ეტიოლოგია
კრიპტოკოკოზი ინფექციაა, რომელსაც იწვევს ბუნებაში ყველგან გავრცელებული სოკო Cryptococcus. Cryptococcus-ის გვარის 30 სახეობიდან, კლინიკური დაავადება ყველაზე ხშირად Cryptococcus neoformans var. grubii-ის (სეროტიპი A), Cryptococcus neoformans var. neoformans-ის (სეროტიპი D) და Cryptococcus var. gatii-ის (სეროტიპი B და C) მიერაა გამოწვეული.[16]
Cryptococcus neoformans სეროტიპები A და D ასოცირდება ჩიტების ნარჩენებთან, განსაკუთრებით მტრედებთან.[2] მტრედები შესაძლოა სოკოს ატარებდნენ ნისკარტით, ბუმბულით და ფეხებით, რაც განაპირობებს ამ შტამების გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით. Cryptococcus neoformans ასევე იზოლირებულია სხვადასხვა სახეობების ხეების მერქნიდან.[4] Cryptococcus var. gattii არის ყველაზე გავრცელებული იზოლატები ევკალიპტის სახეობებიდან ტროპიკულ და სუბტროპიკულ კლიმატებში, თუმცა დოკუმენტირებულია სხვა ეკოლოგიური რეზერვუარებიც.[5]
იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, ინფექციების უმრავლესობა გამოწვეულია Cryptococcus neoformans-ის მიერ, ხოლო Cryptococcus var. gattii უფრო ხშირად იმუნოკომპეტენტურ მოსახლეობაში გვხვდება.[1][4][5][6][13]Cryptococcus neoformans იწვევს ინფექციებს მრავალ შინაურ თუ გარეულ ცხოველში.[17] არა-neoformans cryptococci ისტორიულად მიეკუთვნება საპროფიტებს და იშვიათად აღინიშნება ადამიანებში, მაგრამ პაციენტებში, რომლებსაც უჯრედული იმუნიტეტი დარღვეული აქვთ, ინფექციის ინციდენტობა იზრდება, საიდანაც შემთხვევათა 80%-ს Cryptococcus laurentii-ის Cryptococcus albidus-ის ინფექციები შეადგენენ.[18]
Cryptococcus var. gattii-ის ინფექციის სიმპტომები ექსპოზიციიდან 2-11 თვის შემდგომ იწყება. Cryptococcus neoformans-ის ინკუბაციის პერიოდი უცნობია, ვინაიდან ზოგჯერ ასიმპტომური პნევმონიტი ვითარდება. მძიმე ფორმის ფილტვის სიმპტომური კრიპტოკოკოზი აღინიშნება იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, რომლებსც აქვთ Cryptococcus var. gatii-ს ინფექცია.[13][16] Cryptococcus var. gatii-ით ინფიცირებულ პაციენტებს ხშირად აქვთ ანთებითი წარმონაქმნები ცნს-ში და ფილტვებში და ნევროლოგიური ნიშნები და შესაძლოა საჭიროებდეს ოპერაციას ან სოკოს საწინააღმდეგო გახანგრძლივებულ მკურნალობას.[19]
მიუხედავად იმისა, რომ ექსპოზიცია კრიპტოკოკზე ხშირია, სიმპტომური დაავადების განვითარებისთვის, როგორც წესი, საჭიროა იმუნოსუპრესია. ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კორტიკოსტეროიდების გამოყენება ან სხვა იმუნოსუპრესიული აგენტები და მონოკლონური ანტისხეულები (მაგ: ალემტუზუმაბი და ანფლიქსიმაბი), იდიოპათიური CD4 ლიმფოციტოპენია, სისტემური წითელი მგლურა, შაქრიანი დიაბეტი და ჰემატოლოგიური სიმსივნეები იწვევს იმუნოსუპრესიას და ხელს უწყობს კრიპტოკოკული ინფექციების რეაქტივაციას.[1]
პაციენტები, რომლებსაც დარღვეული უჯრედული იმუნიტეტი აქვთ, კრიპტოკოკოზის მაღალი რისკის ქვეშ არიან, განსაკუთრებით, ვისაც CD4 უჯრედების რაოდენობა <100 უჯრედი/მმ³. ნაკლები აქვთ.[20] აივ ინფექცია დაკავშირებულია კრიპტოკოკოზის შემთხვევათა >80%-თან მთელს მსოფლიოში.[1][9][11][21][22] ანტირეტროვირუსული მკურნალობა (ART) დაკავშირებულია კრიპტოკოკოზის უფრო დაბალ ინციდენტობასთან.[20] თუმცა, ისეთ ქვეყნებში, სადაც აივ ინფექცია არ არის კონტროლის ქვეშ და შეზღუდულია წვდომა ART-ზე, მაგ. აფრიკასა და აზიაში, კრიპტოკოკოზით გამოწვეული სიკვდილობის ინციდენტობა უკიდურესად მაღალია.[11]
პათოფიზიოლოგია
ფილტვები თითქმის ყველა კრიპტოკოკული ინფექციის საწყისი ადგილია. მშრალი საფუარის უჯრედები ან ბაზიდიოსპორების (<5-10 მიკრომეტრი) ჩასუნთქვა ხდება და ილექება ალვეოლებში.[1][2] საფუარები მუშავდება ალვეოლური მაკროფაგებით, რომლებიც გამოყოფს ციტოკინებს და ქემოკინებს სხვა ანთებითი უჯრედების წარმოსაქმნელად. ჰელპერი T-უჯრედული (Th1) პასუხი, რომელიც მოიცავს ციტოკინებს (მაგ: TNF-ალფა, გამა-ინტერფერონი, ინტერლეიკინი-2), დაკავშირებულია გრანულომატოზური ანთების გასავითარებლად. ინფექციის სხვა წყაროები მოიცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ქსოვილში პირდაპირ ინოკულაციას ტრავმის შედეგად და დაინფიცირებული ქსოვილის ტრანსპლანტაციას. სოკოს სხეულში მოხვედრის შემდეგ ვითარდება მწვავე დაავადება ან ლატენტური ინფექცია, მასპინძლის იმუნური მდგომარეობიდან და ვირულენტობიდან გამომდინარე. Cryptococcus neoformans-ს და Cryptococcus var. gattii-ს აქვთ მიდრეკილება ცენტრალური ნერვული სისტემის ინვაზიისადმი, რაც, ზოგჯერ, სრულდება სიცოცხლისთვის საშიში მენინგოენცეფალიტით. კაფსულის წარმოქმნა, მელანინის პიგმენტის წარმოქმნა და კარგად ზრდის უნარი 37°C (98.6°F)-ზე Cryptococcus სახეობების პრინციპული ვირულენტობის ფაქტორებია.
უჯრედული იმუნიტეტის პასუხი მნიშვნელოვანია მასპინძლის თავდაცვისთვის და გრანულომატოზური ანთების წარმოსაქმნელად. ლატენტური ინფექცია, რომელშიც საფუარები მიძინებულია წლების განმავლობაში კარის ლიმფურ კვანძებში ან ფილტვის კერებში უსიმპტომო ინდივიდებში, შესაძლოა გააქტიურდეს დაავადების წარმოსაქმნელად, როდესაც უჯრედული იმუნიტეტი სუპრესირებულია.
იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში ჰემატოგენური დისემინირება შესაძლოა გამოვლინდეს მრავალ ორგანოში მათ შორის ცნს-ში, კანში, წინამდებარე ჯირკვალში, თვალებში, ძვალში, გასტროინტესტინურ ტრაქტში, საშარდე სისტემასა და სისხლში.[1] აუტოფსიაზე ხშირია ფარული დისემინირებული დაავადების აღმოჩენა მთელ სხეულში. კანის ინფექციები, რომლებიც ვითარდება პირდაპირი ინოკულაციით ან დისემინირებული დაავადების შემდეგ, კრიპტოკოკოზის მესამე ყველაზე ხშირი კლინიკური ფორმაა, განსაკუთრებით იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას