითხის CRAG ტიტრები სუპრესიული მკურნალობის დროს დაკავშირებულია რეციდივებთან კრიპტოკოკული მენინგიტის მქონე აივ დადებითი პაციენტებში.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
არსერბობს კავშირი თავზურგტვინის სითხის ანტიგენის საწყის ტიტრსა და საფუარების რაოდენობაზე თავზურგტვინის სითხეში რაოდენობრივ კულტურებში.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
[2]Perfect JR, Casadevall A. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2002 Dec;16(4):837-74.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12512184?tool=bestpractice.com
[4]Jarvis JN, Harrison TS. Pulmonary cryptococcosis. Semin Respir Crit Care Med. 2008 Apr;29(2):141-50.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18365996?tool=bestpractice.com
CRAG-ის არსებობა პლევრის სითხეში შესაძლოა გამოდგეს, როცა კულტურები უარყოფითია.[43]Young EJ, Hirsh DD, Fainstein V, et al. Pleural effusions due to Cryptococcus neoformans: a review of the literature and report of two cases with cryptococcal antigen determinations. Am Rev Respir Dis. 1980 Apr;121(4):743-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/6992663?tool=bestpractice.com
ზოგადად, CrAg ტიტრების მონიტორინგი მკურნალობის წარმატების განსაზღვრის მიზნით შეუძლებელია. CrAg შეიძლება დადებითი დარჩეს წლების განმავლობაში.[42]Pullen MF, Kakooza F, Nalintya E, et al. Change in plasma cryptococcal antigen titer is not associated with survival among human immunodeficiency virus-infected persons receiving preemptive therapy for asymptomatic cryptococcal antigenemia. Clin Infect Dis. 2020 Jan 2;70(2):353-5.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6938973
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31119280?tool=bestpractice.com
Cryptococcus neoformans
Cryptococcus neoformans-ს და Cryptococcus var. gatii შესაძლოა გამრავლდეს ბიოლოგიური ნიმუშებიდან და კოლონიების შესწავლა ხდება მკვრივი აგარის თეფშზე 48-72 სთ-ის განმავლობაში ინკუბაციის შემდეგ 30°C (86°F) - 35°C (95°F) აერობულ მდგომარეობებში.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
სისტემური სოკოს საწინააღმდეგო თერაპიით ნამკურნალები ადამიანებიდან მიღებულ ნიმუშებს შესაძლოა დასჭირდეს დრო ხილული კოლონიების წარმოასქმნელად.
სისხლის კულტურა შესაძლოა დადებითი იყოს აივ-თან ასოცირებული კრიპტოკოკური მენინგიტის მქონე პაციენტების 50%-მდე შემთხვევაში.[20]Panel on Opportunistic Infections in HIV-Infected Adults and Adolescents. Guidelines for the prevention and treatment of opportunistic infections in adults and adolescents with HIV: cryptococcosis. July 2021 [internet publication].
https://clinicalinfo.hiv.gov/en/guidelines/hiv-clinical-guidelines-adult-and-adolescent-opportunistic-infections/cryptococcosis?view=full
თავზურგტვინის ნეგატიური კულტურები პაციენტებში, რომლებსაც კრიპტოკოკული მენინგიტი აქვთ, შესალოა განპირობებული იყოს სოკოების დაბალი რაოდენობით. ბრონქული სეკრეტები და შარდი შესაძლოა დაბინძურებული იყოს მრავალი მიკროორგანიზმით, რომლებიც შესაძლოა ნიღბავდეს კრიპტოკოკების ზრდას, განსაკუთრებით შიდსიან პაციენტებში. პროსტატის მასაჟმა შესაძლოა გააუმჯობესოს სოკოს განსაზღვრა შარდის კულტურაში.
მიუხედავად იმისა, რომ Cryptococcus სახეობები არ წარმოადგენს ნორმალურ რესპირატორულ ფლორას ადამიანებში, ის შესაძლოა კოლონიზდეს ფილტვის დაავადების მქონე პაციენტების რესპირატორულ ტრაქტში და ნახველის კულტურები შესაძლოა იყოს დადებითი. იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, ყველა იზოლატი სერიოზულად უნდა განვიხილოთ, რადგანაც მათ აქვთ დისემინირების პოტენციალი.
HIV-ს საწინააღმდეგო ანტისხეულები
დე ნოვო კრიპტოკოკული მენინგიტი ან დისემინირებული დაავადება ჩვეულებრივ ვლინდება აივ-დადებით პაციენტებში, რეკომენდებულია აივ ანტისხეულების ანალიზი პაციენტებში, რომლებშიც აივ მდგომარეობა არ არის ცნობილი და კრიპტოკოკული მენინგიტი ან დისემინირებული დაავადება აქვთ.[32]Chang CC, Harrison TS, Bicanic TA, et al. Global guideline for the diagnosis and management of cryptococcosis: an initiative of the ECMM and ISHAM in cooperation with the ASM. Lancet Infect Dis. 9 Feb 2024 [Epub ahead of print].
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/38346436?tool=bestpractice.com
გულმკერდის რენტგენი და გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია
ფილტვის კრიპტოკოკოზის რადიოლოგიური ნიშნები ფართოდ ვარირებს პაციენტის იმუნური მდგომარეობის მიხედვით და მოიცავს კვანძებს, კონსოლიდაციას, კავიტაციას, წილოვან ინფილტრაციას, ჰილარულ ლიმფადენოპათიას, შუასაყრის ლიმფადენოპათიას, პლევრულ ეფუზიას და კოლაბირებას. გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ავლენს რადიოლოგიურ ნიშნებს უფრო დეტალურად და შესაძლოა ნაჩვენები იყოს ყველა პაციენტში, მაგრამ განსაკუთრებით იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, რომლებშიც ეჭვი გვაქვს პულმონურ კრიპტოკოკოზზე. იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში ვლინდება შემოსაზღვრული კვანძები, ხოლო ალვეოლური და ინტერსტიციული ინფილტრატები, კავიტაციები, პლევრის დაავადება და კოლაფსი უფრო ხშირად აღინიშნება იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
[4]Jarvis JN, Harrison TS. Pulmonary cryptococcosis. Semin Respir Crit Care Med. 2008 Apr;29(2):141-50.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18365996?tool=bestpractice.com
[44]Chang WC, Tzao C, Hsu HH, et al. Pulmonary cryptococcosis: comparison of clinical and radiographic characteristics in immunocompetent and immunocompromised patients. Chest. 2006 Feb;129(2):333-40.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16478849?tool=bestpractice.com
[45]Piyavisetpat N, Chaowanapanja P. Radiographic manifestations of pulmonary cryptococcosis. J Med Assoc Thai. 2005 Nov;88(11):1674-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16471118?tool=bestpractice.com
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ორმხრივი ზარბაზნის ბირთვისებრი დაზიანებები, გამოწვეული Cryptococcus neoformans-ის მიერრადიოლოგიის დეპარტამენტის კოლექციიდან, The Prince Charles Hospital, Chermside, Brisbane, Australia; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: Cryptococcus neoformans-ით გამოწვეული კვანძები ფილტვში, ქვედა მარჯვენა და ქვედა მარცხენა წილებში.რადიოლოგიის დეპარტამენტის კოლექციიდან, The Prince Charles Hospital, Chermside, Brisbane, Australia; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფილტვის ბიბაზალური კონსოლიდაცია, გამოწვეული Cryptococcus neoformans-ითრადიოლოგიის დეპარტამენტის კოლექციიდან, The Prince Charles Hospital, Chermside, Brisbane, Australia; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბილატერალური კეროვანი დაჩრდილვა შუა-ქვედა ზონებში, გამოწვეული Cryptococcus neofornamns-ითრადიოლოგიის დეპარტამენტის კოლექციიდან, The Prince Charles Hospital, Chermside, Brisbane, Australia; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
ნერვული სისტემის გამომსახველობითი კვლევები
ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია აღმოაჩენს უფრო მეტ დაზიანებებს, ვიდრე კომპიუტერული ტომოგრაფია.[46]Charlier C, Dromer F, Leveque C, et al. Cryptococcal neuroradiological lesions correlate with severity during cryptococcal meningoencephalitis in HIV-positive patients in the HAART era. PLoS One. 2008 Apr 16;3(4):e1950.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2293413
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18414656?tool=bestpractice.com
[47]Wehn SM, Heinz ER, Burger PC, et al. Dilated Virchow-Robin spaces in cryptococcal meningitis associated with AIDS: CT and MR findings. J Comput Assist Tomogr. 1989 Sep-Oct;13(5):756-62.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/2778132?tool=bestpractice.com
რადიოლოგიური ნიშნები მოიცავს ერთეულ ან მრავლობით კეროვან მასურ დაზინებებს კრიპტოკოკემიის დროს, გრანულომებს მნიშვნელოვანი მასის ეფექტის, ცისტების (ჟელატინური ფსევდოცისტების), ჰიდროცეფალუსის, გაფართოებული ვირხოვ-რობინის სივრცეების და კორტიკალური კვანძების გარეშე. Cryptococcus var. gatii-ს აქვს მიდრეკილება, გამოიწვიოს თავის ტვინის პარენქიმის დაავადება და არა მენინგების, რაც იწვევს თავის ტვინის კრიპტოკოკომას (რომელიც წარმოდგენილია ერთეული ან მრავლობითი ფოკალური მოცულობითი დაზიანებებით) ან ჰიდროცეფალიას.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
ლუმბალური პუნქცია
თავ-ზურგტვინის სითხის პირდაპირი მიკროსკოპული კვლევა კაფსულიან საფუარებზე ინდური მელნით სწრაფი და იაფი დიაგნოსტიკური ანალიზია კრიპტოკოკული მენინგიტისთვის.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
[2]Perfect JR, Casadevall A. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2002 Dec;16(4):837-74.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12512184?tool=bestpractice.com
[4]Jarvis JN, Harrison TS. Pulmonary cryptococcosis. Semin Respir Crit Care Med. 2008 Apr;29(2):141-50.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18365996?tool=bestpractice.com
თუმცა, ბევრი ლაბორატორია აღარ ატარებს ინდური მელნის ტესტს და მისი სარგებლობა კრიპტოკოკური მენინგიტის მართვაში შეზღუდულია.[20]Panel on Opportunistic Infections in HIV-Infected Adults and Adolescents. Guidelines for the prevention and treatment of opportunistic infections in adults and adolescents with HIV: cryptococcosis. July 2021 [internet publication].
https://clinicalinfo.hiv.gov/en/guidelines/hiv-clinical-guidelines-adult-and-adolescent-opportunistic-infections/cryptococcosis?view=full
გამოკვლევა ინდური მელნით ავლენს საფუარებს ცნს-ის ნიმუშში, როდესაც არსებობს 10^³ -ზე მეტი საფუარი და აჩვენებს კაფსულირებულ საფუარებს შემთხვევათა 60-80%-ში.[20]Panel on Opportunistic Infections in HIV-Infected Adults and Adolescents. Guidelines for the prevention and treatment of opportunistic infections in adults and adolescents with HIV: cryptococcosis. July 2021 [internet publication].
https://clinicalinfo.hiv.gov/en/guidelines/hiv-clinical-guidelines-adult-and-adolescent-opportunistic-infections/cryptococcosis?view=full
არა-აივ კრიპტოკოკული მენინგიტის დროს, სენსიტიურობა 30-50%-ია, ხოლო აივ-დაკავშირებული კრიპტოკოკული მენინგიტის დროს 80%-მდე.[20]Panel on Opportunistic Infections in HIV-Infected Adults and Adolescents. Guidelines for the prevention and treatment of opportunistic infections in adults and adolescents with HIV: cryptococcosis. July 2021 [internet publication].
https://clinicalinfo.hiv.gov/en/guidelines/hiv-clinical-guidelines-adult-and-adolescent-opportunistic-infections/cryptococcosis?view=full
მიელინის გლობულებმა, ცხიმის წვეთებმა, დაშლილმა ლიმფოციტებმა და დაშლილი ქსოვილის უჯრედებმა შესაძლოა გამოწვიოს ცრუ-დადებითი შედეგები.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
თავ-ზურგტვინის სითხის ლაბორატორიული ანალიზი, ძირითადად, ავლენს ცილების ოდნავ მომატებულ დონეს, გლუკოზის დაბალ დონეს და ზოგჯერ ლეიკოციტოზს.[20]Panel on Opportunistic Infections in HIV-Infected Adults and Adolescents. Guidelines for the prevention and treatment of opportunistic infections in adults and adolescents with HIV: cryptococcosis. July 2021 [internet publication].
https://clinicalinfo.hiv.gov/en/guidelines/hiv-clinical-guidelines-adult-and-adolescent-opportunistic-infections/cryptococcosis?view=full
თავის ტვინის რადიოგრაფიული გამოკვლევა კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით უნდა ჩატარდეს ლუმბურ პუნქციამდე პაციენტებში, რომლებსაც კეროვანი ნევროლოგიური ნიშნები ან პაპილოედემა აქვს, მასური დაზიანებების გამოსავლენად, რაც შესაძლოა უკუჩვენება იყოს ლუმბური პუნქციისთვის.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
[2]Perfect JR, Casadevall A. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2002 Dec;16(4):837-74.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12512184?tool=bestpractice.com
ფილტვის კრიპტოკოკოზის ასიმპტომური იმუნოკომპეტენტური პირები, რომელთაც sCrAg უარყოფითი აქვთ, ყოველთვის არ საჭიროებენ ლუმბური პუნქციის ჩატარებას ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების გამოსარიცხად. იმუნოკომპრომისულ ოირებს ლუმბური პუნქცია უტარდებათ სიმპტომების განურჩევლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შრატში CrAg ტიტრი ≥1:160-ია. ამასთან, ცენტრალური ნერვული სისტემის თანხმლები ინფექციის გმაოსარიცხად მათ უნდა ჩაუტარდეთ CrAg თავზურგტვინის სითხეზე.[41]Rajasingham R, Boulware DR. Cryptococcal antigen screening and preemptive treatment-how can we improve survival? Clin Infect Dis. 2020 Apr 10;70(8):1691-4.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7145997
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31179484?tool=bestpractice.com
მომატებული ქალასშიდა წნევა, რომელიც განისაზღვრება გახსნის წნევით >20 სმ წყლის სვეტისა, რაც განისაზღვრება პაციენტის ლატერალურად გვერდზე წოლისას, ვლინდება კრიპტოკოკული მენინგიტის მქონე პაციენტების თითქმის 80%-ში და დაკავშირებულია უფრო სუსტ კლინიკურ პასუხთან.[23]World Health Organization. Guidelines for diagnosing, preventing and managing cryptococcal disease among adults, adolescents and children living with HIV. June 2022 [internet publication].
https://www.who.int/publications/i/item/9789240052178
[48]Kambugu A, Meya DB, Rhein J, et al. Outcomes of cryptococcal meningitis in Uganda before and after the availability of highly active antiretroviral therapy. Clin Infect Dis. 2008 Jun 1;46(11):1694-701.
https://academic.oup.com/cid/article/46/11/1694/375206
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18433339?tool=bestpractice.com
[49]Bicanic T, Brouwer AE, Meintjes G, et al. Relationship of cerebrospinal fluid pressure, fungal burden and outcome in patients with cryptococcal meningitis undergoing serial lumbar punctures. AIDS. 2009 Mar 27;23(6):701-6.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19279443?tool=bestpractice.com
[50]Meda J, Kalluvya S, Downs JA, et al. Cryptococcal meningitis management in Tanzania with strict schedule of serial lumber punctures using intravenous tubing sets: an operational research study. J Acquir Immune Defic Syndr. 2014 Jun 1;66(2):e31-6.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24675586?tool=bestpractice.com
გახსნის წნევა ≥25 სმ H2O შეიძლება გამოვლინდეს აივ-დადებითი პაციენტების 60%-დან 80%-მდე ნაწილში კრიპტოკოკური მენინგიტის დროს.[20]Panel on Opportunistic Infections in HIV-Infected Adults and Adolescents. Guidelines for the prevention and treatment of opportunistic infections in adults and adolescents with HIV: cryptococcosis. July 2021 [internet publication].
https://clinicalinfo.hiv.gov/en/guidelines/hiv-clinical-guidelines-adult-and-adolescent-opportunistic-infections/cryptococcosis?view=full
აშშ-ის გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს გახსნის წნევის გაზომვას დიაგნოზის დროს ყველა პაციენტში, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს კრიპტოკოკული მენინგიტი.[20]Panel on Opportunistic Infections in HIV-Infected Adults and Adolescents. Guidelines for the prevention and treatment of opportunistic infections in adults and adolescents with HIV: cryptococcosis. July 2021 [internet publication].
https://clinicalinfo.hiv.gov/en/guidelines/hiv-clinical-guidelines-adult-and-adolescent-opportunistic-infections/cryptococcosis?view=full
ბრონქოსკოპია
CRAG ანალიზი და ბრონქოალვეოლური ლავაჟის კულტურების ნიმუშები და ამონარეცხები შესაძლოა იყოს დადებითი ფილტვის კრიპტოკოკოზის დროს.[4]Jarvis JN, Harrison TS. Pulmonary cryptococcosis. Semin Respir Crit Care Med. 2008 Apr;29(2):141-50.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18365996?tool=bestpractice.com
CRAG ანალიზი ბრონქოალვეოლური ლავაჟით მირებულ ნიმუშებში მაღალეფექტურია კრიპტოკოკული პნევმონიის სადიგანოსტიკოდ ტიტრით > 1:8, რომლის სენსიტიურობა 100 %-ისა და სპეციფიკურობა 98%-ია.[4]Jarvis JN, Harrison TS. Pulmonary cryptococcosis. Semin Respir Crit Care Med. 2008 Apr;29(2):141-50.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18365996?tool=bestpractice.com
ბიოფსია
ფილტვების, კანის, ძვლის ტვინის, თავის ტვინის ან პროსტატის ქსოვილის ჰისტოლოგიური კვლევა შესაძლოა ჩატარდეს სისტემური დისემინაციის დასადგენად. ლიმფური კვანძების და თირკმელზედა ჯირკვლების ბიოფსიური ასპირაცია (FNA) შესაძლოა გამოვიყენოთ ციტოლოგიური კვლევისთვის. ფილტვის კვანძების ან ინფილტრაციული დაზიანებების ტრანსთორაკალური FNA კანიდან ულტრაბგერითი ან კტ კონტროლის ქვეშ, შესაძლოა შესრულდეს ფილტვის კრიპტოკოკოზის სადიაგნოსტიკოდ. სხვა ნიმუშები ციტოლოგიური კვლევისთვის მოიცავს ბრონქოალვეოლური ლავაჟის სითხის კვლევას, თავზურგტვინის ცენტრიფუგირებას, მინისებრი სითხის ასპირაციას და სათესლე სითხეს.[1]Chayakulkeeree M, Perfect JR. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2006 Sep;20(3):507-44.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16984867?tool=bestpractice.com
[2]Perfect JR, Casadevall A. Cryptococcosis. Infect Dis Clin North Am. 2002 Dec;16(4):837-74.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12512184?tool=bestpractice.com
[4]Jarvis JN, Harrison TS. Pulmonary cryptococcosis. Semin Respir Crit Care Med. 2008 Apr;29(2):141-50.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18365996?tool=bestpractice.com
მომავალი კვლევები
BioFire® FilmArray® პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ანალიზი ხელმისაწვდომია აშშ-ში კრიპტოკოკური ინფექციის დეტექციისათვის CSF-ში.[20]Panel on Opportunistic Infections in HIV-Infected Adults and Adolescents. Guidelines for the prevention and treatment of opportunistic infections in adults and adolescents with HIV: cryptococcosis. July 2021 [internet publication].
https://clinicalinfo.hiv.gov/en/guidelines/hiv-clinical-guidelines-adult-and-adolescent-opportunistic-infections/cryptococcosis?view=full
ანალიზმა შეიძლება მოგვცეს ცრუ-უარყოფითი შედეგები, თუ სოკოვანი დატვირთვა დაბალია, ამიტომ ის არ უნდა გამოვიყენოთ, როგორც იზოლირებული დიაგნოსტიკური ტესტი.[20]Panel on Opportunistic Infections in HIV-Infected Adults and Adolescents. Guidelines for the prevention and treatment of opportunistic infections in adults and adolescents with HIV: cryptococcosis. July 2021 [internet publication].
https://clinicalinfo.hiv.gov/en/guidelines/hiv-clinical-guidelines-adult-and-adolescent-opportunistic-infections/cryptococcosis?view=full
პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია, სავარაუდოდ, ყველაზე სასარგებლო იქნება კრიპტოკოკური მენინგიტის (პოლიმერაზას ჯაჭვურ რეაქციაზე დადებითი) მეორე ეპიზოდის დიფერენცირებაში იმუნური რეკონსტიტუციის ანთებითი სინდრომისგან (პოლიმერაზას ჯაჭვურ რეაქციაზე უარყოფითი) აივ-ით დაავადებულ პაციენტებში.[20]Panel on Opportunistic Infections in HIV-Infected Adults and Adolescents. Guidelines for the prevention and treatment of opportunistic infections in adults and adolescents with HIV: cryptococcosis. July 2021 [internet publication].
https://clinicalinfo.hiv.gov/en/guidelines/hiv-clinical-guidelines-adult-and-adolescent-opportunistic-infections/cryptococcosis?view=full