ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

კრიპტოკოკული ინფექციის რისკფაქტორები მოიცავს აივ ინფექციას, იმუნოსუპრესიას და სხვა თანამდევ დაავადებებს (მაგ: დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადება).

კონსტიტუციური სიმპტომები

ფილტვის მწვავე კრიპტოკოკოზი ვლინდება პირექსიით, პროდუქტიული ხველით, დისპნოეთი, გულმკერდში ტკივილით, წონაში კლებით და დაღლილობით.

ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობა ასევე იწვევს ლეთარგიას და ტემპერატურის მატებას.

ქოშინი

ფილტვის მწვავე კრიპტოკოკოზი ვლინდება პირექსიით, პროდუქტიული ხველით, დისპნოეთი, გულმკერდში ტკივილით, წონაში კლებით და დაღლილობით.

პროდუქტიული ხველა

ფილტვის მწვავე კრიპტოკოკოზი ვლინდება პირექსიით, პროდუქტიული ხველით, დისპნოეთი, გულმკერდში ტკივილით, წონაში კლებით და დაღლილობით.

პერკუსიის დროს ყრუ ხმა

მოყრუება პერკუსიისას, სუნთქვია დაქვეითებული ხმიანობა და ხიხინი დაზიანებულ მხარეს მიუთითებს პლევრულ ეფუზიაზე, დიფუზური ალვეოლური და ინტერსტიციალური ინფილტრატი ან ენდობრონქული დაზიანებები.

დაქვეითებული სუნთქვითი ხმიანობა

მოყრუება პერკუსიისას, სუნთქვია დაქვეითებული ხმიანობა და ხიხინი დაზიანებულ მხარეს მიუთითებს პლევრულ ეფუზიაზე, დიფუზური ალვეოლური და ინტერსტიციალური ინფილტრატი ან ენდობრონქული დაზიანებები.

ხიხინი

მოყრუება პერკუსიისას, სუნთქვია დაქვეითებული ხმიანობა და ხიხინი დაზიანებულ მხარეს მიუთითებს პლევრულ ეფუზიაზე, დიფუზური ალვეოლური და ინტერსტიციალური ინფილტრატი ან ენდობრონქული დაზიანებები.

თავის ტკივილი

თავის ტკივილი, პირექსია, კრანიალური ნეიროპათიები, ცნობიერების ცვლილება, ლეთარგია, მენინგების გაღიზიანება და კომა მიუთითებს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაზე და შესაძლოა რამდენიმე დღე ან თვე გაგრძელდეს.

ეჭვის მაღალი ინდექსი უნდა შენარჩუნდეს აივ ინფიცირებულ და იმუნოკომპრომისულ პაციენტებში მხოლოდ თავის ტკივილითაც კი, რაც განპირობებულია მენინგოენცეფალიტის ქვემწვავე დაწყებით და არასპეციფიკური გამოვლინებით ამ პაციენტებში.

ცნობიერების ცვლილება

თავის ტკივილი, პირექსია, კრანიალური ნეიროპათიები, ცნობიერების ცვლილება, ლეთარგია, მენინგების გაღიზიანება და კომა მიუთითებს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაზე და შესაძლოა რამდენიმე დღე ან თვე გაგრძელდეს.

მენინგების გაღიზიანება

თავის ტკივილი, პირექსია, კრანიალური ნეიროპათიები, ცნობიერების ცვლილება, ლეთარგია, მენინგების გაღიზიანება და კომა მიუთითებს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაზე და შესაძლოა რამდენიმე დღე ან თვე გაგრძელდეს.

კისრის გაშეშება, ფოტოფობია და ღებინება აღინიშნება მენინგოენცეფალიტის მქონე აივ-დადებითი პაციენტების ერთი მეოთხედიდან ერთ მესამედში.[1][2][4][35]

პაპილოედემა

პაპილოედემა გაზრდილი ქალასშიდა წნევის ნიშანია, რაც შესაძლოა განვითარდეს მენინგების ანთების, კრიპტოკოკემიის ან ჰიდროცეფალიის შედეგად. ის ვლინდება კრიპტოკოკული მენინგიტის მქონე აივ-უარყოფით და აივ-დადებითი პაციენტების 50%-ში და ის ართულებს მკურნალობას, რაც იწვევს მხედველობის ან სმენის დაკარგვას.[35]

კანის დაზიანებები

კანის ინფექციები, რომლებიც ვითარდება პირდაპირი ინოკულაციით ან დისემინირებული დაავადების შემდეგ, კრიპტოკოკოზის მესამე ყველაზე ხშირი კლინიკური ადგილია, განსაკუთრებით იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.

აივ დადებით პაციენტებში კანის ხშირ დაზიანებებს მიეკუთვნება კონტაგიოზური მოლუსკის მსგავსი და აკნეს მსგავსი დაზიანებები. ასევე აღწერილია პურპურა, ვეზიკულები, კვანძები, აბსცესები,წყლულები, გრანულომები, მოდრენირე სინუსები და ცელულიტი.[1]

იშვიათი

კომა

თავის ტკივილი, პირექსია, კრანიალური ნეიროპათიები, ცნობიერების ცვლილება, ლეთარგია, მენინგების გაღიზიანება და კომა მიუთითებს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაზე და შესაძლოა რამდენიმე დღე ან თვე გაგრძელდეს.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

იშვიათი

ტკივილ გულმკერდის არეში

ფილტვის მწვავე კრიპტოკოკოზი ვლინდება პირექსიით, პროდუქტიული ხველით, დისპნოეთი, გულმკერდში ტკივილით, წონაში კლებით და დაღლილობით.

კრანიალური ნეიროპათია

თავის ტკივილი, პირექსია, კრანიალური ნეიროპათიები, ცნობიერების ცვლილება, ლეთარგია, მენინგების გაღიზიანება და კომა მიუთითებს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაზე და შესაძლოა რამდენიმე დღე ან თვე გაგრძელდეს.

მხედველობის დარღვევები

კრიპტოკოკული მენინგოენცეფალიტი შესაძლოა გამოვლინდეს თვალის ნიშნებით და სიმპტომებით, რაც მოიცავს პაპილოედემას.

ყველაზე ხშირი თვალის მანიფესტაციები მოიცავს ბადურის და პერიპაპილარულ სისხლჩაქცევებს და ბადურის სხვა დაზიანებებს და ყველა მათგანი იწვევს მხედველობის დაკარგვას.[1]

რისკფაქტორები

ძლიერი

HIV ინფექცია

პაციენტები, რომლებსაც დარღვეული უჯრედული იმუნიტეტი აქვთ, კრიპტოკოკოზის მაღალი რისკის ქვეშ არიან, განსაკუთრებით, ვისაც CD4 უჯრედების რაოდენობა <100 უჯრედი/მმ³. ნაკლები აქვთ.[20] აივ ინფექცია დაკავშირებულია კრიპტოკოკოზის შემთხვევათა >80%-თან მთელს მსოფლიოში.[1][9][11][21][22] ანტირეტროვირუსული მკურნალობა (ART) დაკავშირებულია კრიპტოკოკოზის უფრო დაბალ ინციდენტობასთან.[20] თუმცა, იმ ქვეყნებში, სადაც აივ ინფექცია ვერ კონტროლდება და შეზღუდულია წვდომა HAART-ზე, როგორიცაა აფრიკა და აზია, კრიპტოკოკოზით გამოწვეული ინციდენტობა და სიკვდილობა უკიდურესად მაღალია.[11]

აივ-დაკავშირებული კრიპტოკოკოზი ხასიათდება უფრო ცენტრალური ნერვული სისტემის და ექსტრაპულმონური დაზიანებით და ვლინდება მიკროორგანიზმების მაღალი რაოდენობით.[1] ის ასევე დაკავშირებულია სუფთა ანთებით რეაქციასთან ინფექციის ადგილას.[1] სიკვდილობა მაღალია აივ ინფიცირებულებში კრიპტოკოკური მენინგიტის დროს, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში სიკვდილობა 70%-ს აღწევს.[10][23]

იმუნოსუპრესია

მიუხედავად იმისა, რომ ექსპოზიცია კრიპტოკოკზე ხშირია, სიმპტომური დაავადების განვითარებისთვის, როგორც წესი, საჭიროა იმუნოსუპრესიული მდგომარეობა. ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კორტიკოსტეროიდების გამოყენება ან სხვა იმუნოსუპრესიული აგენტები და მონოკლონური ანტისხეულები (მაგ: ალემტუზუმაბი და ანფლიქსიმაბი), იდიოპათიური CD4 ლიმფოციტოპენია, ღვიძლის დაავადება, სისტემური წითელი მგლურა, შაქრიანი დიაბეტი და ჰემატოლოგიური სიმსივნეები იწვევს იმუნოსუპრესიას და ხელს უწყობს კრიპტოკოკული ინფექციების რეაქტივაციას.[1]

იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში, ჰემატოგენური გავრცელება შესაძლოა გამოვლინდეს მრავალ ორგანოში, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემა, კანი, წინამდებარე ჯირკვალი, თვალები, ძვალი, საშარდე სისტემა და სისხლი.[1] კრიპტოკოკული დაავადების შემთხვევათა 53-72% ორგანოთა ტრანსპლანტაციის რეციპიენტებს აქვთ დისემინირებულ ან ცნს დაავადებები. კრიპტოკოკული დაავადების აგრესიულმა მკურნალობამ ადრეულ ეტაპზე შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსპლანტირებული ორგანოს დაკარგვის პრევენცია.[14][24][25]

ერთში   Cryptococcus var. gatii-ს ეპიდემიის დროს, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა მცირე რაოდენობა იყო ძლიერ იმუნოსუპრესიული, მნიშვნელოვან რაოდენობას აღენიშნებოდა უწინდელი ექსპოზიცია კორტიკოსტეროიდებთან.[4][13][16]

სუსტი

ექსპოზიცია Cryptococcus სახეობებთან

შენობისგარე აქტივობები და ფრინველების გამონაყოფთან და ევკალიპტის რეზერვუარებთან ექსპოზიცია შესაძლოა გარკვეულ როლს ასრულებდეს სოკოს ტრანსმისიაში.[1][5][13]

Cryptococcus neoformans-ის A და D სეროტიპები, ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ფრინველის, განსაკუთრებით მტრედების ფეკალიებთან.[1][2] მტრედები შესაძლოა სოკოს ატარებდნენ ნისკარტით, ბუმბულით და ფეხებით, რაც განაპირობებს ამ შტამების გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით. Cryptococcus neoformans ასევე იზოლირებულია სხვადასხვა სახეობების ხეების მერქნიდან.[4]

არ არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნული ადამიანის დაინფიცირების რისკფაქტორია.

მამრობითი სქესი

მამაკაცების დომინირება აღინიშნება აივ და არა აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრიპტოკოკოზი.[11][12]

ორსულობა და პოსტნატალური პერიოდი

კრიპტოკოკული მენინგიტი, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებები, ფილტვის კვანძები და/ან ინფილტრატები, რბილი ქსოვილების ინფექციები და ძვალსახსრების ინფექციები აღწერილია ორსულობის და პოსტნატალურ პერიოდში.[26] ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჰელპერ T-უჯრედების (Th2 და Th1) რევერსიასთან პოსტნატალურ პერიოდში.[1][27][28][29]

კრიპტოკოკოზის დედისგან ბავშვზე გადაცემის შემთხვევებიც არის დაფიქსირებული. იმუნური რეკონსტიტუციის ანთებითი სინდრომი (IRIS) შესაძლოა გამოვლინდეს ქალებში პოსტნატალურ ფაზაში.[27]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას