შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

54 წლის აივ-დადებით მამაკაცს CD4 რაოდენობა აქვს 50 უჯრედი/მმ³. ერთი კვირაა ცუდად გრძნობს თავს და აქვს ცხელება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი და პროგრესირებადი უცნაური ქცევა. მის გულმკერდის რენტგენზე მნიშვნელოვანი არაფერი აღინიშნება. ბრონქოალვეოლური ლავაჟი დადებითია საფუარა სოკოზე და შრატის კრიპტოკოკული პოლისაქარიდული ანტიგენი (CrAg) დადებითია. თავის კომპიტერული ტომოგრაფიითა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ვლინდება წარმონაქმნი, ხოლო ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობა კი დასტურდება დადებითი ლუმბური პუნქციით, ინდური საღებავის მეშვეობით მიკროორგანიზმის შეღებვის შედეგად. ლუმბური პუნქციის ჩხვლეტის დროს წნევა არის 25 სმ H₂O.

შემთხვევის ანამნეზი #2

უსიმპტომო 33 წლის მამაკაცს, რომელიც არასოდეს ყოფილა მწეველი, უტარებენ გულმკერდის რენტგენს, რასაც მოსდევს მკერდის მცირე ტრავმა. გულმკერდის რენტგენით ვლინდება პლევრული მარჯვენა ქვედა წილის დაზიანება. დაზიანების წვრილი ნემსით ასპირაციაული ბიოფსია ავლენს Cryptococcus neoformans var grubii-ს. შრატის CrAg უარყოფითია.

სხვა გამოვლინებები

ცენტრალური ნერვული სისტემის და რესპირატორული ტრაქტის დაზიანება ყველაზე ხშირია.[1][2] იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში კრიპტოკოკოზი ჩვეულებრივ უსიმპტომოა, ვლინდება მხოლოდ გულმკერდის რენტგენზე დარღვევებით და შესაძლოა სპონტანურად ალაგდეს. თუმცა, შესაძლებელია უფრო მძიმე დაავადება გამოვლინდეს.[3] იმუნოკომპრომისულ პაციენტებს შესაძლოა ქონდეთ მენინგიტი ან მენინგოენცეფალიტი. მის კლინიკურ ნიშნებს მიეკუთვნება ცხელება, თავის ტკივილი, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები, მენინგიალური გაღიზიანების ნიშნები, კრანიალური დამბლები და კომა. ფილტვის კრიპტოკოკოზის გამოვლინება ცვალებადობს უსიმპტომო ინფექციიდან მძიმე ფორმის პნევმონიამდე და მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომამდე. ფილტვის მწვავე კრიპტოკოკოზი ვლინდება დისპნოეთი, ხველით, ცხელებით და მკერდის პლევრიტული ტკივილლით.[2][4] იმუნოკომპრომისულ პაციენტებში დისემინირებული ინფექცია შესაძლოა გამოვლინდეს მრავალ ორგანოში, მათ შორის კანში, პროსტატაში, თვალებში, ძვალში, საშარდე ტრაქტსა და სისხლში. კანის ინფექციები შესაძლოა გამოვლინდეს კონტაგიოზური მოლუსკის მსგავსი დაზიანების (განსაკუთრებით აივ-დადებით პაციენტებში), გრანულომების, ფოლაქების და ცელულიტის სახით. პროსტატის კრიპტოკოკოზი ჩვეულებრივ უსიმპტომოა და შესაძლოა წარმოადგენდეს რეზერვუარის რელაფსს. თვალის ინფექციები ხშირად ვლინდება ბადურის და პერიპაპულურ სისხლჩაქცევებთან ერთად. ძვლების და სახსრების ინფექციები ოსტეოლიზური დაზიანებებით ან ართრიტით. ასევე დაფიქსირებული პერიტონიტი, კრიპტოკოკურია და კრიპტოკოქცემია, რომლებიც იწვევენ ენდოკარდიტს.[1]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას