ეპიდემიოლოგია

Cryptococcus neoformans მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული სოკოა. ის ხშირად დაკავშირებულია ფრინველების ფეკალიებთან (განსაკუთრებით მტრედის) და გამოიყოფა სხვადასხვა სახეობის მერქნიდან.[1][2][4]Cryptococcus neoformans var. grubii (სეროტიპი A) ყველაზე ხშირი ფორმაა, რომელიც ითვლის კრიპტოკოკოზის შემთხვევათა >95%-ს.[1]Cryptococcus neoformans var. neoformans (სეროტიპი D) გავრცელებულია ევროპის ქვეყნებში (მაგ: დანია, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და შვეიცარია), ავსტრალაზიასა და აშშ-ში. Cryptococcus var. gatii (სეროტიპი B და C)ვლინდება ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ადგილებში (მაგ: ავსტრალია, პაპუა ახალი გვინეა, სამხრეთაღმოსავლეთი აზია, ცენტრალური აფრიკა და სამხრეთ ამერიკა), სადაც ევკალიპტის გარკვეული სახეობები იზრდება. თუმცა, Cryptococcus var. gatii იზოლირებულია, როგორც გამომწვევი ორგანიზმი ვანქუვერის კუნძულზე, კანადაში და აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის წყნაროკეანეში მომხდარი ეპიდაფეთქებების დროს.[5][6][7]

Cryptococcus სახეობებთან ექსპოზიცია ხშირია და არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანთა უმრავლესობა ექსპოზირებულია სოკოსთან 5 წლის ასაკისთვის.[8] კრიპტოკოკოზის ყოველწლიური ინციდენტობა აივ-უარყოფით პაციენტებში დაახლოებით 0.2-0.9-ია 100000-ზე, ეს დამოკიდებულია შესასწავლ გეოგრაფიულ მიდამოზე.[9] აივ ინფექცია დაკავშირებულია კრიპტოკოკოზის შემთხვევათა >80%-თან მთელს მსოფლიოში.

აივ ინფიცირებულ პაციენტს, რომელსაც CD4 უჯრედების რაოდენობა <100 უჯრედი/მმ³. აქვს, აღენიშნება ინფექციის ყველაზე მაღალი რისკი. აივ-ინფიცირებულ პაციენტებში კრიპტოკოკური მენინგიტის 223 000 შემთხვევა ფიქსირდება ყოველწლიურად, სუბ-საჰარულ აფრიკაში კრიპტოკოკური მენინგიტის შემთხვევების 73% აივ-ინფიცირებასთანაა დაკავშირებული. მენინგიტის აღნიშნული ფორმა გლობალურად 181 000 ფატალურ შემთხვევას იწვევს. შესაბამისად, კრიპტოკოკური მენინგიტი იწვევს შიდსთან დაკავშირებული სიკვდილობის 15%-ს.[10] მამაკაცების დომინირება აღინიშნება აივ-დადბით და აივ-უარყოფით პაციენტებში, რომლებსაც კრიპტოკოკოზი აქვთ.[11][12] კრიპტოკოკოზი ძალიან იშვიათია ბავშვებში, შიდსიანებშიც კი.

იმუნოკომპრომისულ პაციენტებში ინფექციების უმრავლესობა გამოწვეულია Cryptococcus neoformans-ით, ხოლო Cryptococcus var. gatii უფრო ხშირად ვლინდება აივ-უარყოფით პოპულაციებში.[1][4][5][6][13] კრიპტოკოკოზი მესამე ყველაზე ხშირი ინვაზიური სოკოვანი ინფექციაა (8%) მკვრივი ორგანოსტრანსპლანტირებულ პაციენტებში.[1][4][14][15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას